X Manმადლობთ ! ერთი სული მაქვს როდის გადავალ.
კი გირჩევ და საკმაო ცვლილებების შეტანა მოგიწევს შენს ცხოვრებაში თუ გინდა რომ სახლი იყიდო, ან ეგ და ან დიდ ბონუსს უნდა გამოკრა ხელი. ორივე შესაძლებელია ისე

Desperate times call for drastic measures.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ფულის მიმართ. ლამის სხვა ადამიანი ვარ მაგრამ უფრო ბედნიერი რაღაცნაერად. Peer pressure-ს თუ გაუძელი 70% უკვე სახლი გაქვს

. მე საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ ეგეთი რამეები ნაკლებად მადარდებს მაგრამ ბევრისთცის მნიშვნელოვანია ვიცი. მაგალითად ჩემი BF უფრო გაწონასწორებული და სოციალურია მე უფრო ექსცენტრული და მოულოდნელი ასე რომ ჩემგან ხალხი ყველაფერს ელის იმისგან კი ნაკლებად. შემიძლია ჰაუს პართიდან სახლში 11-ზე უპრობლემოდ დავაწვე მაგალითად და მეორე დღეს არავინ იფიქროს რომ anti-social ვარ. შენს პერსონას გააჩნია. როგორი ხასიათი გაქვს?
ვყოფილვარ შენს დღეში

ხანდახან არ გიკვირს სად მიდის ეს ფული? მეც ეგრე ვიყავი ერთი პერიოდი. მერე დავფიქრდი და მეთქი სტუდენტობისას 1K მყოფნიდა ყველაფერზე მეთქი და ახლა 5K სად ვხარჯავთქო. მე და ჩემმა პარტნიორმა აი ეს წესები შემოვიღეთ და არანორმალური თანხა დავაგროვეთ მცირე დროში. საკმაოდ რთულია ბევრი რამე მაგრამ მოტივაციაც დიდია როცა საბანკო ბალანსი ყველა თვეში იწევს და კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდები იმას რაც გინდა. აიფონი გაქვს? თუ კი აი ეს გადმოქაჩე უფასო ვერსია და ძალიან დაგეხმარება გაიგო თუ სად ხარჯავ ამ ფულს.
https://itunes.apple.com/gb/app/spending-tr...d548615579?mt=8მაგის მერე მე აი ეს წესები დამეხმარა:
0. წვრილმანებზე არასოდეს დაზოგო. წვრილმანებისაგან შედგება ცხოვრება და უბრალოდ არ ღირს დაზოგვა. £10 ნაკლები თუა დანაზოგი დაიკიდე ყოველთვის.
1. იცხოვრე სამსახურთან ახლოს. ხშირად მე-3 ან მე-4 ზონაში რომ ხარ ტრანსპორტზე ბევრი ფული გეხარჯება თუ პირველ ზონაში მგზავრობ. შორს ცხოვრება ცენტრიდან არის false economy როცა ახალგაზრდა ხარ. მარტო სამსახურის ტრანსპორტზე არ ვსაუბრობ, ხანდახან გასართობად მიდიხარ ვიკენდზე, ხანდახან ტაქსი აგყავს და ა.შ. ჩვენი გამოთვლებით ეს წელიწადში 3.5K მოგვცა სეივინგი და თან ცენტრალურად ვცხოვრობთ პირველ ზონაში. 70% სადაც გავდივართ ახლა საღამოობით დავდივართ ფეხით.
2. გაიმზადე საკუთარი ლანჩი კვირაში 4 დღე მაინც. საუკეთესო ინგრედიენტების ლანჩი სახლში მომზადებული გიჯდება 1 ან 2 ფუნტი. გარეთ რომ ყიდულობ ძალიან ძვირია და თან არ არის ყოველთვის კარგი. ამ გადაწყვეტილებით წელიწადში დაგვეზოგა 5K.
3. გართობა -
ა. კლუბები - თუ სექსუალურად გამოიყურები საუკეთესო კლუბი უფასოა.თავს მოუარე და gym-ზე ნუ დაზოგავ. კლუბში გავიცანი ივენთ ორგანაიზერი, რომელსაც ყოველთვის შევყავარ ლონდონის ტოპ კლუბებში უფასოდ. მე და ჩემი BF-იც

