აუ ახლა სახლის პატრონმა 100 ევრო მომთხოვა გაქუცული კედლების გამო. ადაც მეძინა იქ ვჯდებოდი ხანდახან და გაშავდა კედელი და ერთ ადგილას პროსტა მაგიდა მივადგი და ჩამოცვივდა და ამის გამო 100 ევროო. დამპალი ქალია რაა.
Don Rati Corleoneარაფრის. ფაქტიურად ყველა ინფორმაცია აქვთ შეკრებილი და ანახლებენ ხოლმე რამე სადმე გრანტი თუ არის მნდ იდება. ჩვენ არ გვიდგება ყველა, მაგრამ რაც გვიდგება კიდე არის რამდენიმე.
უფრო ძირითადად კიდე მაგისტრატურებზეა.
და კარგი ნიშნები უნდა გრანტებს. ანუ კარგი ნიშნები უნდა გყავდეს, ენის სერთიფიკატი ტესტ დაფ ან დსჰ და მერე გაქვს შანსები გრანტის მოპოვების.
თუ არადა რამე სესხი ცადოთ უნდა. ვიცი რთულია ძალიან, მაგრამ ესეა.
აბა ბრიტანეთში გრანტი ფაქტიურად წარმოუდგენელია. რაღაცა ერთ წელს აფინანსებენ და ისეთ თანხას იძლევიან იმენა მე რაც ვიცი იქ ცხოვრების საჭირო თანხა მარტო სწავლის ფულსაც ვერ გადაგიხდის ეგ.
და გრანტები არის უფრო გერმანიაში, ჩეხეთში და ზოგადად ევროპაში და ევროპისკენ აიღოს გეზი ადამიანმა ჯობია ვიდრე ბრიტანეთისკენ. კი კაია ინგლისური, მაგრამ რთულია ინგლისურად რამის პოვნა.
kafka1981. და რაც დაწერე ეგ ლინკი კიდე ბევრი ეხება მარიენპლაცს, გაივლის და დაათვალიერებს თითქმის ადამიანი ყველაფერს. მერე ლუდის ბაღებში ლუდი დალიოს ადამიანმა თორემ ბუნება ვის არ უნახავს და კაი ერთი-ორი შენობა იქეთ-აქეთ.
Schloss Nymphenburg ოკ. Schloss Neuschwanstein ეს მიუნხენში არაა ცოტა მგზავრობა გჭირდება. ინგლისური ბაღი არის ჩვეულებრივი პარკი მე თუ მკითხავთ ოღონდ დიდი. ამათ ლონდონში არ უნახიათ პარკები და იმიტომ არიან ეგეთები მაგ პარკზე ეგრე. Deutsches Museum რაც შეეხება იმენა არავის მოწონს. უამრავი მაკეტია და იგივე ლონდონში science museum ბევრად ჯობია ამას. ასეთი ტიპისაა ეგეც. Deutsches Museum-ის სხვა ნაწილებია კარგი და არა ის რაც ქალაქის ცენტრშია, ერთი ძალიან მოშორებითაა კიდე. ასევე პარკში მდინარის ნახვააა სEშAძლებელი და რავი მდინარის ნახვა, რავი :|
Marienplatz
Frauenkirche
Viktualienmarkt
Karlsplatz (Stachus)
Altstadt - Old Town
Altes Rathaus - Old Town Hall
Neues Rathaus - New Town Hall, Munich
Pedestrian zone between Marienplatz and Karlsplatz
ამას ყველაფერს ერთად მაქსიმუმ ნახევარი საათი უნდა ისიც გაწელილი.
და Viktualienmarkt ჩვეულებრივი ბაზარია ირგვლივ ლუდის ბარებით. რა არის მანდ სანახავი.
