ო ეგ რთული კითხვაა

ვეცდები დაახლოებით წინასწარი გათვლები ჩამოვწერო მარა ვაპირებ რო დავბრუნდები მერე რეალური ხარჯები ჩამოვწერო აქ რო სხვებსაც გამოადგეთ

ავია ბილეთები დამიჯდა 350 ევრო
საწვავის ხარჯი უკანა გზაზე გათვლილი მაქ 800 ევრო
ევროპაში უნდა დავყო 14 დღე.. აქედან ბოლო 2 დღე მომიწევს ბორანზე და საბერძნეთში ყოფნა დანრჩენილი 12 დღიდან სასტუმროში სავარაუდოდ დავღცები 10 დღე ესეც მაქსიმუმ შეიძლება რამდენიმე ღამე გზაში გადავაბა.. 2-ნი მივდივართ და შემეცვლება საჭესთან და ასე გამოძინებაც შეიძლება.. მოკელდ მაინც 10 ღამე სასტუმრო რო ავიღოთ: რაც booking.com-ზე ვნახე ნებისმიერ ქალაქში შეიძლება 40 ევროთ ნორმალურ ოთახში რამის გათევა ანუ 400 Eურო მაქვს ნაანგარიშევი სასტუმროზე.. მე პირადად თურქეთში მეგობრები მყავს და მათთან ჩავდივარ შემდეგ ამიტომ თურქეთის ხარჯად მხოლოდ საწვავს ვთვლი..
ნუ ჭამას რაც შეეხება ვფიქრობ რომ ფასთ-ფუდი და მარკეტებში ნაყიდი რაღაც რაღაცეებით მომიწევს თავის გატანა.. : ) აქაც ეგრე ვცხოვრობ უკვე წლებია და არც იქ გამიჭირდება.. ამიტომ მაქს დღეში 30 ევრო ჭამაზე ნუ გრუბად 400 ევროს ვთვლი მაგაზეც.. ხო ნავიგაცია მაქვს და აქედან მიმაქ ამიტომ იქ ყიდვა არ მომიწევს..
ნუ ამ ყველაფერს უნდა დაუმატო ავტო ბანზებზე გატარების ხარჯები თურქეთის საზღვარზე ხარჯები.. ტრანზიტული ნომრების ხარჯები.. რამე რუმეები რო მეგეწონოს და იყიდო.. პლუს ვაპირებ რამდენიმე მუზეუმში შესვლას კონკრეტულ ქალაქებში.. და ბორანი ვენეცია-იგუმენიცა რომლის ფასიც ზუსტად ვერ გავიგე.. მარა მეუბნებიან რომ ძვირია და სადღაც 200 ევრო შეიძლება იყოსო.. ჯამში ამ ყველაფერზე პლუს 500
მოკლედ მე ჩემი გათვლებით 2500 Eურო არის ის გრუბად დათვლი თანხა რაც უნდა მეყოს იქ 2 კვირა.. ნუ ამას პლუს კიდევ მანქანა რაც ჯერ არ გადამიწყვეტია რომელი ვიყიდო

რაღაცეები ნამეტანი ზედმეტობით მაქ დაანგარიშებული თავის დაზღვევის მიზნით