არ ვიცი რა გონება და ფანტაზიაშეზღუდული უნდა იყოს ადამიანი და როგორ უნდა ეცადოს რომ პარიზი დაინახოს "ბინძურ, აყროლებულ ქალაქად სადაც ბოროტი და ცივი ადამიანები ცხოვრობენ". ალბათ მართლა ვინც როგორია ისე აღიქვამს ყველა სიახლეებს და ახალ ადგილებს. ვერ გადმოვცემ ვერც ენით და ვერც ფოტოებით რა დამმართა ამ ქალაქმა. ეს ის ადგილია სადაც არსად და არაფერში პატარა დისკომფორტი და უცხოობა არ მიგრძვნია. ისე ვიცხოვრებდი მტელი ცხოვრება და ისე მოვკდებოდი ამ ქალაქში რომ სხვაგან წასვლის სურვილი არ გამიჩნდებოდა. კულტურულ ძეგლებს და ღირშესანიშნაობებს რო თავი დავანებოთ, მარტო პარიზის ქუჩებში რომ იარო ეგაა ბედნიერება, არც დაგდებულ ბიჩოკს შევიწუხებივარ, მით უმეტეს არ დამინახავს არასდა მე პარიზში სიბინძურე, და გადავსებული ნაგვის პარკები, არსად აი არსად, თავს დავდებ ამაზე. და რომც დამენახა ბიჩოკს შევამჩნევდი და ამაზე ისე გავამახვილებდი ყურადრებას რომ პარიზიდან ეს მტავარ ემოციად ჩამომყოლოდა? ან ძაან გრძელი პეროები გაქვთ ან საკუთარი სკინტლის სუნი გაწუხებთ და გგონიათ რომ პარიზიდან მოგყვებათ

არც შავკანიანების ცქერას შევუწუხებივარ. ბევრი ძალიანაც ლამაზი იყო და თვალიც გამიყოლებია. ბოლოსდაბოლოს იქ დაბადებული და გაზრდილი ფრანგია.
ჰო კიდე რაოო, ფრანგები ბინძურები არიანო, მსუქნებიო და ბანძი ჩაცმულებიო

ფრანგ ქალს იმით გამოარჩევ რომ ასაკისდა მიუხედავად არის ძალიან თხელი, ძალიან მოვლილი და ყველა, მოხუციც კი საოცარ სურნელს აფრქცევს (რატომღაც

) შეიძლება ლამაზი სულაც არ იყოს მაგრამ ძალიან დახვეწილია და გემოვნებით ჩაცმული, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხი. სასწაულ გადამდებ სიმშვიდეს აფრქვევენ და ეს ქმნის მართლა იმის ილუზიას რომ ამ ქალაქში ყველა ბედნიერია, თორემ ყველამ ვიცით რომ ბედნიერება გეოგრაფიაზე არაა დამოკიდებული და ნუ ცდილობთ ფილოსოფოსობას რაა.
ხალხი არის ძალიან მოწესრიგებული, თავაზიანი, უხმაურო და ღიმილიანი. ინგლისურად პასუხს არ გაგცემენო, კარგით რაა. ნებისმიერი გადაგყვება თან რაც არ უნდა კითხო ბოლომდე ჩაგყვება, ინგლისური თუ არ იცის, ფრანგულად და ჟესტიკულაციით მაინც გაგაგებინებს.
არაჩვეულებრივი მომსახურე პერსონალი ყველგან თავისი საქმე რომ უყვართ და არანაირი ამბიცია რომ არ აქვთ იმისი რომ მართალია გემსახურება მაგრამ სახლში ორი დიპლომი უდევს და შენზე ნაკლები არაა.
ეიფელის კოშკს რო ჯართს უწოდებ, ტვინში უნდა გქონდეს ჯართი.
პერლაშეზი- ქალაქი ქალაქში. ხუთი საათი ვიბოდიალე წვიმაში, კრემატორიუმშიც ვიყავი მერე კიდე ვიბოდიალე თითქმის ყველა საფლავს გადავუღე ფოტო. არ ვიცი ვერც გადმოვცემ ემოციას.
ყველაზე მთვარაი ალბათ ისაა რომ ამ ქალაქში მოხუციც კი ახალგაზრდაა, არც ერთ ასაკში ტავს უსარგებლოდ არ გრძნობ. 70 წლის ქალები და კაცები მუშაობენ კაფეებში მიმტანებად და მაღაზიებსში კონსულტანტებად. ნუ ეს ალბათ მთელ ევროპაში ესეა. ჩვენგან განსხვავებით.
კიდე რაც ძალიან მომხვდა თვალში ძალიან მოძრაობის წესები. პატარა ვიწრო ქუჩაშიც კი ყველა 40-50 მეტრში დახაზული გადასასვლელებია და ყველა გადასასვლელთან შუქნიშანი. მეტროსადგურები ძალიან ახლო-ახლო. ალბათ ამიტომაცაა ამხელი ქსელი და მარტივი პარიზში მოძრაობა და გადაადგილება. ჩემთვის ერთადერტი დისკომფორტი ის იყო რომ ტაქს როგოც ჩვენტან და თუნდაც იტალიაში ხელისაწევიტ ვერ გააჩერებ. ტაქსების გაჩერებაზე უნდა მიხვიდე და იქაც რიგში მდგომ ტაქსებიში იშვიათად თუ ნახავ მძღოლს, მანქანაში რომ იჯდეს. აბა რომის ქუჩებში სანამ ქუჩიდან ქუჩაზე გადახვალ "მამაოჩვენო" უნდა წაიკითხო სამჯერ და თვალდახუჭული გადახვიდე იმ იმედით რომ რაც იქნება იქნება

ერთი დღე ვერ ვიცხოვრებდი. იტალია ჩემი არაა.
პარიზი <3 უკვე დღეებს ვითვლი სანამ კიდე წავალ.
ფრანგული სოფლები ეს კიდე ცალკე თემა. ულამაზესი და ძალიან სუფთა. სტუმართმოყვარე და უთბილესი ხალხით
ეს ჩემი უხეში, ცივი და ბოროტი სასტუმროს ადმინისტრატორი.
This post has been edited by margusha on 30 Oct 2012, 13:36