აჰა, მოვიარე მინსკი კაროჩე 1 კვირა ვიყავი რა, დავწერ ძირითადს და კითხვა თუ იქნება რამე მკითხეთ გიპასუხებთ თუ შევძლებ
ოღონდ სანამ დავიწყებ 2 რამეზე არ მკითხოთ:
1) სამსახურის პონტი არის თუ არა - არ ვიცი არც მიკითხავს, იმენა დასასვენებლად და როგორც ტურისტი ისე ვიყავი
2) ღამის ცხოვრება, ბარები, კლუბები და ა.შ. - ამისთვის ვაპირებდი ბოლო 3 დღის მოტოვებას, მარა ისე მოხდა რო ჯანმრთელობის პრობლემა გამიმწვავდა ჩავედი თუ არა, ბევრი წამლის ყიდვა მომიწია და ვერსად ვეღარ შევედი, შესაბამისად შიგნით კლუბებში რა ხდება ვერ გეტყვით, ისე ბევრი კლუბი და ბარია ქალაქში
კაროჩე ჯერ საზღვარი, მკაცრად კონტროლდება ყველაფერი. შესვლისას ყველა პონტში უნდა გქონდეთ სასტუმროს ბრონიც, უკან დასაბრუნებელი ბილეთიც და რაც ყველაზე მთავარია დაზღვევა, ამას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. მე სამსახურიდან მაქ ცოტა უცნაური რამეა 20-30 წამი ათვალიერა მარა შევედი რა ყველაფერი წესრიგში მქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი სიტყვით დაზღვევა 100% გაარკვიეთ სადაც გააკეთებს ბელორუსის სტანდარტებს აკმაყოფილებს თუ არა, რასაც ისენი ითხოვენ. ისე ქართველებს ვიზა არ გვჭირდება მანდ.
უკან წამოსვლისას მესაზღვრემ მკითხა ჩაწერილი სად იყავითო. მაგრად გამიკვირდა მაგასაც კი რო აკონტროლებენ. მივეცი სასტუმროს პრაპისკა და ეგ იყო მეტი არაფერი გამოსვლაზე. ბელორუსში კაროჩე წესია ეგეთი 5 დღეზე მეტხანს თვითონ ბელორუსების გარდა თუ ჩერდება ვინმე უნდა ჩაწერილი იყოს სადმე, ჩემს შემთხვევაში სასტუმრო და როგორც ვთქვი არ მქონია პრობლემა. სიტყვაზე თქვენ თუ მინსკში ჩასვლის მერე მოძრაობა მოგინდებათ ქვეყანაში, რავი ბორისოვში ბრესტში ან სადმე წასვლა ადგილობრივ მილიციასთან გაარკვიეთ ჯერ ყველაფერი მერე რო პრობლემა არ იყოს. მე სულ მინსკში ვიყავი არ მინდოდა გასვლა მარა გეუბნებით პროსტა სხვა ქალაქში წასვლა თუ მოგინდათ მილიციელს კითხეთ ან საინფორმაციო ცენტრში იკითხეთ მაგაზე რა წინასწარ, ისე არსად არ წახვიდეთ
მეტროში ჩანთით ვინც ჩადის რენტგენზე ამოწმებენ ყველას ჩანთებს. ზრდილობიანები არიან ყველა და 10 წამის ამბავია მეტი არა, არ გაუტრაკოთ მაგაზე რა წესი წესია არა აქვს მნიშვნელობა ადგილობრივია თუ უცხო ჩანთით ვინც ჩადის უნდა შემოწმდეს, პროსტა ჩანთას თუ ეტყობა რო იმენა ცარიელია შეიძლება აღარ დაგიძახონ მაგაზე. 1-2ჯერ გამიშვეს მე ეგრე, ძირითადად მაინც ითხოვენ.
