ახლახან ჩამოვედი სტამბოლური "ინდტურისტული ვოიაჟიდან" და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს; შოპინგის მოყვარულები, ნუ შეწუხდებით ამ პოსტის წაკითხვით

.
ე.ი. :
წავედით ბათუმიდან "დოღუ კარადენიზის" ავტობუსით 65 ლარად, რომელიც ითვალისწინებდა უფასო მიყვანას მოთხოვნილების ადგილზე, სწორედ ამ ოფციამ მოგვხიბლა ფირმის არჩევისას; ბათუმიდან ფაზარამდე მიგვიყვანა ბათუმის ოფისის ავტობუსმა. ძირითადი გზა გავიარეთ კომფორტულ და თავაზიან ატმოსფეროში, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა ტყუილი ჩვენი მიყვანა დანიშნულების ადგილამდე, სულტანახმედში - ენის უცოდინარობის გამო( მივარდნილ ოფისში, სადაც მიგვატოვა ავტობუსმა, ინგლისური და რუსული არავინ იცოდა) ვერ მივხვდით, ან მაგათი რამაზანის გამო, ან სიშორის გამო სულტანახმედს საერთოდ არ ემსახურებოდნენ. მოკლედ, ავტობუსში რომ აეხსნათ, რომ ასე მოხდებოდა, ბოლომდე გავყვებოდით აქსარაის სადგურამდე და იქიდან უფრო იაფად და ადვილად მოვხვდებოდით ჩვენს სასტუმროში. აქსარაის ოტოგარი, სადაც ჩადის საქართველოდან წასული ავტობუსები, მეტროს სადგურიდან 500 მეტრში იქნება, აღმართია ასავლელი, გარშემო სულ ქართველები არიან. ისტამბულ კარტა ვიყიდეთ 8 ლირად(ერთი ცალი ორისთვის

), 1 მგზავრობა ღირს 1,75 ლ. ამის შეძენა და თანხის ჩატვირთვა შეიძლება გაზეთის კიოსკშიც. მეტროს ვეძებდით მიწისქვეშა ჩასასვლელში, აღმოჩნდა მიწისზედა, ტრამვაის ტიპის(ყოველ შემთხვევაში აქსარაის, ლალელის, სულტანახმეტში ასეა) ტაქსიმში, როგორც მივხვდით, ერთ ადგილას მეტროს ფუნიკულორის სახე აქვს; და როგორც გვითხრეს, ხაზიდან ხაზზე გადაჯდომისას თავიდან იხდი(?!)
აქვე ვიტყვი ავტობუსით უკან მგზავრობის შესახებ; ძალიან ხელი შეგვიშალა მუსულმანთა დღესასწაულის დამთხვევამ - ავტობუსებში ადგილები არ აღმოჩნდა!! (ადრეც მიმგზავრია ავტობუსით თურქეთში - ხოფა-ტრაბზონი-კუშადასი; კუშადასი-დენიზლი-ტრაბზონი-ხოფა თრიფი ისე ჩავატარეთ, 2 საათით ადრე ვიღებდით ბილეთს უპრობლემოდ). მეორე პრობლემა ის გახლდათ, რომ არავის უნდოდა ბილეთი ბათუმამდე გაეყიდა, მარტო თბილისამდე, ბოლომდე(აბა, 10$ ხომ არ დაკარგავდნენ?!)
"დოღუ კარადენიზის" მგზავრობა თბილისამდე 105 ლირა ღირდა, "მეტროს" -100, "ულუსოის" -90ლ. ჩვენთვის სასურველ დღეს მარტო ამ უკანასკნელს ჰქონდა თავისუფალი ადგილი და ასე მოვხვდით ქართველი მოვაჭრეებით სავსე, ქართული "მიმზიდველი" მომსახურებით გამორჩეულ გულისშემაღონებელ ავტობუსში ( კონდიცირებას მხოლოდ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ რთავდნენ). ზუსტად ვერ გავერკვიე რამდენს, მაგრამ მრავალჩანთოსან მგზავრებს ბარგის გადასახადს ახდევინებდნენ, რაც მათ გააფთრებულ პროტესტს იწვევდა.
ყველას გირჩევთ, თქვენი სამოგზაურო კალენდარი წინასწარ შეაჯერეთ ეროვნულ დღესასწაულებთან! მე მესამედ დავზარალდი უკვე - ადრე პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში მომიწია აღდგომის დღეების გატარება(

