სხვათა შორის მეც ვუდარებ ხოლმე ზუგდიდს და მიუნხენს.
"თბილისი vs ლონდონის" არ იყოს, იხევს ზუგდიდი მიუნხენს.
რა ჯობია, ზუგდიდის ბაზარში,
ჟარგონული მეგრულით რო დაებაზრები გამყიდველს,
მოშნად დააკლებინებ ფასს.
ქენი აბა იგივე ბავარიული დიალექტით მიუნხენის სუპერმარკეტებში?
ან რესტორნები ავიღოთ.
ზუგდიდში შეგიძლია ნებისმიერ რესტორანში, შენი ღვინო მიიტანო
"ბაჩონკით", იხდი მხოლოდ ჭამაში.
აქაც ვიხევთ მიუნხენს.
უსაფრთხოება? აშკარაა უპირატესობა. ნებისმიერ მანქანას
თავის პატრონიან-ნათესავიანად იცნობს პატრული,
არ დაესიზმრება ასეთი კონტროლი მიუნხენის ნაქებ პოლიცაის.
კაი, ჰო, ფეხბურთში გვჯობია "ბაიერნი"...
რა ვქნათ, ქეცბაიასი არ იყოს, ასე უცებ "ვერ დავბადავთ მესებს"
This post has been edited by turist on 28 Apr 2012, 05:14
"არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ"
"Errare humanum est, in errore perseverare stultum"
"Die Bildung kommt nicht vom Lesen, sondern vom Nachdenken über das Gelesene."