”ლამაზი არ ხარ , დანიელა,” - გაიფიქრა პლეხანოველმა მოგელამ, ხმამაღლა კი იკითხა:
-იპოვი რესტორანს?
-პრობლემა არ არი...საღამოს აქვე მოვალ. თუ გინდა, შენი ტელეფონის ნომერი მომეცი და დაგირეკავ.
-არა, ექვსზე შევხვდეთ?
-რვაზე...აქ ვახშამი ცხრაზეა.
-კარგი, ხელში გაზეთი მეჭირება, - გაუცინა პლეხანოველმა მოგელამ.
- ეგ რას ნიშნავს?
ჯაშუშმა ჯაშუში ხო უნდა ამოიცნოს...
დანიელას ჩაეცინა.
-მართლა ჯაშუში ხარ?
-პაროლი კი ასეთი იქნება ...შენ მოხვალ და მეტყვი: დეიდა მართას სიფილისი დაემართა...
დანიელამ გადაიკისკისა:
-სიკვდილია.
-ხო, მე კიდე გიპასუხებ: პარიზში ყველაზე კარგი წაბლის ხეები პიგალის მოედანზეეეა.
-ოკეი, ბაი... დანიელამ ორი ღერი ამოიღო მოგელას სიგარეტის კოლოფიდან და წავიდა. შეხტებოდა ხოლმე , როგორც ონავარი ბავშვი. პლეხანოველმა მოგელამ დაინახა, როგორ გადაირბინა ქუჩა და მოპირდაპირე კაფეში შევიდა.
ცენტრალურ პარკში რომ ტბაა იხვები ხომ გინახავთ გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ ზამთრობით სად მიდიან? იქნებ იცოდეთ შემთხვევით ვინმეს საბარგო მანქანით მიჰყავს თუ თვითონ მიფრინავენ სამხრეთით თ ან სხვაგან სადმე?
Я человек больной... Я злой человек. Непривлекательный я человек.