bohikoეს ბავშვი მართალია გარკვეულ საკითხებში..
რა არი იციი..როცა ხარ ახალგაზრდა,როცა არ გაქვს ოჯახზე საფიქრალი,როცა უბრალოდ ჩაალაგე ჩანთა და წამოხვედი აქ და უბრალოდ ცხოვრობ ხო ძაან მააგრია..შენ თავსაც მაგრად უვლი,სწავლობ და ფართ თაიმზე მუშაობ "თვეში 1500-2000$" ს თვეში გააკეთებ მასე,,და რო დაამთავრებ მერე პრეტენზია გაქვს მაგარ სამსახურზე და მაგარი ხელფასიც გაქვს....აქ ჩამოდიან ისეთები რომლებმაც "რეფუჯ" ამის გარდა ინგლისურის გარტყმაში არ არიან...მოდიან სამუშაოდ და პროფესია არ აქვთ..რო ჩალიჩობ წამოსვლაზე ცოტა მომზადებული ხო უნდა იყო...და მე ტორონტოში ხხალხი ვნახე 10-12-15 წელია აქ ცხოვრობენ და ინგლისური როგორ იციან იციი,საქართველოში 8 კლასლმა ფრიადოსანმა გაცილებით მეტი იცის...რა არი იციი, აქ რო ჩამოხვალ უნდა გქონდეს მიზანი,სიტყვაზე აქ დარჩენა და ცხოვრება,საქართველოში დაბრუნება,სწავლა და ასე შემდეგ...ხო აქ რო ჩამოდიხარ კიდე და 20 ს რო იხდი + 10 მინიმუმ 8 ჯიბესი უნდაგედოს..სამსახურში ვერ ივლი მანქანის გარეშე..ლემენტარული შეიძლება 3-6 თვე სამუშაო ფლება არ მოგცენ და იმ 600 თუ 500 $ ზე უნდ აიყო...,სახლს რო ქირაობ 2 თვისას აძლევ წინასწარ "რო ფიქრობთ ჩრდილოეთში წავალ და იქ ვიმუშავებო მაგალითად ფორტ მაკ მიურერი სადაც ნავთობს მოიპოვებენ ხო იქ სახლი 2500-3000 $ ღირს,ბენზინი ყველაზე ძვირი ღირს მიუხედავად იმისა რო ნავთობზე დადიხარ..."კაროჩე არაა ადვილი აქ ფეხის მოკიდება და იმიტო იძახის აი ბავშვი რო ლეგალურად ჯობს..

)) მაგრამ ბოჰიკო მოდი იმათიც გავიგოთ რო ლეგალურად აქ ჩამოსვლა იმაზე ძნელია ვიდრე არალეგალურად..და ელემენტარული საქართვლოში შავი მუშის მაქსიმალური ხელფასი არი 800 ლარი...და აქ ხელობა მაინც თუ იცის კაცმა 5000 $ მდე ავა...ანუ ამ მხრივ ვერ გაამტყუნებ მაგრამ იმაში ყველანაირად გეთანხმები რო ლეგალურად ჯობს რო ის ჯოჯოხეთი არ გაიარო რაც გასავლელია...
