ბრუტალს ბანი ადევს და მე დავდებ მის ნაწერს

როგორც იქნა, მოვაბი თავი და ვაგრძელებ.
დაწვრილებით წერას ვეღარ ვახერხებ, ვერ ვიცლი, ამიტომ ბოლომდე რომ მივიყვანო თემა, შევეცდები მოკლედ მოვრჩე საქმეს

5 დღის მერე, როცა პლიაჟზე კოტრიალი მომწყინდა, გადავწყვიტე კუნძულ მალაპასკუაზე გადავსულიყავი. ეს კუნძული განთქმულია მარჯნის რიფებით და ზვიგენებით, განსაკუთრებით პოპულარულია დაივერებს შორის.
იქ გადასვლა შეიძლება მხოლოდ პატარა, 6 კაციანი ნავებით. იმ დღეებში ზღვა საშინლად ღელავდა, პატარა ნავები ზღვაში არ გადიოდნენ, ამიტომაც მომიწია ქალაქ სებუში დაბრუნება. უკანა გზაზე ზღვა ისე ღელავდა, გემი ისე ირწეოდა რომ მგზავრების 90%–ს გული აერია

მე გადავრჩი.
8 საათიანი მგზავრობის შემდეგ ქალაქ სებუში ჩავედი. პირველი შთაბეჭდილება საშინელი იყო, ჭუჭყიანი, სუნიანი, ქაოტური ქალაქი. ინტერნეტში უკვე მოძებნილი მქონდა ჰოსტელი, მანგოს ქუჩაზე, ქალაქის ყველაზე ტურისტულ რაიონში.
ავტოვაგზლიდან ტაქსი ავიყვანე. ზოგადად ტაქსი ფილიპინებზე ძალიან იაფია, ყველა ტაქსში დგას მზომველი.
ჩემი ჰოსტელი ძლივს ძლივობით ვიპოვე. 6 კაციან ოთახში 300 პესოთ (8 დოლარი) ავიღე საწოლი. თუმცა ოთახში მხოლოდ ერთი კორეელი და ერთი ავსტრალიელი დამხვდა. აქვე ვიტყვი, რომ ეულად მოგზაურებისთვის, ესეთი ტიპის სასტუმრო სახლები იდეალური ადგილია სხვა მოგზაურების გასაცნობად, ამ სასტუმროშივე გავიცანი ტყუპი დები საფრანგეთიდან, რომლებიც უკვე 8 თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ და ფილიპინები ბოლო ქვეყანა იყო პარიზში დაბრუნებამდე. ბევრი საუბრის მერე, როცა მომავალ გეგმებზე დავიწყეთ საუბარი, აღმონდა, რომ მე და მათ ერთი და იგივე რეისით გვქონდა ფრენა ქალაქ პუერტო პრინცესამდე, იქიდან კი ისინიც ელ ნიდოში აპირებდნენ წასვლას. გადაწყდა, რომ ერთად ვაპირებდით ელ ნიდოს დალაშქვრას. სავახშმოდ ჩვენი ინტერნაციონალური კომპანია ერთად გაემართა. კორეელმა მეგობარმა გვითხრა, რომ 10 წუთის სავალში იყო დიდი სავაჭრო ცენტრი სადაც უამრავი ადგილია საჭმელადო. მოკლედ მივედით ამ სავაჭრო ცენტრში და ეს იყო ჩემი მეორე შოკი ამ ქვეყანაში (პირველი ღამის მერე), სავაჭრო ცენტრი იყო უზარმაზარი, უცბად დანგრეული და მათხოვრებით სავსე ქალაქიდან აღმოვჩნდით ძალიან განსხვავებულ გარემოში.