ვიყავი უკრაინაში 15-ი ანვრიოდან 22-იანვრამდე (ვიზეირი) ავიაბილეთი დამიჯდა დაახლ. 40 ეურო (უკრაინაში გადავახდევინე შესაბამისი თანხა გრივნაში).გერმანიიდან, დორტმუნდიდან ჩავფრინდი ლვოვში, მერე ავტობუსით 150 კმ. დანიშნულების ადგილამდე.
რა გითხრათ, გერმანიის მერე (12 წელია აქ ვცხოვორბ) უკრაინა ძალიან ფარჩაკ ქვეყნად მომეჩვენა, კორუფცია ყველგან, ჩასაფრებული გაიშნიკები, გზებს არავინ ასუფთავებს თოვლისაგან, წყალი ღამის 12 საათზე ითიშება დილის 8-მდე, "ზებრაზე" არავინ გითმობს, მიფუჩეჩებული ინფრასტრუქტურა (საშინელი საავტომობილო გზები, 150 კმ. თითქმის 3 საათი მოუნდა ბუსი!) მე ქ. ლუცკში ვიყავი, ერთი ორი თანამედროვე სუპერმარკეტია, დანარჩენი კბილებ ჩამოცვენილი საბჭოთა შენობები, "ხრუშოვკები", 9 სართულიანები., ბავშვის ეტლით ჩეუძლებელია გაიარო!

მაგრამ, ხალხი მომეწონა! რუსებივით იმპერიალისტები არ არიან, რო გაიგებდნენ ქართველი ვიყავი თვალები უნათდებოდათ

(რუსულად თითქმის უაქცენტოთ ვლაპარაკობ და ვერ წვავდენ ვინ ვიყავი

) სტუმართმოყვარეობაც კარგი აქვთ. თავაზიანებიც არიან ქუჩაში, ზოგი უხეში გამყიდველიც შემხვდა, ლვოვში რუსულად ელაპარაკები უკრაინულად გპასუხობენ

მე წინასწარ ვუხდიდი ბოდიშს, მეთქი უკრაინული არ ვიცი და რუსულად დაგელაპარაკები თქვა, ეგრევე ბაზარი არააო ძმა

ქართული პროდუქტებიც ბლომადაა მაღაზიებში, ქართული ღვინო (იმენნო, საქართველოში არ მინახავს მაგდენი) მანდარინი, ბორჯომი, სუხიშვილები ყოფილან კიდე გასულ წელს და კიბეებზეც ადგილი არ იყოო დასაჯდომი!წელსაც ელოდებიან მოუთმენლად, ეს რა ვნახეთო ჰაერში იყვნენ სასტავი ქვემოთ არ ჩამოსულანო!
ხო და კიდე ყველაზე მთავარი, მანდილოსნები ჩოქ საღოლ!

უი, უი, მთავარი დამავიწყდა, უკან ლვოვიდან, ვერ გამოვფრინდით, ისეთი ყინვა და ქარბუქი იყო აეროპორტმა არ მიიღო თვითმფრინავები და კიევში გაუშვეს, გვალოდინეს 4 საათი და ბოლოს გვითხრეს, ან ერთ კვირაში იქნება შემდეგი რეისიო ან კიევიდან იქნება ხვალ რეისიო, არადა კიევამდე 600 კმ-ია! 40 ეუროდ ვიყიდე ჩქაროსნული მატარებლის ბილეთი მეორე დილას რო მიმესწრო თვითმფრინავისთვის (კიევი-დორტმუნდი), იქ მერე ტაქსი-შმაქსი და რავი კიდე, ფული დავხარჯე ბლომად, არაფერი არ ამინაზღაურა ვიზაირმა

მაგათი ფარჩაკი დედაც! ბანძი ავიაკომპანიაა მაგარი!
დამახიეს ჯიბე და ფული წამღლიტეს, გაჩერდი თორემ გესვრიო, ნუახური ხომ არავარ მეთქი მეორედ მოხვიდე ამ ქვეყანაზე თქო და გადავიხადე, მარა მე ვარ დებილი, ამ პარტახ ავიაკომპანიას რო გადავეკიდე!

ესაა ჩემი კომენტარი
ქართული ღვინო

ლვოვი
This post has been edited by I-K-A on 11 Feb 2013, 16:28
Im Kampf handelst Du ohne Leidenschaft und Hass. Du achtest Deine besiegten Feinde. Unter keinen Umständen gibst Du Deine Gefallenen, Verwundeten oder Waffen auf.
(Fremdenlegion, Ehrencodex, Artikel 7)
ჭუკის რხვილს ვეკლართინედუა დო ხოლო კუდელს ტუტლა ეკაბუდუა