საყვარელო მეგობრებო, დასრულდა ჩემი პატარა ზღაპარი და მეც დავბრუნდი.
თქვენი რჩევების წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ისე თავდაჯერებულად ვახერხებდი გადაადგილებას და ორიენტაციას, ჩემი ქმარი ამბობდა - გონება ერთი წამით არ დამიძაბია ფიქრით, პატარა ბავშვივით დავყვებოდი სადაც მივყავდიო

რუკა ჯიბეში მედო, ერთხელ გავშალე ნაპოლეონიოვით, მერე დავკეცე და დავივიწყე :დ
პროგრამა მაქსიმუმი შევასრულეთ. მთელი კვირა იყო ღრუბლიანი 2 დღე ცოტა იწვიმა, იქ ვიყიდე ხელთათმანები ქუდი და შარფი .მთელი დღე გარეთ რომ დავდიოდი გალურჯებამდე ვიყინებოდი. ყველა ასე გამოფუთული არ დადიოდა .
დღე პირველი ჩავედით სადღაც 13:00 ზე, და მეტრო-ტრამვაის წყალობით მივედით ჩვენს სასტუმროში. რაც შეეხება მეტრო-ტრამვაის, ისტანბულკარტის შევსებას ნუ ეცდებით მონეტებით და ხუთლირიანი ბანკნოტით, პირდაპირ 10 ან 20 ლირა ჩაუშვით, მაინც გამოგადგებათ

უადვილესია სტამბულში მოძრაობა, ძირითად ქუჩებზე მაინც ,მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავით, რომც გვდომოდა ვერ ვიკარგებოდით
მივედით სასტუმროში, აქ მირჩიეს სხვათაშორის ეგ სასტუმრო. შეგვიშვეს ნომერში რომელმაც ცოტა გული დამწყვიტა... ხედი იყო რაღაც მშენებარე თუ დანგრევის პირას მყოფ შენობაზე. ერთმანეთზე მიდგმულ ორი საწოლი, სევდა სახეზე შეგვეტყო მგონი . ცოტა ხანში დარეკა ადმინისტრატორმა (ისე რომ არაფერი გვითქვამს) და შემოგვთავაზა უკეთესი ნომერი. ის მართლა ძალიან კარგი იყო

ფანჯრიდან ბოსფორის ხედი , უფრო კოპწია ოთახი, გადიოდი ტერასაზე მშვენიერი ხედებით

სასტუმრო ძალიან მოგვეწონა ,იმდენად, რომ მერე მადლობის წერილიც კი მივწერეთ

ხო კიდევ ერთი გასათვალისწინებელი რამ. სტამბული სულ აღმართები და დაღმართებია, ამიტომ კიდევ ერთხელ გამახარა ჩემმა არჩევანმა. საღამოს დაქანცული რომ ბრუნდები სასტუმროში არ იქნება სასიამოვნო მთაზე აბობღება, ეს გასათვალისწინებელია.
მოკლეთ კმაყოფილებმა ბარგი დავაწყვეთ და გავედით "მეზობლად" გულჰანეს პარკში, ჯერ ახლა რგავენ ტიტებს მაგრამ ბაღი მაინც უმშვენიერესია. გულჰანედან გავედით კენედის ქუჩაზე, წყლის პირას მინდოდა მისვლა მაგრამ როგორ ციოდააააა სასწრაფოდ გადავიღეთ სურათები და გამოვიქეცით. მერე ავბოდიალდით სულ ზევით სადღაც კვარტლებში, მაგრამ სულ საბითუმო მაღაზიები იყო და ჩვენთვის ეგ არასაინტერესო იყო. მერე დავაგემოვნეთ ადგილობრივი გემრიელობები და წავედით ცისფერი მეჩეთისკენ, შთამბეჭდავია მეჩეთთან სალეპით გავთბით და ემინენუსკენ გავეშურეთ, გადავედით გალათას ხიდზე, მეორე მხარეს (არატურისტებისთვის) მზადდება ბალიკ ეკმეკი ზეგემრიელი თევზბურგერი მერე ავუყევით აღმართს და ცოტა ხანში ვუალა.. გალათას კოშკი, ავბრძანდით გადავიღეთ სურათები, დავტკბით ხედებით და სიარულს გადაჩვეულები ძლივს ავხოხდით ჩვენს ნომერში