ყველანაირი ცნობილი, თუ არც ისე ცნობილი ბრენდი, როგორც ტანსაცმლის, ასევე ტექნიკის. რომ აღარაფერი ვთქვათ ფუდ კორტებზე, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ნაციონალური სამზარეულო, ასევე მსოფლიო სამზარეულო. დიდი რჩევის მერე ბურგერკინგში ვივახშმეთ, მერე ჰიპერმარკეტში იაფი ფილიპინური რომი და კოლა ვიყიდეთ და სასტუმროს მყუდრო ეზოში გავაგრძელეთ საღამო.
მეორე დღეს 3 საათზე გავიღვიძე თავის ტკივილით. მიუხედავად იმის, რომ გარეთ გასვლა არ მინდოდა, ისე ვერ წავიდოდი ამ ქალაქიდან, რომ მაგელანის ჯვარი და ბელადი ლაპუ–ლაპუს ძეგლი არ მენახა. ითვლება, რომ მაგელანმა აქედან დაიწყო ფილიპინების კოლონიზაცია და ქრისტიანობას აქ აზიარა ფილიპინური ტომები. ხოლო ბელადმა ლაპუ ლაპუმ არ აღიარა ევროპელთა ბატონობა და ბრძოლაში მოკლა მაგელანი. ამ ადგილას ბელადს დაუდგეს ძეგლი. საერთოდ ფილიპინელები ძალიან ამაყობენ ლაპუ ლაპუთი, მიუხედავად იმისა, რომ პატივს სცემენ მაგელანს, როგორც ქრისტიანობის გამავრცელებელს.
საღამოს სასტუმროში აზიური გარეგნობის, გამართული რუსულით მოსაუბრე გოგონა შემოვიდა. აღმოჩნდა, რომ იულია რუსეთიდან იყო, ეროვნებით ბაშკირი, უკვე 5 წელია შან ხაიში მუშაობს, ეხლა კი ერთი კვირით ფილიპინებზე ჩამოვიდა დასასვენებლად. იულიამ „აგვტეხა“ და ღამის კლუბში წაგვიყვანა, იქ კიდევ ორი რუსი გოგონა გავიცანით. არა რა, ვერაფერი შეედრება რუსს გოგოს, ვარსკვლავები იყვნენ, ხალხი ფოტოაპარატებით მიდოოდნენ და სურათებს იღებდნენ, ბიჭებიც და გოგოებიც.
ფრანგი გოგონები ძალიან გაღიზიანდნენ რუსების თავაშვებული სექსუალობით და კლუბი დატოვეს. მეც მალევე წავედი და დავიძინე, დილით მე და ფრანგებს რეისი გვქონდა და მალე ჩემს საოცნებო ადგილას, ელ ნიდოში აღმოვჩნდებოდი.
სურათები ქალაქ სებუდან, ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც:
ჯიპნი– ერთადერთი მუნიციპალური ტრანსპორტი. მგზავრობა სულ რაღაც 10 პესო ღირს, სადღაც 20 თეთრი ალბათ. პრინციპი იგივეა, რაც ჩვენ „მარშუტკებში“. ხელის აქნევით აჩერებ, აი გასაჩერებლად კი ხელს ურტყავ სახურავს ქვემოდან

