ავიახაზების ბიზნესი ისე ვითარდება, (დინამიკა) რომ ფასებს განსაზღვრავს სულ მცირე ორი კომპონენტი: სეზონურობა, და მოთხოვნის ინტენსიურობა.
ფასები რომ ხან ადის, ხან დაბლა იწევს, ნორმალურია.
ასევე, ავიაკომპანიას თუკი აქვს იმის პრეტენზია, რომ მოგზაურს შესთავაზოს მაღალი მომსახურება, მისი ფასები არ უნდა იყოს დაბალი.
ვისაც დაბალი ფასები უნდა, არის კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ ნაკლებ სერვისს, დაბალ ფასად.
მე მგონი ადვილი გადასაწყვეტია არჩევანის გაკეთება.
წყალში ისე ვერ შეხვალ, რომ ფეხები არ დაისველო

თუკი მაღალი მომსახურების მიღება სურს მოგზაურს, მან უნდა ფეხები დაისველოს : ))) უფრო სწორად, მაღალი თანხა უნდა გადაიხადოს.
AEGEAN- ით არასდროს მიფრენია, ამიტომ კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებ. თურქეთის ავიახაზებით მრავალჯერ მიფრენია და შემიძლია განვაცხადო - მისი ფასი არ არის "იაფი", თუმცა, მისი მომსახურება ამართლებს ფასს.
ვისაც არ უნდა თურქეთის ავიახაზების მომსახურება და ათათურქის აეროპორტი (რომელიც ევროპულ ნაწილშია, ანუ ცენტრში ) მაშინ პეგასუსი და გოქჩენის აეროპორტი (რომელიც ცხრა მთას იქით არის

) არის შესაძლებელი.
ანუ, არჩევანი არის: ან ერთი გზა, ან მეორე. ბაზარი დაყოფილია მრავალ სეგმენტად და ბუნებრივია რომ დაბალ ტარიფის მაძიებელი სეგმენტი ვერ შეეწყობა მაღალ ტარიფის ავიაკომპანიას (როგორც წესი, ანუ ხშირ შემთხვევაში) და პირიქით, მაღალი ტარიფის მაძიეებეი, არ იფრენს საბიუჯეტო კომპანიით.
ხშირად, ფასი ასოცირდება მომსახურებასთან. (აირზენას შემთხვევა არ მაქვს მხედველობაში, როდესაც, სამწუხაროდ, ფასი გაციებით მაღალია ვიდრე შემოთავაზებული მომსახურება და კომფორტი)
ეს ცუდია. რადგან, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მოგზაურები რამოდენიმე თვით ადრე გეგმავენ გამგზავრებას. თუკი მე მაისში მინდა გამგზავრება, გამოდის, რომ ბილეთს ვერ ვიყიდი დღეს??
ბევრჯერ მიყიდია ბილეთEბი 4-6 თვით ადრე. მაღალი სერვისის შემომთავაზებელი კომპანია უნდა აძლევდეს მოგზაურს საშუალებას ბილეთი იყიდოს 1 წლით ადრეც კი.
ეს მოგზაურთა კლუბია
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 23 Dec 2012, 17:48
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".