დღე მეორე ტოპკაპით დავიწყეთ, მოკრძალებული რიგი ისე სწრაფად მოძრაობდა ვერც შევამჩნიეთ, და დაიწყო 4 საათიანი მოგზაურობა ისტორიაში.. ამდენმა ბრწყინვალებამ და ძვირფასეულობამ ცუდად გამხადა, აღარ მსიამოვნებდ ამის ყურება, რატომ არ ვიცი. ძალიან საინტერესო იყო უძველესი ჩასაცმელები... და მათი ზომები!უმშვენიერესი პარკი და ხედები ბოსფორზე.

რას ერჩი კარგად ცხოვრობდნენ სულთნები
ჩასაცმელს რაც შეეხება ხშირად შეგხვდებათ სულთნის ტანსაცმელში სასაცილოდ გამოწყობილი ტურისტები რომლებიც ბედნიერი ღიმილით იღებენ სურათებს, ჩვენც გაგვართო ამ ამბავმა 2 ჯერ მივეცით თავს უფლება რომ მახეში გავებით
ტოპკაპის შემდეგ აია სოფია... გული დამწყდა ეს ხარაჩოები რომ დავინახე, რაღაც დანაკლისის შეგრძნებას ტოვებს ... ისე კი საოცრებაა მართლა... გვერდით ასასვლელი უსაშველოდ გაიწელა ჩემი ნატკენი ფეხისთვის ყოველი ახალი მოსახვევი რომ მხვდებოდა ისტერიული სიცილი მივარდებოდა მაგრამ მეორე სართულიდან რომ ვუყურებდით ამ მშვენიერებას ალბათ ერთი საათი არ ჩამოვსულვართ ქვემოთ
დღე მესამე მინიატურკი კარგი პარკია... ბევრი ვიბოდიალეთ ვისმინეთ ისტორიები. მერე ვუყურეთ 5 დ ფილმს კარგად დავიღალე
მერე კიდევ ბოდიალი ბოდიალი და ბოდიალი... ამ ბოდიალ ბოდიალში ტკბილეულობის მაღაზიებმა დამატყვევა და დამიმონა
კიდევ მომეწონა აირანი, ზოგადად არ ვარ რძის პროდუქტების თაყვანისმცემელი, იქ რამ გადამრია არც ვიცი ვსვავდი აირანს დაუსრულებბლად
დღე მეოთხე აკვარიუმი ^_^ ძალიან კარგი იყო მაგრამ ცოტა ყველაზე თბილი მოგონება, ვიჯექი სკამზე სულ მარტო უზარმაზარი ოვალური აკვარიუმის წინ, სანამ ჩემი ქმარი წყალს ყიდულობდა. არავინ არ იყო... ბედნიერება.... მერე როდესაც ჩემი ნირვანიდან გამოვედი და აკვარიუმის ყველა კუთხე კუნჭული შესწავლილი იყო, ბილეთში ამოვიკითხე shark diving და პატარა ბავშვივით მინდა მინდა მინდა მინდა დაიწყო. :დ პერსონალიდან ინგლისური არ იცოდა არავინ! ერთადერთი shark diving რომ ვახსენე მთელი გუნდი მოვარდა :დ როგორც იქნა მითხრეს რა ღირდა.. 2500 ლირა 1 კაცი მერე ვხუმრობდი, როცა შემხედეს მიხვდნენ რომ იმ ზვიგენს ცალ კბილად არ ვეყოფოდი ერთი 2000 ლირის საკვებს მაჭმევდნენ და ისე შემშვებდნენ თქო :დ გული დამწყდა ცოტა, არ იყო ზვიგენები ბიუჯეტში გათვლილი :დ
ისტანბულ ფორუმში ვერაფერი ვნახეთ. ჩემმა ფეხმა უარი განაცხადა სიარულზე! ერთ-ორ მაღაზიაში შევიბოდიალეთ, მე ვეღარაფერს ვამჩნევდი უკვე, აზრი არ ქონდა და დავბრუნდით, საძაგლად ციოდა, მეტროში ფეხმა ცოტა დაისვენა და კიდევ ვისეირნეთ მერე სიცივემ სასტუმროში შეგვაგდო
