ხო მაგრამ აზრი არ აქვს. ეგენი მეუბნებიან არ გიგრძელებთ ვიზასო ჯერ კიდე ერთი წელი რომ მორჩა და ნუ რაც შეიძლებოდა გავიტანე და 2-3 თვეობით ვაგრძლებინებდი ვიზას და ასე გადის მალე ერთი წელი. თავიდანვე დამიწყეს მაშინ აუ არ გირგძლებთ და ბლა ბლა ბლა.
ერთი ჩინელი გოგო სწავლობდა ჩემთან ერთად და იმასაც მიუნხენში პირველად როგორც მე მათემატიკა ჩააბარა და გერმანული ვერა და არ გიგრძელებთო უთხრეს და დანებდა და წავიდა.
მე ამათ ბევრი ვებრძოლე უკვე მართლა და ახლა უკვე ამათ კეთილგანწყობაზე იყო ეგ ბოლო ნახევარი წელი და არ ვევასები და არ მიგრძელებენ. ხოდა დავანებე თავი. არ მაქვს მაგათი ნევრები უკვე.
მირჩევნია ალტერნატიულზე გადავიდე.
ახლა რაც არ უნდა მივუტანო აზრი არ აქვს. რა კანონებიც უნდოდათ ის გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგი აპრილისთვის უნივერსიტეტში მიღების საბუთებს დავუდებ წინ და მერე ვერაფერს ვეღარ იტყვიან.
და ისე ჟილკიანი კი ვარ, ეგრე ადვილად არ ვნებდები, მაგრამ ახლა სხვა მხრივ ვიკეთებ ვიზას და ეგ მაწყობს რაღაცა პერიოდი, რომ ამოვუსინთქო, თორემ ძალიან დიდი ხანია ვებრძვი. უნივერისტეტში რომ ჩავაბარებ მაგათი სახეები ვიზის მოცემა რომ მოუწვეთ კამერაზე უნდა დავაფიქსირო.

პატარძალიკარგი ის არის, რომ რაც მომცეს იმ ვიზას ვერ წამართმევენ. ის კი არა 2 წელი ხომ დამიწერეს და ბოლო თვესაც მოვაცემინებ მერე. უბრალოდ 6 თვე არ გამიგრძელებენ იმიტომ რომ ვერ დავამტკიცე რომ ექსტერნად შემიძლია გასვლა გამოცდაზე.
ახლა შტუდიენკოლეგს რაც შეეხება.
http://anabin.de/scripts/SelectLand.asp?SuchLand=183 აქ ირჩევ Zeugnisbewertung აი აგერ აქ წერია რაა.
2009 წლამდე ვინც მორჩა სკოლას და უწევს 2 წელი უნივერსიტეტი, ან ერთი წელი უნივერისტეტი და ერტი წელი შტუდიენკოლეგი. ოღონდ უნივერისტეტი საქართველოში უნდა დახუროს ანუ 2 კურსი.
და მე მოვრჩ 2009-ის მერე ანუ მაქვს ატესტატი 12 წლიანი და აქ კი გახადეს 12 წლიანი, მაგრამ შტუდიენკოლეგის გარეშე მაინც არ გვიღებენ და 13 წლიან სწავლას ითხოვენ.
ინგლისური ვიცი ძალიან კარგად და შემეძლო აქ კერძო უნივერსიტეტში ჩამებარებინა და ინგლისურად მესწავლა მაგრამ ითხოვენ კატასტორფა ფასებს. 4500 არის ერთი თვე მაგალითად. ძალიან ძვირია. ხოდა არც აქვთ ის ფაკულტეტი რაც მინდა. სამშენებლოზე მინდა სწავლა, ხოდა არც მინდა ახლა ის გერმანული რაც ვისწვალე დავკარგო და სულ გადავუსვა ხაზი და ინგლისურად დავიწყო სწავლა. და მეგობარმა მე გაგიკეთებ ვიზასო, ფულს მივცემ, იმიტომ რომ სამუშაო ვიზას ვაკეთებ და გადასახადი მინიმუმი უნდა გადაიხადო და დამატებით ფულს არ მთხოვს მაგ ვიზის გაკეთებაში და მირჩევნია. ამათზე მე რა ნერვებიც მოვიშალე მიღირს ვიმუშავო და გადავიხადო ეგ ფული, ბევრი არაა გადასახდელი თან.
ისე მელაპარაკებოდნენ მანამდეც, წინა წლიდან ვაგრძლეებ გაჭირვებით ვიზას ხოდა ძალიან უზრდელურად მელაპარაკებოდნენ, რაღაცა სასაცილო რამეებზე მიშვებდნენ უკან. მაგალითისთვის დაზღვევა მივიტანე და ეს რა დაზღევევაა წადი გამოცვალეო და მაშინ ენასაც ძლივს ვსაუბრობდი ეს სულ თავიდან, 3 თვიანის მერე რომ უნდა გააგრძლო 7 თვიანზე ხოდა თურმე კარგი დაზღვევა მაქვს, ამათ უნდოდათ ისეთი გამაკეთებინა თვეში 200-ზე მეტ ევროს რომ ვიხდი. სხვა სტუდენტური და ოდნავ იაფიანი არ მიკეთდებოდა და ძლივს ვიპოვე რაღაცა დაზღევევა და არ ვარგაო და ფორმულარიც არ მომცეს დაზღვევას რომ შეევსო და ბეჭედ დარტყმული გამოეგზავნა ჩემთვის.
მოკლედ ძალიან მაწვალეს ვიზაზე. ერთხელ მატირეს კიდეც ისე ცუდად მელაპარაკეს და არ მინდა.
უნივერისტეტში მიღების საბუთს რომ წარვადგენ ხმას ვეღარ ამოიღებენ და მომცემენ ვიზას და ეგრე მირჩევნია.
aranormaluriარა საქართველოში მარტო სკოლას მოვრჩი და მაგიტომ.
არ დამიმთავრებია ერთი წელი ბაკალავრი იქ. მაგისტრატურაზე და ა.შ. ენა როცა იცი მე როგორც ვიცი აქ არაა მიღებაზე პრობლემა, მაგრამ აი ვისაც ბაკალავრის სწავლა უნდა აქ ჯობია ისწვალოს საქართველოში ის ერთი წელი და ამათ არ აშლევინოს ნერვები.
და მე ცუდი მასწავლებელი მყავდა ძალიან, მე არვიცოდი ვინ იყო კარგი, საერთოდ არ ვფლობდი ამ ენას და იმიტომ მაგრამ ვინც მოდის ჯობია რაღაცა ცოდნით წამოვიდეს აქ თორემ ისე ეწვალება როგორც მე.
სამწუხაროა, რომ არვიცოდი აქ რა ხდებოდა და როგორ უნდა წამოვსულიყავი. მაგრამ არაუშავს ვბრძოლობ და იმედია ყველაფერს შევძლებ

და კაია ვიზას თუ გაძლევენ კარგად. აქ რამდენ ხანს აპირებ კიდე დარჩენას?

რა თქმა უნდა თუ ძალიან პირადული კითხვა არაა

------------------
მოდერ ამ ახალგამოჩენილ ნიკებს ჩამოუარე და დაურიგე ბანები ჩვენი შეურაცხყოფისთვის და IP უნახე და ალტერებისთვის ბანები დაურიგე. This post has been edited by Nin1990 on 5 Jul 2012, 19:09