ხელფასები რაც აქ დაწერე რაზეა დაფუძნებული? ახალდამთავრებულ ინჟინერს წლიურ 300 000 დოლარს ვინ გადაუხდის?
უბრალოდ, არ მინდა ფორუმელები შეცდომაში შევიდნენ ამ ინფორმაციის წაკითხვისას და ცრუ იმედები მიეცეთ.
აქ წერია მცირედი ინფორმაცია ამ პროფესიაზე და ხელფასზე:
http://money.ca.msn.com/savings-debt/galle...-canada?page=11ანუ, გამოცდილი ინჟინერის ხელფასმა შეიძლება მიაღწიოს 300 000 დოლარს, თუმცა ეს გამოცდილება მრავალი წლის მუშაობის (8-9 წელი და მეტი) შემდგომ მოდის და არა ახალდამთავრებული ბაკალავრის ხარისხის ადამიანისა. დამწები ინჟინერის ხელფასები დაახლოებით 60 000 დოლარია.
ესეც მეორე ბმული:
http://www.theglobeandmail.com/globe-inves...article4505934/სადაც წერია რომ დამწყები ინჟინერის ხელფასი დაახლოებით 60 000 -ია წლიური.
რა თქმა უნდა, შეიძლება გავითვალისწინოთ ამ წლიურ ხელფასის გარდა ბონუსები და სხვა დამატებითი ფულადი დახმარება, რომელიც წლიურად შეიძლება 100 000 -მდე ავიდეს, თუმცა, ეს რომც ასე იყოს, მაინც შორია იმ ციფრებამდე რაც შენ დაწერე.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ "პეტროლ ინჯინიერ"-ის სამუშაო გრაფიკი საკმაოდ რთულია. მას შეიძლება კვირეების დაყოფა მოუწიოს ოფშორულ oil ring-ებზე და სხვა ექსტრემალურ სიტუაციებში.
ანუ, არ მინდა ვინმე ფორუმელს ეგონოს პეტროლ ინჯინიერინგი მაინც და მაინც ოფისში ჯდომას კომპიუტერის წინ ნიშნავს.
მეორე საკითხია, ამ პროფესიის მოპოვება. ეს არის წმინდა ტექნიკური სფერო, სადაც ადამიანს უნდა ქონდეს მისწრაფება და უნარი პრობლემების ამოხსნისა. ანუ, 4 წლიანი სწავლისას, მან უნდა მრავალი ტექნიკური ბარიერი გადალახოს სწავლისა და გამოცდების სახით. თუკი ადამიანი სკოლაში არ იყო დაინტერესებული ფიზიკით, მათემატიკით, ფორმულებით, ქიმიით, ამ პროფესიის დაუფლება ოცნების ტოლფასია;
ასევე მეეჭვება სტუდენტს რამდენად ექნება მუშაობის დრო, როცა სახლში ამოცანებისა და სხვა პრობლემების ამოხსნით უნდა იყოს დაკავებული თავისუფალ დრო, რომ უნვერსიტეტში რომ წავა ჩააბაროს საკურსო თუ სხვა სახის პროექტები.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ინგლისურ ენაზე სწავლა ინჟინრობის კუთხით, სპეციალურ ტერმინოლოგიის კარგად ცოდნას გულისხმობს. ანუ, ადამიანი უნდა იყოს კარგი მცოდნე ინგლისურისა რომ გაიგოს ის ამოცანები და საკითხები, რაც მოცემული იქნება უნივერსიტეტში. (საქართველოში, ქართულ ენაზე ნასწავლი ტექნიკური საგნები დიდად არა მგონია კანდიდატს გამოადგეს, რადგან ინგლისურად უამრავი სპეციფიკური ტერმინი და სახელია მათემატიკაში, ფიზიკაშიც და ქიმიაშიც)
ანუ, მარტო სწავლის ფულზე არ არის საქმე. ადამიანს რომც ქონდეს 100 000 დოლარი ხელზე,(გაცილებით მეტი ვიდრე 40 000 დოლარია) არის ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუშლის გამგზავრებას თუკი ეს ფაქტორები არ იქნება გადაწყვეტილი. (ფაქტორები რაც ზემოთ დავწერე, ენის ცოდნა, საგნებისადმი ინტერესი, კონცენტრაციის უნარი და სხვა)
მოკლედ როომ ვთქვათ, მე მაინტერესებს ერთი რამ, რის საფუძველზე აცხადებ ამ ხელფასებს? ასევე, ხეფასის პროგრესი საუცხოოა. შენ იძახი, რომ 3 წლიანი გამოცდილების ინჟინერს აქვს ნახევარი მილიონი დოლარი ხელფასი, რაც არა მგონია ასე იყოს.
არის ამის დამადასტურებელი ფაქტები? შეგიძლია ბმულები დადო რომ დავრწმუნდეთ?
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 12 Aug 2013, 20:20
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".