Black Opsგუშინ ჩამოვედი ოდესიდან ცხელ ცხელი ამბებით.
- ზოგადად არის ძალიან დაბალი ფასები, განსაკუთრებით სასმელზე
- ძალიან მეგობრული ხალხი
- ბინაში და სასტუმროში არ გადაიხადოთ უაზროდ ბევრი ფული, ჯობია ეს ფული კლუბში გასართობად დახარჯოთ
- იქაურობა სავსე ძალიან ლამაზი გოგოებით და 2 იმდენი ძალიან ულამაზო აზიელი ფულიანი კაცებით
- თუ პირდაპირ ოდესაში ვერ მიფრინავთ და კიევიდან ტრანპორტით უნდა ჩახვიდეთ მაშინ აუცილებლად აირჩიეთ
http://gnslines.ua/en - ძალიან კომფორტული ტრანსპორტია

და ძალიან იაფი სხვებთან შედარებით
- ქალაქში გადასაადგილებლად თუ ტაქსის დაგჭირდათ ჯობია გამოიძახოთ ნომრით ან მობილური აპლიკაციით Uklon (
https://play.google.com/store/apps/details?...uklontaxi&hl=en ) იგივეა აიფონებისთვისაც, ქუჩაში გაჩერებული ტაქსი სამმაგს გამოგართმევს, მაგალითისთვის ატრადა - არკადია აპლიკაციით ჯდება 50 UAH ანუ 5 ლარი და ქუჩაში ტაქსი გეტყვით 150 ან მეტს
მოკლედ 3 ძირითადი ადგილია სულ: არკადია, ატრადა ბიჩი, და ცენტრი
1. არკადია - ვისაც ზღვა არ მოგწონთ მარა გიზიდავთ აქტიური ცხოვრება, ცეკვა გოგოები და ასე შემდეგ!
ესაა ყველაზე აქტიური ტურისტული ნაწილი მთელ ოდესაში, ახლომახლო არარის პლიაჟი მარა არის ბევრი ღამის კლუბი რომლებშიც დღე შესვლა და აუზზე ყოფნაა შესაძლებელი, ეს კლუბებია: Ibiza, Bono, Itaka. ამათგან ყველაზე აქტიური იბიზაა, აქ დღე შესვლა 300 უკრაინული UAH ღირს ანუ 30 ლარზე ცოტა ნაკლები. დღე სასიამოვნო მუსიკაა და ღამით ჩვეულებრივი უზარმაზარი კლუბია შაბთ კვირას დიდი ივენთებიც აქვთ, სასმელი ჩვენთან შედარებით ორჯერ იაფია.
დღისით და ღამითაც კლუბში თავს იყრის ოდესის ყველაზე მაგარი გოგოები მაგრამ ცუდი ისაა რომ სწორედ ამ გოგოების გამო მათზე 2 ჯერ მეტი თურქი და არაბი ტურისტია არკადიაში რომლებიც ამ გოგოებზე ნადირობენ.
ჯიგრული რჩევა, გოგოებს ძალიან მოსწონთ სასმელზე დაპატიჟება და ზოგადად ძვირიანი სასმელები და საჭმელიც : D ამიტომ იბიზაში დღეც და ღამეც ჯობია წინასწარ დაჯავშნოთ მაგიდა რამდენიმე სასმელით და ასე შემდეგ ჩათავალეთ რომ 1 საათში მაგიდას გოგოებით გაავსებთ
ამის გარეშე ყველაფერი წარმავალია, ბოლოს მაინც თურქთან გაგექცევათ
შედარებით ცუდი სიტუაციაა იტაკა და, ბონოში შესვლაც ოდნავ იაფი ღირს ამიტო დიდად არ გირჩევთ.
2. ატრადა ბიჩი - ვისაც პლიაჟი და ზღვა იზიდავს
პირველი ისაა რომ საშინლად ცუდი წყალია! შიგნით უამრავი წყალმცენარე დაცურავს და წყლიდან ამოსვლისას სულმთლად მწვანე იქნებით

არის საკმაოდ დიდი პლიაჟი, კერძო ზონებით სადაც შეზლონგის ან "საწოლის" ქირაობა შეგიძლიათ ესეც ბათუმთან შედარებით საკმაოდ იაფი ღირს. ატრადას გარშემო არტყავს პატარა ბულვარი რომელიც საშინლად მოუვლელია, იქვეა რამდენიმე პატარა ბარი და კლუბი მარა დიდი ვერაფერი. არის სტანდარტულად ბანძი გასასეირენებლი სკუტერები ბანანები და ათასი სირობები როგორც ბათუმში.
მოკლედ ახალგაზრდა ადამიანს აქ წასვლას არ ვურჩევ!
3. ცენტრი - ეს უბრალოდ ქალაქი რო დაათვალიეროთ და კარგი უკრაინული რესტორანს ესტუმროთ
აქაა პატარა რუსთაველი, ლესელიძე, შარდენის მსგავსი ქუჩები, პატარა ლამაზი ბარებით, რესტორნებით და მოვლილი სკვერებით, მხოლოდ 1-2 საათით ღირს გავლა.
დეტალური რჩევებისთვის https://www.facebook.com/royalterms
This post has been edited by Roy! on 27 Jul 2016, 18:12