ჩაესვენა ამათი მზე

რაც დიუსელდორფის რეისზე იჩალიჩეს

ავიაკომპანია ფლაი ჯორჯიას ხელმძღვანელობა მგზავრებისთვის შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს იხდის. სპეციალური განცხადება კომპანიის წარმომადგენელმა ტანაის ჰოსეინბურმა გააკეთა. მისივე განმარტებით, თბილისი-დიუსელდორფის რეისის შეფერხება თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილ ავიაშოუს უკავშირდება.
"ჩვენ ვერ მოვახერხეთ რეისის შესრულება, რადგანაც დიუსელდორფის აეროპორტი ადრე იხურება. ვწუხვართ, რომ ასე მოხდა. ყველა მგზავრი დავაკმაყოფილეთ ღამის გასათევით. იმედი მაქვს ეს ფაქტი ჩვენს მგზავრებს არასწორ შთაბეჭდილებას არ შეუქმნის, რადგანაც რეისის გადადება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა" - განაცხადა ჰოსეინბურმა.
თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით რეისი 24-საათიანი დაგვიანებით შესრულდა. ფრენების დრო ორჯერ შეიცვალა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა.
მომხდართან დაკავშირებით განმარტება თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა. ალასანიას უწყების განცხადებით, ავიაშოუს გამო საჰარეო სივრცე მხოლოდ სამი საათით ჩაიკეტა და ამის შესახებ საჰაერო ნავიგაცია რამდენიმე დღით ადრე იყო ინფორმირებული.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ავიაშოუს არცერთი რეისისთვის არ შეუშლია ხელი.
http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=2841