1. კონკურენცია ყველგანაა, მათ შორის არალეგალების სამუშაოზე
2. ლეგალსა და არალეგალს შორის ბევრი და დიდი განსხვავებებია, მათ შორის დაცულობის ხარისხი, ფსიქოლოგიური მდგრადობა, სამართლებრივი გარანტიები. ემიგრანტებს ეს ყველაფერი გამოცდილი აქვს. ერთია როცა არალეგალობას უკიდურესი აუცილებლობის გამო ირჩევ. ეს იძულებაა. მეორე კიდევ - იმიტომ ირჩევ არალეგალობას რომ უფრო იოლი გეჩვენება. იოლი ცხოვრება და მით უმეტეს შემოსავალი არ არსებობს. განსაკუთრებით ემიგრანტებისათვის, კიდევ უფრო განსაკუთრებით არალეგალი ემიგრანტებისათვის. რაც არ უნდა დავწეროთ, აზრი არ აქვს იმიტომ რომ ამას ვერ გაიგებს ადამიანი, ვისაც საკუთარი ქვეყანა დიდი ხნით არ დაუტოვებია. იმისათვის რომ ემიგრანტმა რაღაცას მიაღწიოს, იმაზე ათჯერ და ასჯერ მეტი უნდა იშრომოს, ვიდრე (ამ შემთხვევაში) კანადის მოქალაქეებს სჭირდებათ. მან ყოველ წუთს უნდა ამტკიცოს რომ სხვაზე უკეთესია, სხვაზე მეტარ სჭჲრდება კანადას და ა.შ.
3. 8 დოლარი საათში იმედისმომცემად ჟღერს, ვერაფერს იტყვი. განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში, სადაც საათობრივი ანაზღაურების პრაქტიკა არ არსებობს. და სადაც ძალიან ძნელია მუშაობის დაწყება. და სადაც უმრავლესობის ხელფასები ძალიან დაბალია. მაგრამ კანადაში, თუ გინდა ევროპაში და ამერიკაშიც დაბალი შემოსავალია. ზემოთაც დაგიწერე, სამსახურის მისაღებად კონკურენცია ძალიან დიდია. ამერიკაში ყოფნისას მე რომ უფასო ინტერნშიფზე ვაგზავნიდი აპკილაციებს (ანუ უხელფასოდ უნდა მემუშავა), დაახლოებით 20-მდე ორგანზიაციას მივმართე, აქედან სულ რამდენიმე გამომეხმაურა, უმეტესობამ ზრდილობიანი უარი მომწერა, ერთმა ისიც მითხრა ბოდიში და შენი კვალიფიკაციებით არ შეესაბამები გამოცხადებულ ვაკანსიასო

არადა ზუსტად ის იყო რასაც ბოლო წლებში საქართველოში ვაკეთებდი

უცხოელის აყვანა არ უნდოდათ და ვითომ ასე იმართლეს თავი. ეს ერთი მაგალითია, მაგრამ ათასობით შემთხვევაა როდესაც ორგანიზაციები თავს არიდებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეების სამსახურში მიღებას...
მოდი ახლა რიცხვებიით ვისაუბროთ.
ამერიკის სიტუაციას და ფასებს გეტყვი, კანადაშიც ბევრი არ იქნება განსხვავება.
პატარა ქალაქებში ფასები უფრო დაბალია, სამსახურის შოვნა უფრო ძნელი.
დიდ ქალაქებში ფასებიც და კონკურეციაც ვაკანსიებზე უფრო მაღალია.
ვაშინგტონის ფასებს გეტყვი:
]ბინა 1000$ად თუ ნახე, უნდა იფიქრო რომ ძალიან გაგიმართლა. ეს იქნება ერთი ოთახი საზიარო სამზარეულო/სველი წერტილებით სხვა ადამიანებთან. ასე თუ ისე უსაფრთხო რაიონში, სატრანსპორტო ხაზთან ახლოს.
300$-ზე მეტი გჭირდება გზაში,
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისათვის.მობილურზე - გააჩნია ოპერატორს, შენს მიერ არჩეულ მომსახურებებს. სალაპარაკო + მესიჯების პაკეტი რომ აიღო, 60$ მაინც უნდა იხადო საშუალოდ. ინტერნეტისა და სხვა რამის ჩართვა თუ გინდა, დამატებითი გადასახადებია.
ჯანმრთელობის დაზღვევა - პაკეტების ფასები განსხვავდება მაგრამ ძალიან მაღალია. ამიტომ იმ ოჯახების უმეტესობას, რომელთა წლიური შემოსავალი 50-75.000$-ია, ჯანმრთელობის დაზღვევა არ გააჩნია! არადა ჯანდაცვა ძალიან ძვირია. აქ კბილის დაპლომბვა რომ 40-50 ლარი ღირს, იქ ჩემს მეგობარს 3.400$ მოსთხოვეს!
ერთ მაგალითს გეტყვი - ამერიკის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მოცემულია სტუდენტებისა და მათი ოჯახის სადაზღვევო პაკეტების წლიური ღირებულებები. დაგიკოპირებ უცვლელად:
Student
Annual - $1,680
Spring/Summer - $1,070
Summer - $465
Spouse/Domestic Partner
Annual - $6,730
Spring/Summer - $4,275
Summer - $1,825
Each Child
Annual - $3,905
Spring/Summer - $2,785
Summer - $1,060
აჰა ლინკი და შეამოწმე თუ გინდა:
http://www.american.edu/ocl/healthcenter/A...urance-Plan.cfmსაკვებში 400-500$ თუ იმყოფინე უნდა ჩათვალო რომ გაგიმართლა
კომუნალური გადასახადები დამავიწყდა. 200$ მაინც გინდა.
მიამატე ამას სხვადასხვა წვრილმანი მნიშვნელოვანი ხარჯები, პერიოდულად ტანსაცმლისა და სხვა პირადი ნივთების ყიდვის აუცილებლობა, ათასი წვრილმანი და დაიანგარიშე რამდენი საათი უნდა იმუშაო რომ ეს ყველაფერი გადაიხადო.