გამარჯობა,
ვიცი რომ ბევრნი ხართ სტამბოლში ამ ფორუმიდან და რომელიმე თქვენგანის დახმარება მჭირდება

რაც შეიძლება იაფად მინდა გავფრინდე პარიზში, და გამომდინარე იქიდან რომ თბილისიდან ფრენა ძვირია, თანაც აგვისტოს თვეში, გადავწყვიტე რომ თბილისიდან ჩავიდე სტამბოლში ავტობუსით (რაც ღირს 40$) და სტამბოლიდან გავფრინდე პარიზში (რაც ღირს 150€).
გავიგე რომ ავტობუსი თბილისიდან სტამბოლამდე ანდომებს 25 საათს, ესეეგი თუ ავტობუსი გადის დილის 9 საათზე თბილისიდან, სტამბოლში იქნება მეორე დილის 10 საათზე.
თუ ვინმეს გიმგზავრიათ, მითხარით დაწვრილებით რომელ საათზე ჩადის სტამბოლში (აგვიანებს თუ არა), და მერე იქიდან რა დამიჯდება აეროპორტამდე მისვლა?!
9 აგვისტოს დილის 9 საათზე რომ გავყვე ავტობუსს სტამბოლამდე, 10 აგვისტოს დღის 13 საათზე ფრენას მივასწრებ?!
გთხოვთ მიპასუხეთ, და თუ რაიმეს მირჩევთ დამატებით მადლობელი დაგრჩებით

პატივისცემით