ამ სისულელეს საიდან დააბრეხვებთ ხოლმე საინტერესოა.
ზოგადად ფრანგები მოიკოჭლებენ უცხო ენებში, მაგრამ
ვინც იცის — გიპასუხებთ კიდეც; შეეცდება ყოველ შემთხვევაში
რომ დაგეხმაროთ და თუ არ დაგელაპარაკათ იმას არ ნიშნავს
რომ იციან და თქვენი ჟინი ჭირთ.
jojo777დუბლინი რა არის,
ირლანდიის დედაქალაქს გულისხმობ?
თუ კი — ისლანდია რა შუაშია?
საფრანგეთიდან ირლანდიაში მიდის
ვისაც შეუძლია სამუშაოდ, როგორც ვიცი;
აზულის სისტემაში კი, საფრანგეთმა თუ
დაგიმტკიცა [თითის ანაბეჭდით] რომ ევროპის
სხვა ქვეყანაში ხარ შესული, არ დაგაკმაყოფილებს,
რადგან გეტყვიან იქ უნდა მოგეთხოვა სადაც
პირველად ჩახვედიო

თუ მაინც და მაინც გადაწყვეტ რომ ჩამოხვიდე,
დოსიეს გაგზავნის დროს, შეეცადე რომ კარგი
ისტორია მოიგონო საბუთებით; ყველამ იცის
რომ მოატყუებ, მაგრამ არ აინტერესებთ;
ტყუილზე უფრო იძლევიან პოზიტივს;
მე ბევრს ვიცნობ ვინც მართლა გამოქცეულია
საქართველოდან და სიმართლე დაწერა,
ფაქტებით თან — მაგრამ უარი უთხრეს.