ფრთხილად იყავით booking.com-თან!
მა პირველად მაქვს პრობლემა მათთან...
დავჯავშნე სასტუმრო , საელჩოში წარსადგენად მჭირდებოდა ჯავშანი.
ჩასვლის თარიღი იყო 24 დეკემბერი.
დაჯავშნის დროს ამ სასტურმოს გვერდზე იყო ''სტული'' ინფორმაცია დაჯავშნის პირობებზე...
კერძოდ, ეწერა, რომ თუ ჯავშანს არ მოვხსნიდი 21 დეკემბრამდე - სასტუმრო მომიხსნიდა ბარათიდან სრულ საფასურს.
სასტუმრო დავჯავშნე 1 ნოემბერს.
გადის დრო....
არ ვჩქარობ სასტუმროს ჯავშნის მოხსნას...
6 დეკემბერს მომდის ჩემი ბანკიდან ჩვეულებრივი ხარჯვის სმს: ამა და ამ სასტუმრომ მოგიხსნათ 130 ევრო, ანუ სრული საფასური,
მეთქი თქვენ ხო არ გაგიჟდით,
დავრეკე ბუქინგში, ასევე იმეილი გავუგზავნე..
ბუქინგმა - გავარკვევთო.
ბუქინგმა დამირეკა მე2ე დღეს- არ მოუხსნია თანხა, უბრალოდ დაგიბლოკაო.
დავურეკე ჩემს ბანკს. მეთქი რა ხდება.
ბანკმა: კი, ამა და ამ სასტუმროდ დაბლოკა თანხაო და 21 დეკემბერს მოხსნიანო ამ თანხას შენი ანგარიშიდან.
ბუქინგმა შემომთავაზა - თუ გინდა გაუქმება მაინც შეგიძლია ჯავშანი გააუქმო, არ არის პრობლემაო.
ახლა მაქვს ასეთი პრობელმა:
როგორც ბანკმა მითხრა 21 დეკემბერს ავტომატურად მოიხსნება ჯავშანი ამ თანხაზე, 130 ევროზე.
ბუქინგმა მითხრა რომ ჯავშნის გაუქმებიდან 5 ან 10 სამუშაო დღეში გახდება ეგ თანხა შენს ანგარიშზე ხელმისაწვდომიო.
არც ერთი მაწყობს და არც მეორე რადგან ბანკში ჩემი ანგარიში უნდა დავხურო/გავაუქმო და ეს უნდა გავაკეთო 18 დეკემბრამდე აუცილებლად.
თუ 18 დეკემბერს ჩემი ანგარიში არ იქნება გაუქმებული - სხვა რაღაცეებში პრობლემა მექმნება (ჩემი მოგზაურობის გეგმების გადადება მიწევს, ქვეყნიდან გასვლაში შეიძლება პრობლემები შემექმნას იმის გამო რომ საბანკო ანგარიში არ მაქვს გაუქმებული)... + ამა, ბანკმა მითხრა რომ სანამ ბანკის ჩემს ანგარიშზე თანხა არის დაბლოკის მდგომარეობაში - ვერ გავაუქმებ ჩემს საბანკო ანგარიშს.
და ამ თანხას ბლოკი მოეხსნება მხოლოს 21 დეკემბერს.
22 დეკემბერს წესით უკვე უნდა გავიდე ქვეყნიდან, ბილეთი მაქვს.. მაგრამ შეიძლება პასპორტ კონტროლმა არ გამიშვას რადგან საბანკო ანგარიში გაუქმებული არ მაქვს..
და შეიძლება ვერ მოვასწრო ეს ყველაფერი 21დან 22 დეკემბრამდე,...
მოკლედ, იმის გამო რომ ბუქინგ.ქომ-ს არ ჰქონდა სასტუმროს დაჯავშნის გვერდზე დადებული ეს ინფორმაცია (რომ სასტუმროს შეეძლო დაებლოკა ეს თანხა ჩემს ანგარიშზე) - აღმოვჩნდი *რაკში.
რა თმქა უნდა ამის გამო გამოვლანძღე ის ქალი წეღან რომ დამირეკა ბუქინგ.ქომ-იდან.... (მაგრამ რა თქმა უნდა ამით არაფერი შეიცვალა)...
ამ პროცესსო pre authorization -ი ჰქვიაო, ასე მითხრა ქალბატონმა და მინიშნებული გვაქვსო ზოგიერთი სასტუმროს გვერდზე ესო.
თან მეუბნება - მე ზუსტად ვერ გეტყვი ბანკიდან ბანკში რამდენ ხანში ხდება ინფორმაციის გაცვლა და ზუსტად რამდენ დღეში მოხდება შენი ტანხიდან ბლოკის მოხსნა, საბანკო სისტემებში მე პირადად ვერ ვერკვევი და ბუქინგ.ქომ-იც we don't deal with banks dicertly-ო.
მეთქი - კაი.
თქვენ , მეთქი , გყავს ყველანაირი კატეგორიის კლიენტი, ყველანაირი განათლების და პროფესიის ადამიანი.
თქვენ, პირადად, რა სფეროში გაქვთ განათლება მიღებული - მე არ ვიცი , მეთქი, მაგრამ მე, მაგალითად მაქვს სამედიცინო სფეროში მიღებული განათლება და რატომ ითხოვთ ჩემგან საბანკო ოპერაციების ან საბანკო-საფინანსო ტერმინოლოგიის ცოდნას მეთქი....
თქვენ თუ სასტუმროს გვერდზე დადეთ ინფორმაცია რომ ეს სატუმრო keeps right to pre authorize your account or card თუ რაც არის - მე, სამედიცინო განათლების მქონდე ადამიანმა საიდან გავიგო ეს pre authorize რას ნიშნავს მეთქი?
თქვენ და იმ სასტუმრომ ჩემი ნებართვის გარეშე დამიბლოკეთ მეთქი თანხა ჩემს ანგარიშზე და ისიც არ გინდათ მეთქი რომ დამეხმაროთ რომ ბლოკი მომიხსნას მეთქი ჩემმა ბნაკმა დროეულად.
ვერაფრით დაგეხმარებითოოო

მოკლედ, ფრთხილად იყავით.
ძალიან ჩახლართულია ეს ყველაფერი და ფრთხილად იყავით რომ რამე ზედმეტი თანხა არ ჩამოგაჭრათ ან არ დაგიბლოკოთ ბუქინგ.ქომ-იდან დაჯავშნილმა სასტუმრომ.
This post has been edited by Miria on 12 Dec 2016, 20:33