კონდიცირება არ აქვს, ამიტომაც ფანჯრები ჩამოხსნილია

პატრონები ცდილობენ ყველაზე უკეთესად დაათიუნინგონ თავისი ჯიპნი. ღებავენ წარმოუდგენელ ფერებში, ზოგს ქრისტეს ქანდაკებებიც კი ადგას სახურავზე :დ

ქალაქში ძალიან არის განვითარებული ფარმაცევტიკა და მედიცინა საერთოდ. სტუდენტების 90% სამედიცინოზე სწავლობს.

უამრავი ბორდელი ამ მასაჟის კაბინეტებს უკან იმალება, თუმცა თვითონ მასაჟი მართლაც ხარისხიანი და ძალიან იაფია!

მანგოს მოედანი. მარჯვნივ წითელი შენობა ჩვენი ჰოსტელია.

მეტი ამ ქალაქში საინტერსო არაფერი არ არის. წინ ფილიპინების ყველაზე ლამაზი და მსოფლიოს ერთ ერთი ულამაზესი კუნძული ფალავანი გველის.
* * *
დილით მე და ჩემი ახალი ფრანგი მეგობრები პატარა თვითმფრინავით კუნძულ ფალავანზე გადავფრინდით. ჩავფრინდით კუნძულის დედაქალაქ პუერტო პრინცესაში, იქიდან კი კუნძულის ჩრდილოეთით, ელ ნიდოს ყირეში ვაპირებდით გამგზავრებას.
ზესტ ეიარის პატარა თვითმფრინავი, სულ 30 მგზავრი იჯდა, უმეტესობა ევროპელი და ავსტრალიელი ახალგაზრდები.

პუერტო პრინცესას აეროპორტი.

როგორც კი აეროპორტიდან გამოვედით, ეგრევე დაგვეხვიენ ტაქსისტები და ტრაისიკლები. უმჯობესია ცოტა გაიაროთ და ტრასიდან, წყნარად აიყვანოთ ტრაისიკლი, უფრო იაფი დაგიჯდებათ. ჩვენც მოვცილდით ტურსტების თავყრას და გადავწყვიტეთ, რომ სულაც ფეხით მივიდოდით სან ხოსეს ავტოვაგზლამდე. გზად ტრაისიკლი წამოგვეწია და შემოგვთავაზა სრულიად უფასოდ მიგიყვანთ ქალაქის ცენტრალურ ვაგზლამდეო. მე ორჯერ გავუმეორე, რომ ზუსტად სან ხოსე მინდოდა, იმიტომ, რომ იქიდან გადიან იაფიანი ავტობუსები ელ ნიდოს მიმართულებით. ქალაქში ასე მოქმედებენ ტურისტული კომპანიები, რომლებიც 2 ჯერ ან სამჯერ ძვირად, კონდიცირებული მინი ვენებით გადაგიყვანენ. მძღოლმა, როგორც ვვარაუდოდბი ცენტრალურ ვაგზალზე კი არა, ერთ ერთ ტურისტულ კომპანიაში მიგვიყვანა, ძალიან ავღშფოთდით, მაგარამ ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ ავტოვაგზლამდე და ავტობუსიც ვიპოვეთ. წინ ძნელი და გრძელი გზა გველოდა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვენ თვითმფრინავში მჯდომთა უმეტესობამ, ამ ავტობუსში მოიყარა თავი. ერთი საათის მერე ავტობუსი შევავსეთ და ელ ნიდოსკენ გავწიეთ. მე კარგი ადგილი დავითრიე, ფანჯრისკენ და მთელი გზა ხედებით ვტკბებოდი. ხედები კი კინდა გითხრათ ისეთია, რომ ნეშენალ ჯეოგრაფიკის ერთ ერთი დოკუმენტური ფილმის გმირი გგონია თავი. ეს კუნძული, სხვა დანარჩენი კუნძულებისგან განსხვავებით ნაკლებად დასახლებულია და ძირითად სულ ნაციონალური პარკებია. სიმწვანე თვალებს ჭრის. აქა ი მიმობნეული ბამბუკის ქოხები, ბრინჯის მწვანე მდელოები და მამიმუნებით სავსე ტყეები.


6 საათი კარგ გზაზე მივდიოდით, ვფიქრობდი კიდევაც, სად იყო ის „უჟასები“ რაზეც ინტერნეტში წერდნენ.

ელ ნიდომდე 100 კმ.–ღა გვრჩებოდა და აი ისიც გამოჩნდა. ბეტონის საფარი შეწყდა, წვიმა დაიწყო და 4 საათი ტალახში მივგორავდით სერპანტინებზე.

ჩვენი კონდუქტორი.

როგორც იქნა ღამის 12 საათზე ელ ნიდოში მივაღწიეთ. საშინელი ტროპიკული წვიმა იყო, სიბნელე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დილით აქ ფანტასტიკა მელოდა. გალუმპულები ჰოსტელ ლა ბანანაში მივედით. მეპატრონე ფრანგი კაცი აღმოჩნდა. საერთო საცხოვრებელში 200 პესოდ დაგვითმო საწოლები. სასტუმრო ელ ნიდოს ყურეზე გამოდიოდა, საკუთარი პლიაჟით.
This post has been edited by TISSOT on 16 Sep 2012, 05:07