პარიზი რომი არაა გენაცვალე

გააჩნია რა მოგწონს , მაშინ მაგის მიხედვით უნდა დაათვალიერო. მე მაგალითად ორსეს მუზეუმი თავიდან ბოლომდე რომ არ მომევლო ჩემს თავს არ ვაპატიებდი და ღამე არ დამეძინებოდა, იგივე ლუვრიც, თუმცა პირველი ბევრად ჯობია.
ეს ადრეც დავწერე მგონი აქ მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ პარიზს ყველაზე მეტად შეიგრძნობ ქუჩაში სეირნობით, სადმე პატარა მყუდრო კაფეში ჯდომით, უბრალოდ რო იჯდე და ათვალიერო გარემო, ხალხი, ქუჩები, ეს ისეთი მაგარი სიტყვებით ვერ გადმოიცემა.
როგორ არ უნდა ახვიდე ეიფელზე, და გემრიელად დატკბე იქიდან ყურებით და შეიგრძნო 324 მეტრის სიმაღლეზე რა ჰაერია ამ გენიალურ ქალაქში, როგორ არ უნდა გაისეირნო გემით ღამე, ნახო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, სენ ჟერმენი, შანზელიზე, ტრიუმფალური არკა, მონმარტრი, მულენ რუჟი, პიგალი და მილიონი სხვა რამე რაც პარიზშია, ეს ყველაფერი რაც დავწერე თუ გინდა უბრალოდ რომ დაინახო მაგას 3 საათი სჭირდება ავტობუსით მოივლი ყველა მთავარ ღირსშესანიშნაობას, მაგრამ არა მგონია შეიგრძნო ბოლომდე.
აი ესაა და ეს

დანარჩენი შენ გადაწყვიტე როგორ დაგეგმავ
Garcon_Fr