ამ რამოდენიმე დღის უკან ნორვეგიაში, ოსლოში სანაპიროზე სეირნობისას შემომესმა ქართული საუბარი, სამნი იყვნენ,
შეგადაშიგ მეგრულს ურევდნენ და მეც მეგრულად მივაძახე "გომორძგუა მარგალებს" -თქო )))
ელდანაკრავივით შეჩერდნენ ))
რამე სიხარული კი არ შემიმჩნევია სახეზე, უფრო შოკში იყვნენ ))
ჯერ აქ ქართველი არ შეგხვედრიაო და თან მეგრულად რო მივესალმე დაიბნენ საწყლები )))
ეგრევე მოვწვი აზულანტები რო იყვნენ
2 აფხაზეთიდან ყოფილა, მესამემ იმერეთიდან.
საერთო ნაცნობიც კი აღმოგვაჩნდა და მერე გაიხსნენ, ფრთხილად მკითხეს, საქართველოში სად მუშაობდითო,
მივხვდი რა ეჭვებიც ქონდათ... ))) მეთქი 12 წელია გერმანიაში ვარ, ოსლოში მხოლოდ 3 დღით ვარ ტურისტადთქო, ჰოოდა მერე "ამოისუნთქეს" )))
დაიწყეს თავიანთი გაჭირვების მოყოლა (თვითონ არაფერი მიკითხია)
ძალიან ცუდ დღეში ვართო, მოპარვას აზრი არ აქვსო, ვერაფერს ვყიდითო,
რაღაც მიზერულ ფულს გვაძლევენ 2 კვირაში ერთხელ და არაფერში ეგ არ გვეყოფაო,
რამე საბუთები მოგვცა მუშაობის უფლებით
და მიწას ვხნავთ ცხვირითო (ასე თქვეს და რავი...), რომ 2 კაპიკი დავაგროვოთო.
შემეცოდა
"არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ"
"Errare humanum est, in errore perseverare stultum"
"Die Bildung kommt nicht vom Lesen, sondern vom Nachdenken über das Gelesene."