+ სასმელი უფასოა რა თქმა უნდა. გაიცანი ვინმე ეგეთი და სერიოზულ თანხას დაზოგავ წელიწადში. არასოდეს ვაღიარებდი თუ რამდენს ვხარჯავდით მაგრამ ჩვენი გამოთვლებით დაგვეზოგა 8K სულ მცირე.
ბ. რესტორნები - არ არის საჭირო ჰესტონ ბლუმენტალის სასადილოში სირბილი როცა სეივინგი გჭირდება. ეს უნდა ჩააგონო საკუთარ თავს. მიშელინის ვარკვლავიან რესტორანში უბრალოდ არ უნდა შეხვიდე. ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის რესტორანია ლონდონში. თვეში ერთხელ არ უნდა წახვიდე. მე კვირაში 2-ჯერ დან დავედი თვეში ერთხელ. ერთად დაგვეზოგა 5.2K დაახლოებით.
გ.კოქტეილ ბარები - ამათზე უბრალოდ უარი თქვი და გადადი ღვინის ბარებზე. ერთ ჭიქაზე ფაქტიურად გეზოგება 15 ფუნტი!!! დაფიქრდი, მართლა გინდა მარგალიტის ნაფრქვევი შამპანურში??? არ გინდა !სახლი უფრო გინდა სინამდვილეში.
დ.თეატრი, კინო, ოპერა, მიუზიკლი - ნუ იყიდი ბილეთს ხელზე. წინასწარ დაჯავშნე და ათასობით ფუნტს შეინახავ დამიჯერე. მაგალითად ახლა რაც გადის the book of mormon musical ნახევარ ფასად ვუყურე რადგანაც 3 თვით ადრე დავჯავშნე და საუკეთესო ბილეთები ვიყიდე

. დანაზოგი წელიწადში 2K.
დ. გარეთ გაიხედ გამოიხედე... ბევრი სხვა უფასო რამეა ლონდონში

