დიდი ხანია სურათები არ დამიდია ფორუმზე ჰოდა, მოვიდა მაღალი ხარისხის 16 ახალი სურათი: )) ძირითადად ლონდონის, რამოდენიმე სხვა ადგილების.
ყველა სურათი ჩემი გადაღებულია და ვაქვეყნებ პირველად. თითოეულ სურათს მოყვება ჩემი პატარა კომენტარი, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს სურათზე გამოსახული საგანი/ისტორია.
პარასკევი დღე - "ნოტინგ ჰილი"-ს უბანი, party time

ლონდონის "ლესტერ სქუეარ" ცნობილია შოუებით - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ არის ეს შოუ:

ლონდონის ერთ-ერთი მეტრო სადგური. სვეტები, ძველი სტილის საათი - უხდება მეტროს:

ასე გამოიყურება მატარებელი შიგნიდან ზოგიერთ ხაზზე:

ჩემს სახლთან ახლოს არის გარეთ დამონტაჟებული ელექრონული მანქანის გასამართი სადგური. მიაყენებ მანქანას, შეუერთებ სადენს ამ ხელსაწყოს და მანქანა იტენება:

ლონდონი მიაქვს აზიურ სამზარეოლოზე აქცენტირებულ რესტორნებს. როგორც წესი, ბრიტანული საკვების რესტორანი არ არის ლონდონში. ესეც ფაქტი: ვახშამი ლიბანურ რესტორანში:

ცნობილი "წითელი ავტობუსი"-ს ახალთახალი ვერსია. ეძახიან "ბორისის ავტობუსს" (ბორის ჯონსონი - ლონდონის მერი) ეს ავტობუსი გამოირჩევა სიძვირით, მრავალი ასეული ათასი ფუნტი, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით; ატმოსფეროში ნაკლებ მავნე ნივთიერებას ტოვებს.

ბრაიტონი - ბრიტანეთის ერთ-ერთი ცნობილი საზღვაო კურორტი. სამწუხაროდ, თებერვალში მოგვიწია წასვლა, საშინელი წვიმა, სიცივე და ქარი იყო ჩვენი თანამგზავრი : ((( თუმცა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ.

ლონდონის საშობაო დეკორაციები ოქსფორდის ქუჩაზე:

ინგლისური საუზმე - ლუდთან ერთად - მშვენიერი არჩევანი გავაკეთე

ლუდის სმა უზმოზე, დილიდან : )))) "ქეიფს ვიწყებ დილიდან"

ველოდები ჩემს სასმელს ერთ-ერთ ბარში / კლუბში.; (თუ არ მეშლება, ესიყო Verve).

ეს "ვოლგა" ჩემი სახლის წინ აჩერებს ხოლმე : ))

ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი ღამის კლუბი "კაფე დე პარიზი" - მშვენიერი პუბლიკა, მშვენიერი მუსიკა, მშვენიერი : )))

ლაზერული შოუ ღამის კლუბში :

და ბოლოს, ჩემი ჰოსტელის ვახშამი " Fish and chips" ცნობილი ბრიტანული სადილი, (რომელიც მე საშინლად არ მომწონს)

ეს დიდი ბრიტანეთია, მრავალფეროვანი ქვეყანა
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 10 Jul 2013, 19:28