მოწესრიგებული ქვეყანაა და ხალხი ძალიან, მთვრალი ხალხი და ნარკომანები არ მინახავს არც ქუჩაში არც მეტროში, მათხოვარი ერთხელ ვნახე სულ. იმენნა მეტროს სადგურში შიგნით კომერციული საქმიანობა აკრძალულია, გაკრიალებულია ყველაფერი და მარტო მგზავრები დადიან მეტი არავინ. არც ღრიალი ღამის 3 საათზე არც ბირჟავიკები არაფერი ეგეთი რა. მე მევასება ესეთი ხალხი და ქვეყნები რავი გემოვნების ამბავია ალბათ
თესლი მეტრო აქვთ ძალიან და რაც სანახავია ქალაქში 95% იმის შეიძლება რო მეტრო+ფეხით სიარულით ნახოთ, ჩასვლის ღამესვე 10 დღიანი ულიმიტო მეტროს კარტა ავიღე 12 რუბლად და მოვიარე მთელი ქალაქი საკაიფოდ, ერთხელად არ მისარგებლია მიწისზედა ტრანსპორტით. ისე თქვენ თუ გინდათ ამ ულიმიტოს ყველანაირი ვარიანტი არსებობს, მარტო მეტრო, მარტო ავტობუსი, მეტრო+ავტობუსი და ა.შ. და ყველას თავისი ფასი აქვს რა. აგიხსნით გამყიდველი ყველაფერს, მეტროს სადგურებში ყველგან იყიდება ეგ კარტები, 10 დღიანზე ნაკლები არ არსებობს მგონი, შეიძლება მეშლება ესე მახსოვს პროსტა
მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი აქვთ ძალიან მაგარი, მეტროს სადგურ "ნიამიჰადან" უნდა ამოხვიდეთ სპორტის სასახლე საითაცაა იმ მხრიდან, თვითონ ამ სპორტის სასახლეს რო ჩაუვლით ერთი 10-15 წუთი სულ პირდაპირ უნდა იაროთ და მიხვალთ რა, დანარჩენს იქ ნახავთ მართლა ძაან მაგარი მუზეუმია, 9 რუბლი ღირს შესვლა
ბოტანიკური ბაღი აქვთ უზარმაზარი, ეს იმენა მეტროს სადგურთან თან. "პარკ ჩალიუსკინცაუ" ქვია სადგურს, ამოხვალთ თუ არა რამოდენიმე შესასვლელია მთლიან ტერიტორიაზე, მარცხენა მხარეს არის ეს პარკ ჩალიუსკინცაუ სადაც შესვლა უფასოა, მარჯვენა მხარეს არის ბოტანიკური ბაღი სადაც ეხლა 16 რუბლი ღირდა შესვლა. მე ცუდ დროს ჩავედი, მარტია ეხლა და არ ყვავის არაფერი მარა ეხლაც კი ძაან ლამაზი იყო, წარმომიდგენია ზაფხულში რა იქნება ეგ, სამოთხე იქნება იმენა. ზაფხულში უნდა წავიდეს რა კაცი მაგ ქვეყანაში და ქალაქში.
ზოგადად ძალიან ბევრი დიდი პარკი, სკვერი და სასეირნო ადგილი აქვთ. შეყვარებულების ქალაქია რა, ცოლს რო მოიყვან მანდ უნდა წაიყვანო, თუ დამიჯერებთ მაგრად გაგისწორდებათ დარწმუნებული ვარ

წეღან როგორც ვთქვი თან არც მთვრალი ხალხია ქუჩაში არც **ე ხალხი არაფერი მსგავსი, შენც შენთვის სეირნობ ისენიც თავისთვის რა. როცა გინდა გადი ღამე გარეთ და გაისეირნე მაგ ამბავში უსაფრთხო ქალაქიცაა და არც ტვინს ტ***ვს ვინმე
ბევრი დიდი სავაჭრო ცენტრი აქვთ, "გუმი" და "ცუმი" არის ყველაზე ცნობილი და ძველი, ორივეში მეტროთი შეიძლება მისვლა. "ცუმი" ვაბშე მეტროს სადგურ "პლოშჩა იაკუბა კოლასა"-ს ამოსასვლელთანაა. გუმი ###ობა იყო არ დამევასა, ცუმი კაია ფეხსაცმელი და შარვალი მანდ ვიყიდე. ფასები დაახლოებით თბილისისნაირი რა, იმის იმედი არ გქონდეთ რო ტანსაცმელს ძაან იაფად იყიდით. ან დაახლოებით იგივე დაგიჯდებათ რაც მანდ ან ოდნავ უფრო ძვირი.
ხალხი ძაან კარგი, ქუჩაში რაც გინდა კითხო ჩერდება გპასუხობს ყველა, კაი ტიპები არიან რა ზოგადად
ქალები ძალიან მაგარი. მაგდენი მაგარი ქალი მაგ რაოდენობით არ მინახავს, აი ძაან მაგარი ქალები ყავთ იმენა. მე მაგ ამბავში ვერაფერი ჯანმრთელობის გამო, ისედაც არ ვარ პიკაპ მასტერი მარა აი გარეგნობით ხო გეუბნებით რა უმაგრესი ქალები დადიოდნენ ქუჩაში და მეტროში
სხვა რავი რა დავწერო გინდათ ეხლა გინდათ როცა ჩახვალთ დაწერეთ და თუ ვიცი გიპასუხებთ რა