მიუნხენში მეგობართან ერთად BMW-ს მუზეუმიდან Olympiapark-ისკენ გადასასვლელ ხიდზე მივიწევთ და ვამჩნევ ბიჭები ფოტოებს იღებენ. ამ ხიდზე ძალიან ბევრი იღებს ფოტოს მუზეუმის ფონზე, მაგრამ ბიჭები გამოვარჩიე და წამის მეასედში დავასკვენი, რომ ქართველები იყვნენ, ხელები ჰქონდათ ერთმანეთის მხრებზე (ფერხულივით :დ) გადახვეული.
სანამ მივუახლოვდებით,მეგობარს ვეუბნები: ესენი 100% ქართველები არიან!
მალევე მივუახლოვდით და ერთი ეუბმება მეორეს: ასე გადამიღე ჩემიდედაშ####ი

მიივედით მაინც და მივესალმეთ, სამნი თუ ოთხნი იყვნენ, აღარც მახსოვს, 2016-ში იყო, წინა წელს, Tollwood-ის ზაფხულის ფესტივალზე. გლდანელები აღმოჩნდნენ.
გადავწყვიტეთ ფესტივალზე ერთად შევსულიყავით და რამე დაგველია. ფესტივალზე როგორც სხვა და სხვა პატარა სცენები, ასევე სხვა და სხვა პატარა ჯიხურები იყო, სადაც სუვენირებს ჰყიდიდნენ. ეს ჩემი მეგობარი გოგო იყო და ეს ახალი გაცნობილი ბიჭები რაის ბიჭები და ქართველები იქნებოდნენ, გოგოსთვის რაიმე პატივი რომ არ ეცათ და ერთი ეუბნება: დაადე ხელი რომელი სუვენირიც მოგწონს და 2 წუთში შენი იქნება.
უარის მიღებისას, ერთმა მეორეს გადასძახა: ჰა, ჩავატაროთ ჩვენებური პრიომი?
ამის მერე, ერთ-ერთ ბუნგალოში შევედით ყველანი, სადაც აქტიურ-ინდურ მუსიკას უკრავდნენ ხმამაღლა. კარგ ხასიათზე ვართ, მაგრამ იმდენი ხალხია, სცენას ვერ ვხედავთ. ამათმა გაწიეს გამოწიეს ეს აქ შეკრებილი ადამიანები და გაიჭრნენ წინ. გადის რამდენიმე წუთი და ისე მოხდა, რომ ყველამ ერთმანეთი დავკარგეთ. არ გასულა დიდი ხანიც და მესმის ხმამაღალი შეძახილი, ინდური რიტმის ფონზე (ტინკი ტინკი ტინკი ტინკი, რინკი რინკი რინკი რინკი): ოოეეეეეეეეეე ჯიმმმიიიიიიიი, ჩაიდეეეეებბ?