დღე მეხუთე დოლმაბახჩე! მშვენიერი საინტერესო ადგილი. ტოპკაპისგან განსხვავებით no photo ფორმალობა იყო ძალიან აშკარად არ ვიღებდით, მაგრამ ფოტო მოგონებები მაინც დავიტოვეთ
შთამბეჭდავი იყო მთავარი დარბაზი... კარიბჭე... ხედები...
შთაბეჭდილებებმა,ფეხმა, სიცხემ და ცივმა ამინდმა ბოლო მომიღო... და ჩემთვის ეს დღე აღარაფერი საინტერესოთი არ გაგრძელებულა ნომერში იარებს ვიშუშებდი. ჩემმა ქმარმა კი მოიარა ეგვიპტური ბაზარი, გაისეირნა ემინენუზე .. ეჰჰ
დღე მეექვსე.. ცისტერნა ბაზილიკა... ისევ სულთნის ფორმაში ვპოზიორობთ, სურვილს ვუთქვამთ მტირალა სვეტს, მე მედუზას თავებს ყველა რაკურსით ვუღებ ფოტოებს :დ თევზებს ვუყურებთ.. ვგიჟდებით და ვოცდებით ეს სვეტები აქ როგორ დადგეს..
მერე ფენერი მშვენიერი ფერადი უბანი.. ვნახეთ წმინდა სტეფანეს ბულგარული ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქო ... მერე წავედით საყიდლებზე ლალელიში რადგან ახლოს იყო... ეს შეცდომა იყო.. სისულელეა მანდ ბოდიალი, სულ საბითუმო მაღაზიები იყო... არასაბითუმოც შეგვხვდა მაგრამ რაც მე მომეწონა ყველაფერი საბითუმო იყო :დ მოკლეთ უაზროდ დავკარგეთ დრო. საღამოს გავეშურეთ ისევ კაბატაშისკენ , მერე ფუნიკულიორით ტაქსიმზე და ისტიკლალი ,რა ლალელი რის ლალელი, მშვენიერი ფასდაკლებები იყო ისტიკლალზეც გავსინჯეთ მიდიები, ძალიან გვაინტერესებდა, მოგვეწონა მაგრამ ისეთი მსუყე იყო თითო შევჭამეთ მეტი ვერ გავქაჩეთ და ფრეში. სტამბულში რომ ჩავედი ვიტამინის ნასახი არ მებადა ორგანიზმში და ვიტამინებით გამდიდრებული დავბრუნდი :დ
სასტუმროში რომ მივედით ჩვენი ჭკუით წინასწარ გავაფრთხილეთ რესეფშენში შატლი გვჭირდება აეროპორტში თქო. 2 დღის მერე... და შოკი!!! რა ორი დღის მერე ხვალ გაქვთ ჩექ აუთიო... ისე ბედნიერად ვგრძნობდით თავს რომ არც ვიცოდით რა დღე იყო , რა რიცხვი, არც საათი არ ვიცოდით არასდროს არ დავინტერესებულვართ )))) ისე დაგვწყდა გული ხმას ვერ ვიღებდით
დღე მეშვიდე და ბოლო დილით ორი კურცხალი გადმომცვივდა ჩუმად, ბოსფორს რომ გავხედე... გული იმაზე დამწყდა რომ ჩემი ფეხის გამო ბევრი ვერ ვნახე.. და ცუდი ამინდის გამოც.. კუნძლებზე რომ ვერ წავედით...
დილიდან გავცვივდით გრანდ ბაზარში... მართლაც მუზეუმია... დავათვალიერეთ მოგვეწონა, მერე გავეშურეთ ეგვიპტურ ბაზარში , იქ ყავა ჩაი და სუნელები უნდა გვეყიდა, ამ ეგვიპტური ბაზრიდან რაღაც გაურკვეველ ბაზარში მოვხვდით, ბევრი ბიჟუტერია იყიდებოდა, ვისეირნეთ იქაც ვიყიდეთ რაღაც, მერე ლაპარაკ- ლაპარაკში აღარც ვაკვირდებოდით სად მივდიოდით საინტერესოც არაფერი იყო ვყბედობდით და დავდიოდით, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგე როგორ აღმოვჩნდით ეგვიპტური ბაზრიდან გრანდ ბაზარში! მივადექით გრანდ ბაზრის არაცენტრალურ შესასვლელს, ეწერა ბედნიერად - გრანდ ბაზარ. რამ გვატარა ამდენი ვერასოდეს გავიგებ