ახლა ოდენსპლაცთან ნახავ ლუდის ბაღებს და Hofbräuhaus ძველი პაბია სადაც ჰიტლერი გამოდიოდა ხოლმე სიტყვით, იმიტომაა განთქმული და დიდი ხანია მიუნხენში არსებობს და მანდ კი არ ათვალიერებ ადამიანი მიდიხარ და ლუდს სვამ.
ბეემვე მუზეუმი და ოლიმპია პარკი შეგიძლია ადამინმა ერთად ნახო და პარკში სანახავს ვერ ვხედავ კიდე მე. აქაც მაპატიეთ. ვერც სტადიონში მამენტ. თბილისის გიდი რომ გამოვიდეს და დინამოს სტადიონი სანახაობაშI ჩაწერონ დავწყდები ალბათ სიცილით.
და პარკი ულამაზესი რომ არის მაშინ გამიგია დათვლაიერება და არა ესე ჩვეულებრივად.
არ არის ულამაზესი პარკები. მომიტევეთ პირდაპირობა. ალპებსაც მიუნხენში ვერ ნახავ უნდა გახვიდე ქალაქიდან.
და ბევრ მუზეუმს რეკლამა აქვს კარგი და რა სისულელეა. ბავარიის ნაციონალური მუზეუმი იმენა სირცხვილია რა უბედურებაა.
გერმანელთან ერთად დავათვალიერე და იმასაც ერთი სული ქონდა როდის გავიდოდით იქედან.
და ცალ-ცალკეა რაღაცა უაზრობები დაწერილი რაა მე არ დამევასა რავიცი.
მიუნხენში რასაც ვურჩევდი არის ცენტრში გავლა უბრალოდ და დათვალიერება. ალტ პეტერზე ასვლა და მთელი მიუნხენის დანახვა იქედან.
ბე ემ ვეს მუზეუმი, ლუდის დაგემოვნება სადმე ტრადიციულ პაბში თუმცა ბევრს არ უყვარს ლუდი და ეგ გამორიცხო უნდა. მაგალითად ჩემს დას უნდა ჩამოსვლა და რა დავათვალიეროო და ლუდი არ უყვარს. Pinakothek ვურჩევდი კიდე. საღამოს ან კლუბში გასვლას და დღისით სადმე პარკში დასვენებას თუ კაი ამინდია და მიუნხენში კაი ამინდი ძალიან იშვიათადაა.
ვურჩევდი აქ წასვლას.
http://www.filmstadt.de/და კიდე ამის ნახვას Schloss Neuschwanstein. ესენი არის სადაც მართლა გაერთობა ტურისტი და დანარჩენები კიდე მოსაწყენი ტურისტებისთვისაა.
არ შეიძლება ქალაქში ჩახვიდე და მარტო მუზეუმები ათვალიერო. ბევრი ტურისტი არ გამოგყვება მაგაზე და მუზეუმი უნდა იყოს საინტერესო. ამათი ბევრი მუზეუმი არ იყო საინტერესო, არასაინტერესოდ აქვთ თუნდაც მასალა დალაგებული.
და ბევრ ტურისტს კიდე არ უყვარს ნახატები.
კიდე სხვებს ვურჩევდი აქვე ახლო მდებარე ქალაქში, რომელიც ერთი საათის მანძილზეა აუდის მუზეუმის დათვალიერებას. ბეემვე მუზეუმზე ბევრად უკეთესია და ფასითაც ბევრად ნაკლები.
ზოოპარკი რომელიც ტურისტს რომელსაც უკეთესი აქვს ნანახი არ აინტერესებს, მაგრამ ვისაც არ აქვს ვურჩევდი.
ასევე ტბაზე შეიძლება სადმე გასვლა. რომელიმე ტბაზე.
მეტი არაფერია ისეთი რაც მართლა აღAFღტოვანებს ტურისტს და ტურისტებს კიდე უყვართ ძალიან ბევრი შოპინგები. ამის მხრივ მიუნხენი არაა გადასარევი ასევე. არაა კარგი შოპინგ ვარიანტები.