. ჩვენ ველიკებით გავდივართ ხანდახან, ასევე საცურაო აუზში, house parties, პარკებში პიკნიკი მეგობრებთან ამინდი როცა კარგია და ა.შ.
4. ჭამა goes without saying that აქაც მთავარია დაგეგმვა. ტესკოში მე მარტო 500 ფუნტზე მეტს ვხარჯავდი თვეში, ჩემი BF კიდე M&S -ში იგივეს. ახლა M&S ძალიან იშვითად ვყიდულობ და მაქსიმალურად ვხარჯავთ 200 ფუნტს 2 კაცზე ჭამაში. ხარისხით უკეთესად ვჭამთ რადგანაც ახლა საჭმელს ვამზადებ. ბოლოს და ბოლოს ვისწავლე cooking yay!!!! ძალიან ელემენტარული ცვლილებებია საჭირო. მაგალითად ვყიდულობდი ადრე საზამთროს უკვე დაჭრილს პაკეტში. ღირდა 3 ფუნტი და გვყოფნიდა 1 პორციაზე, ახლა დიდ საზამთროს ვყიდულობ 1 ფუნტად და გვყოფნის 2-3 ჯერ. ასევე minimise waste. ხორცს ვადა თუ გაუვიდა 1 დღე ეგ მართლა არაფერია, გადაყრას გერჩივნოს შეწვა. ჭამაში შეგვენახა სერიოზული თანხა... ძალიან ბევრი რამეები შემიძლია გირჩიო აქ მაგრამ შორს წაგვიყვანს.
5. Bills -
ა. ტელევიზორის ლიცენზია - აღარ გვაქვს იმიტომ რომ არ ვუყურებდით და უბრალოდ ფულს ვყრიდით.
ბ. გაზი და ელექტროობა - აქაც ელემენტარული ცვლილებები. ოთახში თუ არ ხარ რატომ ათბობ? რა საჭიროა? ან შუქი იქ რა საჭიროა? ღამით დამტენს ნუ ტოვებ, ეგ დამტენსაც აფუჭებს და ელეტრო ენერგიას წვავს. ჩაის რომ ადუღებ რამდენიც გჭირდება წყალი ის მოადუღე და არა მთელი ჩაინიკი.
გ. სხვადასხვა ტიპის დაზღვევები - მოკლედ აქ უნდა გადახედო თუ კარგი ქუოთი გაქვს. ხანდახან იაფია სხვაგან იგივე პოლისი და თან ერთდროულად თუ იხდი იქაც დაგეზოგება.
6. ტანსაცმელი - დაივიწყე დიზაინერი. როცა მოგინდება ჰკითხე შენს თავს თუ რა არის შენი პრიორიტეტი. არავითარი ძვირფასი ჩანთები და ფეხსაცმელები. ეს იყო ერთ ერთი ყველაზე დიდი ფულის მახე ჩემთვის პირადად. უნდა გამოიყენო ის რაც გაქვს რა. shop your own closet მოკლედ. მე რადგანაც გოგო ვარ სერიოზული რაოდენობა მაქვს ტანსაცმლის. 6 თვე შარშან იბეიზე ვყიდე ის ნივთები რას 1 წლის უკან ჩავიცვი ბოლოს და მაინც 3 კარადა გამოტენილია. აშკარად არ მჭირდება ტანსაცმელი და ეს ჩემს თავს დავარწმუნე. მერე ბლოგის ტიპის გავაკეთე რაღაც სადაც ვპოსტავდი იმ რამეებს რისი ყიდვაც თავად მინდოდა და რავი სურვილი გამიქრა. მერე კიდევ თავად ვისწავლე ტყავის ჩანთების და აქსესორიბის გაკეთება და ახლა იქეთ ვყიდი ხოლმე რომ მცალია. 2 წელია ტანსაცმელი არ მიყიდია ისე როგორც ადრე ვყუდულობდი. ახლა მხოლოდ ფუნქციურად რაც მჭირდება იმას ვყიდულობ და არა იმპულსურად. რა თქმა უნდა წამცდა ხელი მაინც ლუბუტენებზე მაგრამ ერჯერადი მოვლენა იყო ეს.
7. Holidays - აქ სათქმელი არაფერია. პრიორიტეტებზეა საქმე. რა გირჩევნია სახლი თუ ერთი კვირა აიბიტაზე? მოკლედ თავად გადაწყვეტ აქ.
8. წიგნები - სანამ ამაზონს ჩაურიხცავდე თანხას ჯერ დაგუგლე! 10 დან 9 ინტერნეტში არის. აქ დაგვეზოგა სულ მცირე 5K. ჩვენ ბევრ წიგნებს ვყიდულობთ ხოლმე და მერე ადგილიც აღარ გვაქვს, ლამის თავზე შემოვიწყო.
9. საჩუქრები - აქაც დაფიქრდი. გააჩნია ვისთვის ყიდულობ. ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოჯახია ამ მხვრივ. დანარჩენ საჩუქრებს არ ვყიდულობ და არც ფულს ვდებ იდიოტურ სამსახურის ფინტიკლიუშკაზე და baby shower-ზე. იქნებ ეს ძალიან რადიკალურად მოგეჩვება მაგრამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია.
10. coffee shop - კვირაში 10 ყავიდან თითოზე გადავედით კვირაში 8 ყავა ორთავეზე,
11. წყალი - იყიდე დიდი ბოთლი და გადაასხი სპორტ ბოთლში. ისეც ასე დაათრევ მაგ ბოთლს არა? მე დღეში 2 ლიტრას ვსვამ ასე რომ აქაც შეიძლება დაზოგო თუმცა კაპიკებია სხვა რამესთან შედარებით.
12. სხვა დანარჩენი იდიოტობები და ფინტიკლიუშკები - დაფიქრდი გინდა თუ გჭირდება. თუ გჭირდება იყიდე თუ არა და არა.
13. დახმარება სხვების - ფულით დაეხმარე იმათ მხოლოდ ვისაც სჭირდება

