შეზღუდვები თხევად ნივთიერებებზე
შეზღუდვები თხევადი ნივთიერებების (როგორიცაა, ნებისმიერი სახის ფლუიდი, გელი, აეროზოლი თუ სხვ.) ოდენობაზე, რომლის გადატანაც დასაშვებია ხელბარგის სახით უკანასკნელად დადგენილი პირობების მიხედვით. შეზღუდვები თხევად პროდუქციაზე, რომლის გადატანაც დასაშვებია ხელბარგის საშუალებით, ძალაშია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ხელბარგში არსებული თითოეული თხევადი პროდუქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიგრამს.
თხევადი პროდუქცია დაფასოებული უნდა იყოს ცალ-ცალკე 1 (ერთი) ლიტრიs მოცულობის ჭურჭელში და მოთავსდეს 20სმX20სმ ზომის გამჭვირვალე დალუქულ პაკეტში.
თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს მხოლოდ 1 (ერთი) ამგავრი პაკეტი.
მედიკამენტებზე (მხოლოდ რეცეპტთან ერთად და თავდაპირველ შეფუთვაში) და ბავშვის საკვებზე ზემოხსენებული მოთხოვნები არ ვრცელდება.
აკრძალული თხევადი ნივთიერებების ჩამონათვალი: სასმელები, როგორიცაა წყალი ან სხვა გამაგრილებელი სასმელი, სიროფი, ნაღები, ლოსიონი, ზეთები, პარფიუმი, კოსმეტიკური საშუალებები (თხევადი პომადა, ტუში და სხვ.) კბილის პასტა, გასაპარსი გელი და მუსი, თმის გელი, დეოდორანტი, საკონტაქტო ლინზების ხსნარი, შამპუნი, ასევე, საკვები პროდუქტები, როგორიცაა მურაბა, თაფლი, იოგურტი.
http://www.tbilisiairport.com/gu-GU/prefli...rangements.aspxრამდენი ცალი 100მილიგრამიანი შეიძლება არ ვიცი, მაგრამ მე პირადად 4 ცალი მქონია.
იყიდება ასეთი სპეციალური სამგზავრო ნაკრებები.

ვიზიარს აკრძალული ნივთების ჩამონათვალი არ აქვს, მე მურაბა მქონდა წაღებული, ცალკე წვენი, ცალკე კაკლები