ამის მერე ფეხით სეირნობაზე ხელი ავიღეთ ტრამვაიში ავედით და ისევ ემინენუსკენ გავეშურეთ. ბოსფორზე რომ არ გამესეირნა არ შეიძლებოდა. გადაგვეკიდა ვიღაცა კაცი, რადგან ვგეგმავდით გასეირნებას დავნებდით, ფული გადაგვახდევინა, და ჩაგვსვა მარშუტკაში, ეჭვი მღრღნიდა რაღაც ისე ვერ არის თქო, ხალხს გადავხედე ნორმალური ხალხი იჯდა, ერთი წყვილი ბავშვით იყო. ფულის დამბრუნებელს არ გავდა ის კაცი, დავრჩით მარშუტკაში.. წაგვიყვანა თავის ნავთან... მატორიანი წყლის ველოსიპედი შევარქვი, გვერძე სხვა ნავი რომ ჩაგვივლიდა თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობას იჭერდა:დ ასე იყო თუ ისე, მაინც მოგვეწონა, გმირულად გავუძელით სიცივეს და ზემოთ ვიჯექით ჩაბღაუჭებულები:დ აქეთ იქით რომ დავგორავდით ყველა ერთად და მხიარულად ვიცინოდით, თან ასე უფრი ვთბებოდით, საერთო ჯამში კარგი იყო. აზიის მხარე მხოლოდ ბოსფორიდან ვნახე, აუცილებლად მინდა ახლოდან ვნახო. ჩავუარეთ maidens tower ს ლამაზია. წყალმა და სიცივემ შეგვახსენა რომ საუზმის მერე არაფერი გვიჭამია, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ მაღაზიაში სუნელების ყიდვისას დალეულ გემრიელ ჩაის და რაჰათ ლუკუმის ნაჭერს <3 და სად წავედით საჭმელად. არც მეტი არც ნაკლები ორტაკოიში . ჯერ ტრამვაით კაბატაშამდე, მერე ავტობუსით, ბოსფორის ხიდის ქვეშ ჩამოვედით, მერე ცოტა უკან დავბრუნდით და ჰოი ბედნიერებავ კუმპირის დახლები გვეძახდნენ ორ დამშეულ ტურისტს. გემრიელია, მაგრამ მერე ვაფლი და ნაყინი რომ დავინახე, კინაღამ გული გამისკდა..მე ამდენს ვერ შევძლებდი გამოვვარდით ისევ უკან, საცობებმა შემაშინა ძალიან. 9 ზე ჩვენი შატლი იყო დაბარებული, მაგრამ მოვასწარით, სტამბულში დიდი რიგები და დიდი საცობებიც ძალიან სწრაფად სრულდებოდა, ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში.
შემდეგ ჩვენ საყვარელ სულტანაჰმეტზე დავბრუნდით...შევედით ერთ კაფეში დავლიეთ გამოსამშვიდობებელი თურქული ყავა და სასტუმროში ჩვენ და შატლი ერთდროულად გამოვცხადდით.
ყოველთვის მოგვენატრება, ძალიან მინდა კიდევ ჩავიდე ძალიან ძალიან ძალიან!
* * *
აუჰჰ, ეს რა ამბავი მომსვლია, ამას არავი წაიკითხავს, მომიტევეთ

ემოციებმა გადამძალა

ხო აქ მგონი პანორამას მუზეუმის ხსენება გამომრჩა... აქ ამბობდა ვიღაც სტამბული კი არა კონსტანტინოპოლიაო! მართლაც ასეა კონსტანტინოპოლია!