. ძალიან ზოგადი ნათქვამია მაგრამ დაუფიქრდი და მიხვდები რასაც ვგულისხმობ.
14. ხელფასი და ბონუსები - მაქსიმალური უნდა აიღო აქ. ჩემი ბონუსის 140% ავიღე მარტში. რამოდენიმეჯერ ლამის მომხსნენ სამსახურიდან უზრდელობის და ულტიმატუმების გამო მაგრამ ამ წელიწადში ხელფასი უკვე 2 ჯერ გამიზარდეს + დამაწინაურეს იქ სადაც მე მინდოდა ყოფნა.
15. დისქაუნთები - არ გამოიყენო ესენი და არ გათვალო ამათზე. ეს პირიქით დაგახარჯვინებს ფულს. საერთოდ არ ვუყურებ ამათ. არც გრუპონი და არც ეგეთები. დიდი დიდი wahanda გამოვიყენო წელიწადში ერთხელ.
16. სად ყიდულობ საჭმელს? მე ტესკოში და ქლაბქარდი მაქვს. პოინთები მიდის პირდაპირ საჰაერო მილებში. ასევე კომპანია რომ მიშვებს ხოლმე უცხოეთში იქაც ვაგროვებ საჰაერო მილებს და მერე ვიკენდ ბრეიკებზე დავდივარ ევროპაში.
17. ჟურნალები - ყველა წელიწადს განაახლე რადგანაც ყველა წელიწადს 60% იანი ფასდაკელაბ აქვს ლამის ყველას როგორც introduction offer.
18. კოსმეტიკა, შამპუნები etc . აქ უნდა იყიდო in bulk. იანვარში ფასდაკლება რომ იყო დავხარჯე 440 ფუნტი და მას მერე ჯერ კიდევ არ გვიყიდია არაფერი და არც დაგვჭირდება მომავალ იანვრამდე. ადრე გაცილებით მეტს ვხარჯავდით. სულ მცირე 50 თითოზე თვეში. ამას გარდა boots card მაქვს და ზედ ბალანსი 35 ფუნტია მგონი. ანუ 35 ფუნტი უფასო შამპუნები.
19. Amex რასაც ყიდულობ ყველაფერი ამექსზე გაატარე. 0.05% გიხდიან უკან. საკმაო თანხა გიგროვდება წლის ბოლოს

20. მობილური - დაივიწყე კონტრაქტები - გადადი pay as you go და გამოიყენე სკაიპი. 15 ფუნტზე მეტს არ ვიხდი თვეში თავისი შეუზღუდავი ინტერნეტიანად. არადა მე ის ადამიანი ვარ ვისაც ერთხელ 824 ფუნტი მოივიდა გადასახადი O2 კონტრაქტზე

21. როცა რაიმე გაგიფუჭდება სანამ მოისვრიდე ნახე შეკეთება თუ შეიძლება. მე აიფონის ეკრანი 2-ჯერ დავამტვრიე. ორჯერვე იბეიზე ვიყიდე ეკრანი 4.99 ფუნტად და გამოვცვალე ჩემით. იუთუბზე ლინკია ტიპი როგორ ცვლის და მეც ეგრევე ნაბიჯ ნაბიჯ გავაკეთე.
22. latest gadgets აუ მართლა არ გჭირდება ეს. ამხანაგმა იყიდა ახლა რაღაც ბრასლეტი 340 ფუნტი მისცა. რაღაც ტექნოლოგიაა ბლაჰ ბლაჰ... კარგით რა... ბიჭები მაკვირვებს
------------------------------------------------------------------------------------
უპს დიდი პოსტი გამომივიდა
This post has been edited by lovelock on 5 Sep 2013, 06:25