ძამაწესით კი არ უნდა გეხმარებოდე, ჩემი გუნდის საწინააღმდეგოდ გულშემატკივრობას აპირებ, მარა ჯანდაბას - რადგან ფეხბურთის სიყვარული გვაერთიანებს.
დავიწყოთ იმით, რომ მე უფრო ალიანს არენაზე წასვლას გირჩევდი, რადგან ქუთაისიდან მიუნხენში დაფრინავს პირდაპირ და იაფად გამოხვალ ბევრად.
ჰა შენ ფასების კალენდარი (ფასდაკლების კლუბის წევრობის შემთხვევაში - ამაზე ქვემოთ)

ბილეთები ბაიერნის ოფიციალურ საიტზეა.
https://fcbayern.com/en/ticketsბაიერნის ფანი ხარ და ეს შენთვითონ გადაქექე ახლა.
ახლა თუ მაინცდამაინც მადრიდში გსურს წასვლა:თამაშების ბილეთებს რაც შეეხება.
ბერნაბეუზე ეგრე მარტივად ვერ იყიდი ბილეთს. ჯერ ბილეთი ეკუთვნით კლუბის წევრებს, ე.წ. სოციოებს და სეზონური ბილეთის მფლობელებს. შემდეგ ონლაინ გაყიდვა იხსნება მადრიდისტას ბარათის მფლობელთათვის. და ამის მერე თუ დარჩა რამე, გაყიდვა იხსნება სხვა დანარჩენი ხალხისთვის. მარა ნაკლებსავარაუდოა ასეთ თამაშზე ბევრი ბილეთი დარჩეს და რაც დარჩება, იმაზეც სასწაული წეწვა-გლეჯა იქნება.
აი, მაგალითად, მადრიდის რეალის ოფიციალური საიტის თანახმად, ბილეთის ფასი იწყება 80 ევროდან.
17 მარტს გაიხსნა სეზონური ბილეთის მფლობელთათვის. 22-ში იხსნება კლუბის წევრებისთვის.
მადრიდისტებისთვის 25-ში და შენთვის გაიხსნება 27 მარტს, თუ რამე დარჩა.
თუ ფული არ გენანება, 30 ევროდ შეგიძლია მადრიდისტას ბარათი აიღო და 2 დღე მოიგო. მაგრამ ჩემს მეგობარს ჰქონდა მადრიდისტას ბარათი შარშან და მაინც, მან. სიტისთან ნახევარფინალზე 200 ევროიანზე იაფი ბილეთის შეძენა ვერ მოახერხა.

ამწუთას რაც შეგიძლია იყიდო, ერთადერთი არის VIP ლოჟის ბილეთი, რაც 850 ევროდან იწყება.
ზოგადად, რეალის ბილეთები აქ არის.
http://www.realmadrid.com/en/ticketsაქ ამ თამაშის ბილეთები:
http://www.realmadrid.com/en/tickets/real-...yern-2017-04-18ისე, ეს გაითვალისწინე:

ვისენტე კალდერონის ბილეთებს რაც შეეხება, დიდად არ ვარ გარკვეული, ერთი ატლეტიკოს დედაც.
მარა საიტზე იყიდება, როგორც ვიცი და მე ნუ წამაკითხებ, აი აქ ნახე:
http://en.atleticodemadrid.com/tickets/tic...rid-leicester-2ახლა, რაც შეეხება ფრენას:ცოტა დროა დარჩენილი თამაშებამდე, თან ვიზალიბერალიზაციის გამო ვიზ ეარიც გაწუწკდა და ძვირია უკვე ბილეთები.
თამაში ბილეთიანად 500 ევროში რამდენად ჩაეტევი არ ვიცი.
დიდი ხნით ადრე რო გეთქვა, უფრო გაპოვნინებდი რამეს.
ყველაზე პრიმიტიული მეთოდია მოძებნის, ფრენების საძებნი საიტების გამოყენება Skyscanner, Momondo, Kiwi და ათასი საიტია.
მაგრამ მაგით ამოგიგდებს დიდი ალბათობით პეგასუსებს და თურქიშებს, რაც ახლა დაახლოვებით 300 ევრომდე მიჩვენა მე.
მე გეტყვი ჩემს მეთოდს, როგორც ვეძებ ხოლმე და თუ დრო და ნერვები გაქვს, ჩაუჯექი:
აიღე ვიზ ეარის საიტზე ქალაქების სია, სადაც ქუთაისიდან შეგიძლია გაფრინდე.
მერე აიღე იაფიანი ავიაკომპანიების საიტები, როგორებიცაა Wizz Air, Ryanair, EasyJet და ა.შ.
Origin-ში ჩაწერე მადრიდი ან რომელიმე ახლოსმდებარე ქალაქი, საიდანაც ავტობუსით შეგიძლია წახვიდე ან ვაფშე გასტოპო. ვთქვათ, ალიკანტე, ვალენსია, სარაგოსა და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები point-to-point სქემით მუშაობენ, destination-ში ამოგიყრის მხოლოდ იმ ქალაქებს, რომლებშიც პირდაპირ მადრიდიდან (ან ახლომდებარედან) დაფრინავს. შესაბამისად, პირიქით მიმართლებითაც იქნება ფრენა.
შეადარე ქუთაისის სია, მადრიდში რაც დაფრინავს, იმ ქალაქების სიას და რომლებიც საერთოა, იქ შეგიძლია გადაჯდე. მერე Fare Finder აქვს ვიზ ეარის და რაინეარის საიტებს და დაყევი ფასებს და ნახავ, რომელი ქალაქის გავლით შეგიძლია წახვიდე და რომლის გავლით წამოხვიდე.
ტუბა-აბრატნზე რო იაფად გამოდიხარ, როგორც თურქიშის და სხვა spoke–hub ავიაკომპანიების შემთხვევაში, აქ ასე არ ხდება. ცალცალკე ფრენებს ყიდულობ მაინც და ვთქვათ, შეგიძლია ბუდაპეშტის გავლით წახვიდე და ვილნიუსის ან ბერლინი გავლით წამოხვიდე.
ბევრი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა ევროპაში, ამიტომ გზადაგზა ქუთაისიდან პოტენციურად ჩასაფრენი ქალაქებიდან მადრიდამდე ფრენის საპოვნელად Skyscanner შეგიძლია მიახმარო ხოლმე.
მაგალითად, მილანიდან Air Europa დაფრინავს მგონი.
მართალი რო გითხრა ბევრი ძებნის დრო არ მქონია, მაგრამ ქუთაისი-ბუდაპეშტი-მადრიდი-ბუდაპეშტი-ქუთაისი გამოდის სადღაც 200 ევრომდე მგონი.
ჩაუჯექი შენთვითონ კარგად.
ჰო, კიდევ, ზემოთ რომ ვთქვი: თუ ხშირად აპირებ ვიზ ეარით ფრენას, აუცილებლად იყიდე Wizz Discount Club-ის მემბერშიფი. 30 ევროს იხდი და 1 წლის განმავლობაში შენ + 1 თანამგზავრი ისარგებლებთ ფასდაკლებებით, მინიმუმ 10 ევროა ფასდაკლება თითო ფრენაზე და ხანდახან მეტიც. ანუ მარტოც რო წახვიდე, 3 ფრენაში ამოიღებ უეჭველად.
თუ მეგობრებთან ერთად დადიხარ, 5 თუ 6-კაციანი ფასდაკლების მემბერშიფი 60 ევრო ღირს მგონი.
იმედია სულ ცოტათი მაინც დაგეხმარე.
წარმატებებს გისურვებ ფრენის და თამაშის ბილეთების პოვნაში. თუმცა თამაშის შედეგზე იმავეს ვერ გეტყოდი.
მე შენს ადგილას მაინც მიუნხენის ვარიანტს მივაწვებოდი. თან "შინ" გაგისწორდება უფრო და ბერნაბეუზე შიშით უნდა იჯდე, ვინმემ რამე არ ჩაგარტყას.