ირანში ვიზა არ გჭირდებათ და 300$ მეყო ერთი თვე. მარა ცოტა უნდა გაიჭირვო (ნუ ეს ნამდვილი მოგზაურობის ნაწილია) 1 თვეზე ნაკლებით წასვლას არ გირჩევთ, თეირანი საერთოდ შეგიძლიათ გამოტოვოთ ან თუ ძაან გაინტერესებთ 2-3 დღე საკმარისია. და ფერეიდანშიც თუ გაივლით 4-5 დღე კარგს იზამთ ძაან გაახარებთ იქაურებს მე 4 დღეზე მეტი ვერ გავჩერდი იმიტომ რომ ამ 4 დღეში 6 ქორწილში ვიყავი და 50მდე ოჯახში მიმიპატიჟეს. გავსკდი ჩაის სმით აღარ შემეძლო იმდენად სტუმართმოყვარეები არიან, თუ ვინმე მაქეთ წავა ფოტოებს შევპირდი ვინმეს გამოვატანთქო მაგათთან ერთად გადაღებულს ასე რომ კარგ საქმეს იზამთ თუ შემეხმიანებით წასვლამდე.
მოკლედ ჩემი მოგზაურობის ძირითადი დანიშნულების ადგილები იყო
Tbilisi - Yerevan - Tabriz - Isfahan - ფერეიდანი (სოფელი ვაშლოვანი) – Yazd - Shiraz და უკანა გზაზე თეირანი. იქიდან შეგიძლიათ აზარბაიჯანშიც გამოიაროთ ან ისევ სომხეთით, ავტობუსებით ან ავტოსტოპით. ავტოსტოპი კარგია ირანში მარა რაც უმფრო სამხრეთისკენ მიდიხარ მით უმფრო ცხელა, რომელი ხეს იპოვი რომ ჩრდილში დადგე.
და შირაზიდან Garmeh არის ესეთი უდაბნო სადაც ტაქსით და გტოვენებ და მერე უნდა მოგაკითხონ რამდენიმე საათში, რო არ მოგაკითხონ გახმები, მაგრამ მაინც ღირს წასვლა. ჩვენ მოგვაკითხეს.

კიდე რავიცი რამე თუ გამახსენდა დავწერ ან თუ გაინტერესებთ რამე. და კიდე ის რომ იმას არ უნდა ამას არ უნდა არ ვიცი უნდა ადგეთ და წახვიდეთ ერთმანეთს რატომ ელოდებით?! ნუ ირანის შემთხვევაში მარტო გოგოს წასვლა მაინც არ არის რეკომენდირებული.
აგერ ჩემი ალბომის ლინკი წესით უნდა ხედავდეს ყველა
https://www.facebook.com/Barlik/media_set?s...09557551&type=3ესეც ფოტოების მეორე ნახევარი ჩემი მეგობრის ალბომში
https://www.facebook.com/dateesh.milega/med...43516850&type=3 This post has been edited by barlik on 17 Aug 2013, 14:56