* * *
ანუ ერთ რჩევას მოგცემთ ყველას ვისაც აქ უნდა წამოსვლა და ვინც მოდის...ჩამოდით ლეგალური საბუთით .ისეთი საბუთით რომლითაც ნებისმიერ დროს უკან წასვლა შეგეძლებათ..ლენ ემიგრანტი ქვია თუ არ ვცდები მაგას და სამუშაო ვიზა...მაქედან ადვილია ყველაფერი.. რუსებს აქვთ ესეთი პაგავირკა "ტამ ხარაშო გძე ნას ნეტუ"..ამით იმის თქმა მინდა რო აქ ბიჭები არიან 13 წელია აქ ყოფილან სახლში..მშობლები დაეღუპათ და დაკრძალვაზე ვერ ჩავიდნენ იმიტო რო საბუთები არ ქონდათ და რო წასულიყვნენ უკან ვერ დაბრუნდებოდნენ...მე ჩემი ქიზიყი და ბოდბე მთელ ამერიკის კონტინენტს მირჩევნია..კი მესმის ცხოვრებაა ესეთი..ცხოვრებამ მოიტანა რო ეხლა აქ ვარ...ძაან ძნელია..ძილის წინ წვები და საათობით ფიქრობ რო ჩახვალ ვინ როგორ დაგხვდება,ელემენტარული შენი ძაღლი როგორ მიგიღებს..7 წლის ვიყავუ ჩემი ბიძაშვილი რო ჩამოვიდა სქქართველოში ამერიკიდან.9 წელი არ იყო ნამყოფი და ქვემო დობდის გადასახვევთან ტრაქტორი დგას და გააჩერებინა მამაჩემს მანქანა გადავიდა ჯერ მიწას აკოცა,მერე ხეს ჩაეხუტა და იტირა..მაშინ ვერ მივხვდი გიჟიათქო ვიფიქრე..მარა ეგრე ყოფილა..თუ გიყვარს საქარველოში ვინმე,თუ გიყვარს შენი სოფელი,შენი სახლი,შენი მეგობრები...ძნელია..აქ ყოველ დღე აი ამრთა მომაბეზრებლად სუ მიდის საქართველოზე ლაპარაკი და სულ იძახიან რო აი წავალ აი წავალ აი წავალ ყოველ წელს მოდიან მაგრამ ვერ მოდიან..მაგარი ჭაობია აქაურობა..რაც უფრო დიდხანს ხარ აქ მერე უკან ვეღარ ბრუნდები,მიჩვეული ხარ აქაურობას,მერე ვეღარ ეჩვვისქართველოს....კი მოდიხარ იმიტო რო არჩინო იქ შენი ოჯახი და შენი ახლობლები მაგრამ შენ ოჯახის წევრებს ვინც ნორმალურია იმ ფულით ნაყიდი საჭმელი არ ერგება,ელემენტარული თხოვდები,ცოლი მოგყავს და ბავშვს ვერ ზრდი ისე როგორც საჭიროა..აქ ყოველ წელს ბავშვებს სკოლაში კლასს უცვლიან რო არავის დაუძმაკაცდეს..6 კლასიდან ისეთ რაღაცეებს ასწავლიან რო რავი...ჩემ ახლობელს 4 ანგელოზი ყავს და 4 ვე გაუშვა და საქართველოში დატოვა...პაპა და ბებია ზრდიან ქართველებად... ბევრისთვის ის რაც მე დავწერე საღადაო თემაა,ბევრი გულთან მიიტანს ბევრი არც წაიკითხავს მარა ეს არი რეალობა...ახალი ქართველი რო ჩამოდისო ისევე გვიხარია როგორც გვწყინსო აქაურები იძახიან.გვიხარია რო ჩვენიანი ჩამოდის და გვწყინს ის რო კიდე ერთმა ქართველმა დატოვა საქართველო..აქ მყოფ ბევრ ქართველს ქართველობაც დაკარგული აქვს მაგრამ ისიც ჩვენია და მაინც ქართველია..ამ ყველაფერს მანდ ვერ ხვდები..მე ჩემ მაგალითს ვიტყვი რო სუ იმას გავიძახოდი აქედან ეამიყვანა და გინდ ბრატისლავაში მოვხვდეთქო...ჯერ მარტო ვერ წარმოიდგენთ შუქნიშანზე რო ჩერდები,გვერდით მანქანა რო მოგიდგება და ქართული მუსიკა რო აქვს ან გალობა ჩართული და უსმენ...ისე აბღავლდები რო ვერც წარმოიდგენ...ეს იმათი ცხოვრებაა ვისაც სიყვარული აქვს და ნოსტალგია..თორე თუ არც ერთი გაქვს და არც მეორე ისე ჩაუვლი ქართველებს რო არც შეიმჩნევ მათ.....