"იემენი, ერთ-ერთია იმ რამოდენიმე ადგილიდან, სადაც მთლიანად შეიგრძნობ ნამდვილ აღმოსავლეთს. როცა იქ მოხვდები, გჯერა რომ შენ "ათას ერთი ზღაპრის" ერთ-ერთ ქალაქში იყავი".....
წავიკითხე ეს სიტყვები და ძალიან მომინდა იემენში წასვლა. ასევე ვნახე სურათები და ზემოთთქმული სიტყვების სამართლიანობაში დავრწმუნდი. ვინმე ხომ არ ხართ ნამყოფი რომ ინფორმაცია გამიზიაროთ?
ცოტაოდენი რამ იემანიის შესახებ ვიკიპედიიდან და სურათები:
იემენი (არაბ. اليمن, ალ-იამან), ოფიციალურად იემენის რესპუბლიკა (არაბ. الجمهوريّة اليمنية, ალ-ჯუმჰურიიია ალ-იამანიიია) — სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით. არის ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. ესაზღვრება ომანსა და საუდის არაბეთს. ასევე აქვს გასავლელი წითელსა და არაბეთის ზღვებში.
აზიის ამ ულამაზეს მხარეში ტურისტების მიზიდვის მთავარი წყარო დედაქალაქში გამეფებული ღამის ცხოვრებაა. მის დედაქალაქ სანას უწოდებენ ქალაქს, რომელსაც არასდროს სძინავს. იქ სანახავი და დასათვალიერებელი მართლაც რომ ბევრია.
სანაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის ასობით უძველესი სამლოცველოს სანახავად. მათი უმრავლესობა ძირითადად ევროპისა და აზიის ქვეყნებიდანაა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვა შორეული კუთხეებიდან მოფრინავენ საოცრების დასათვალიერებლად