ყველაფერი დაკეტილია ), და ახლა რაც ჩვენ ავტობუსში გადავიტანეთ სტამბოლიდან გამოსვლისას და სამსუნში შესვლისას, მტრისას!!! თუმცა, ერთი მხრივ, საინტერესოც კი იყო საღამოს საათებში სტამბოლის ქუჩებში მოზეიმე (მოზიმზიმე

) მუსულმანების ცქერა, ყველა ერთდროულად შეექცევა ქუჩისპირა რესტორნებსა და კაფეებში, კოტრიალობს სკვერების გაზონებზე, ტკბება ფერადი შადრევნებით და.... ლამის ჩვენც გაგვამაჰმადიანეს!!! აბა სხვა რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ყოველდღე შინ და გარეთ ამდენი რადიოფიცირებული მუსულმანური ლოცვის სმენას???
მაგრამ, როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენ - ზოგს მოსწონს, ზოგს არა.

.
ჩვენ ვცხოვრობდით ქუჩუკ აია სოფიას(უბანია) ტერიტორიაზე პატარა "ბიუჯეტურ" სასტუმროში.Antique Hotel, Küçük Ayasofya Caddesi Oğul Sok. No:17,
http://www.booking.com/hotel/tr/antique.ht...ar_month=2012-8მივადექით ყოველგვარი წინასწარ დაჯავშნის გარეშე და არც შევმცდარვართ- უფრო იაფი გამოდის. ჩემი საბანკო ამონაწერის მიხედვით ორადგილიანი ნომერი 51$ დოლარი დაჯდა.
ამ უბანში გაცილებით უკეთესი სასტუმროებიც ვნახე და უარესიც(უფრო ძვირი კი ღირდა!!), აპარტ.ოტელებიც, მაგრამ ეს ყველაზე მისღები ფასი აღმოჩნდა ჩვენთვის. სასტუმროს ძალიან კარგი ადგილმდებარეობა აქვს -5 წუთის სავალია ქალაქის ციტადელამდე და მარმარილოს ზღვამდე დაღმართით და თოფქაფიმდე და ჰიპოდრომამდე აღმართზე. იქვეა მეტროს(ანუ ტრამვაის) სადგურიც. ძირითადად "რუსო ტურისტო"-ზეა ორიენტირებული(თუმცა ფრანგი მეზობლები მყავდა), დამხმარე პერსონალი უზბეკეთიდან არიან, საერთოდ, უამრავია სამუშაოდ შუააზიიდან ჩამოსული, როგორც მითხრეს, ენის ფლობის გამო იქაურები შინამოსამსახურეებად საკმაოდ ფასობენ .
უნაღდო ანგარიშსწორება თითქმის ყველგან შეიძლება, კაფეებში, საკონდიტროებში, მუზეუმებში(ბაზილიკა ცისტერნის გარდა);
წყალს ყველა ბოთლიდან სვამს, კაფეში 2ლ. ღირს, მოედანზე 1ლ., მაღაზიაში -0.5ლ, ცივი.
ნაყინის 1 ბურთულა 2,5ლ. ღირს(ყველგან), დონერი სახეობის მიხედვით-4-8ლ.(ცენტრში).
გამაგიჟებელია ტკბილეულობის მაღაზიების(KO
sKA)ვიტრინები, ფასი 1 კგ-ს 14დან -60ლირამდე.

"სტარბაქსი უკვე სტამბოლშია"

ფრაპუჩინო ზომებში: 7,5-9ლ.
გარედან თვალის შევლებით, მგონი, მაკდონალდსი ჩვენთან შედარებით იაფია.
მუზეუმის ბილეთები:
ბაზილიკა ცისტერნა 10ლ., აია სოფია და თოფქაფი- 25ლ. არქეოლოგიური მუზეუმი
* 20ლ. ბოსფორის ტური(ხანგრძლივობის შესაბამისად) 25-35E.
კარგ დასვენებას გისურვებთ!
* რა მინდა ვკითხო, ისტორია-არქეოლოგიის ფანებს - მე არქეოლოგიურ მუზეუმში თოფქაფის გალავანის შიგნით ვიყავი, ამ თემის პირველ გვერდზე, რუკაზე, მუზეუმი ტაქსიმშია; რა ხდება- სტამბოლში 2 არქეოლოგიური მუზეუმია????? არა, კი აქვთ ბევრი გამოსაფენი, მაგრამ მაინც.... კსტატი, მნიშვნელოვანი ექსპოზიციები მიუწვდომელი იყო, მუზეუმის ერთი ფრთის რეკონსტრუქციის გამო..
This post has been edited by mashikooo on 22 Aug 2012, 19:27