მოკლედ 2006 წელია და მე და ძმაკაცი, ლონდონში, კლუბ ფაბრიკში ვძიგძიგებთ, გახდა დილის 6 საათი და იმხელა რიგია ქურთუკების ასაღებად, სახე მომეღრიჯა, ვხვდები საათნახევარს დავკარგავ.. უცებ დაცვა მოდის რკინის ჯებირებთან და გვეკითხება:
-guys, are you from Italy?
- no, we are from Georgia, do you know it? - მივუგეთ და ჰოი საოცრებავ, ეს ჯაბირი გაწია და ხელით გვანიშნა ადით ქურთუკები ურიგოთ აიღეთო

ავედით, ავიღეთ ქურთუკები და ძმაკაცს ვეუბნები, წამო ეხლა უეჭველი ქართველი იქნებოდა ეგ მეთქი, ჩავბრუნდით და ქართველი ხარ? ვეუბნები ქართულად, გაეღიმა კიო, ლადო მქვიაო, სეხნია აღმოჩნდა

პარადი მიყავდა დაცვაში, მსოფლიოს უძლიერეს ღამის კლუბში. თან შესვლისას ვუთხარი ძმააცს ქართველი იქნება მეთქი, მაგრა მივამგვანე და გამიხარდა მაგრად ბოლოს რო მართლა ქართველი აღმოჩნდა.
რაღაც დროის მერე კიდე შემხვდა შესასვლელში, ამაწევია ხელები გასაშმონად და ვაჯახე ეგრევე, რაიყო ლადო, ქართველებს ვეღარ ცნობ მეთქი?

ეგრევე ჩამომაწევია ხელები და შედი, შედიო )))
-----__----


------------

_-_-_-_-_-_-_-_-_-

_-_-_-_-_-

_-_
ავტობუსშიც შემხვდა ერთხელ ქართველი ლონდონში და მობილური და ოქროს ცეპი გამომატანა თბილისში. მთელი მისი საგვარეულო დამხვდა აეროპორტში