mahatma-gandhiროგორც გატყობ რაგბში არ ხარ კარგად ჩახედული

რა ჯგუფიდან გასვლაზეა საუბარი

მსოფლიოზე რომ გავედით უკვე მიღწევაა. იქ 1 თამაში მოვიგოთ და დანარჩებენი ღირსეულად ვითამაშოთ ეგაა ამ ეტაპზე ჩვენი დონე და მისია.
შოტლანდიას რომელიც უმაღლესი დონის გუნდია და საფრანგეთი დაამარცხა სულ ცოტა ხნის წინ 15-6 ვეთამაშეთ მეტი რა გინდა? იგივე ანგარიშები ფიქსირდება ხოლმე ინგლისი-შოტლანდია და ეგეთი ბობოლების თამაშებზე.
წინსვლა ძალიან დიდია. 2 წლის წინ ვეთამაშეთ შოტლანდიის მეორე ანუ A ნაკრებს და 69-3 თU რაღაც მაგდაგვარი ანგარიშით დავმარცხდით. ეხლა კიდევ რუმინეთისგან შეშინებულმა შოტლანდიამ უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა
ჩვენს წინააღმდეგ! არცერთი ლელო არ დავადებინეთ სულ ჯარიმებით მოიპოვეს 15 ქულა სკოტებმა და თამაშის ბოლოს კომენტარში კმაყოფილები იყვნენ და უხაროდათ რომ 9 ქულით მოგვიგეს მეტი რა მიღწევა გინდა.
წინსვლა და განვითარება კიდევ ევროპის ნაციების თასზე ძნელია როცა ერთ დონეზე თამაშობ სულ. ვიგებთ და ვიგებთ ამ eu nations cup-ს უკვე მერამდენეჯერ მაგრამ კლასი არ გაიზრდება სანამ შენზე ძლიერ გუნდებს არ ეთამაშები ხშირად.
IRB კიდევ არ გვიშვებს ჯერ ბობოლებთან ახლოს იმიტო რო იქაც ფული ტრიალებს და საქართველო რა ფულს შეიტანს 6 ნაციაში რომ მიიღონ მაგალითად... რეგულარული თამაშები მაღალი კლასის გუნდებთან და მერე ნახავთ რას იზავენ ჩვენი ბიჭები!!!
გუშინდელმა შედეგმა კიდევ ბევრი აალაპრაკა 6 ნაციის 8 ნაციად გადასაკეთებლად ანუ ინგლისს ირლანდიას უელსს შოტლანდიას საფრანგეთს და იტალიას დაემატება მეორე დონის EU nations cup ის პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები.
ეს ლაპარაკი კიდევ რამ გამოიწვია? რომ წაგვეგო 30 ქულით იტყოდნენ ჯერ ადრეა ამ ნაკრებების 6 ნაციაში გარევაო ან საერთოდ არაფერსაც არ იტყოდნენ

რახან ესე მიუახლოვდით მაგიტომაა საუბარი გაზრდაზე.
მოკლედ მე ძალიან კმაყოფილი ვარ საბოლოო ანგარიშით! თამაში უკეთესი შეგვეძლო მაგას არ უნდა ბევრი ლაპარაკი მაგრამ კიდევ ვიმეორებ ისე თავისუფლად ვერ ითამაშებ ბობოლა გუნდთან როგორც შენ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებთან თამაშობ იმიტომ რომ უბრალოდ არ გაქვს ბობოლებთან თამაშის გამოცდილება და 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიოზე ხვდები მარტო.
კიდევ ბევრი ნიუანსია რასაც რიგითი გულშემატკივარი ვერ გაიგებს რაგბი სხვანაირი სპორტია სხვა ბევრი სპორტისგან განსხვავებით მეტი სიახლოვეა საჭირო ამ სპორტთან ან ყველაზე კარგი ნათამაშები მაინც უნდა გქონდეს რომ ჩაწვდე დეტალებს ბოლომდე და სწორი შეფასებები გააკეთო.
ერთ-ერთი მთავარი მიზანია დღეს-დღეობით ღირსეულად ვითამაშოთ ყველა თამაში და IRB ვაიძულოთ 6 ნაციაში თუ არ დაგვამატებენ ტესტები მაინც გვათამაშონ ხოლმე ხშირად ბობოლა ნაკრებებთან.