გამარჯობა,
არ ვიცი ამ თემაში უნდა ვიკითხო თუ არა, მაგრამ ცალკე ავია კომპანიებზე ვერ ვნახე და ახლის გახსნა არ მივიჩნიე საჭიროდ ერთი შეკითხვისთვის.
მოკლედ რა მაინტერესებს, ვისაც პეგასუსუთ უმგზავრია.
ნაყიდი მაქვს ვენა-სტამბული-თბილისის ბილეთი და ყიდვისას არ მიყიდია ადგილები რეისებზე. სხვა ავიაკომპანიები მაგას ჩეკ-ინის დროს გაძლევენ და ამათ პირდაპირ ბილეთის ყიდვისას შემომთავაზეს. დავიკიდე და ვიფიქრე რა ადგილიც შემხვდება, შემხვდეს მეთქი. 20-30 ევრო ტყუილად რატომ უნდა ვიხადოთქო. (ისე პირველად ვნახე ადგილების გაყიდვა

)
წეღან მომივიდა რემაინდერი, შეუკვეთეთ საჭმელი და იყიდეთ ადგილებიო.
ჰოდა რა მაინტერესებს, აუცილებელია მაგ ადგილების ყიდვა თუ უბრალოდ დამატებითი "კომფორტია"? ისე არ მინდა გამოვიდეს, რომ ადგილზე რომ მივალ მაინც საყიდელი გამიხდეს და თან ე.წ. აეროპორტის ტარიფით

აბა, ვინმეს რამე გამოცდილება გაქვთ?