ბუენოს აირესი
ბუენოს-აირესი (ესპ. Buenos Aires, „კეთილი ჰავა“) — არგენტინის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი აგლომერაცია და პორტი, ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ლათინურ ამერიკაში. მდებარეობს რიო-დე-ლა-პლატას სამხრეთ სანაპიროზე, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე.
XIX საუკუნის შიდა კონფლიქტების შემდეგ, ბუენოს-აირესი ფედერალური შენაერთი გახდა და ბუენოს-აირესის პროვინციას გამოეყო. დროთა განმავლობაში, ქალაქის საზღვრები გაფართოვდა და მოიცვა ყოფილი ქალაქები ბელგრანო და ფლორესი (ამჟამად ქალაქის უბნებია).
არგენტინელები ქალაქს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფედერალურ დედაქალაქად, მსგავსი სახელის პროვინციისგან განსასხვავებლად. 1994 წლის კონსტიტუციით ის ავტონომიურ ქალაქად გამოცხადდა, აქედან გამომდინარეობს მისი სრული სახელი: Ciudad Autónoma de Buenos Aires.
სექციების სია  
ისტორია 
პირველი ევროპული დასახლებები
მეზღვაური ხუან დიას დე სოლისი, რომელიც დაცურავდა ესპანეთის სახელით, იყო პირველი ევროპელი რომელმაც მიაღწია რიო-დე-ლა-პლატას 1516 წელს. მისი ექსპედიცია შეწყდა, რადგან ის მოკლული იქნა ადგილობრივი ტომის ჩარუასთან შეტაკების დროს.
ბუენოს აირესი მისი დაარსებიდან ცოტა ხანში, 1538
ქალაქი ბუენოს-აირესი თავიდან დაფუძნდა როგორც Ciudad de Nuestra Señora Santa María del Buen Ayre, (თარგმანში: "ჩვენი დედოფლის წმინდა მარია სამართლიანი ქარების დედოფლის ქალაქი") 1536 წლის 2 თებერვალს, ესპანური ექსპედიციის მიერ, რომელსაც უძღვებოდა პედრო დე მენდოსა. დასახლება დაფუძნდა იქ, სადაც დღეს მდებარეობს სან-ტელმოს უბანი ბუენოს-აირესის სამხრეთით.
ადგილობრივი ტომების შეტევებმა აიძულეს ახალმოსახლეები 1541 წელს მიეტოვებინათ ქალაქი დასახლება. მეორე დასახლება (რომელმაც დღემდე მოაღწია ) შეიქმნა 1580 წელს ხუან დე-გარაის მიერ, რომელიც მოცურდა მდინარე პარანით ასუნსიონიდან. მან დაარსა ახალშენი "წმინდა სამება" და მისი პორტი გახდა "Puerto de Santa María de los Buenos Aires."








 This post has been edited by leoleo1993329 on 3 Feb 2012, 03:16   
        
იყო leoleo1993329  ეს წოდებაა და ის მხოლოდ მე მერგო. ასე რომ არ გაგიმართლათ მეგობრებო :)