ბოდიშს გიხდით, თუ გალოდინეთ. ძალიან დატვირთული ვარ, დრო აღარ მაქვს ხოლმე. ეხლა გამოვნახე და ვაგრძელებ.
სად შევჩერდი... აჰა, ჯერ ისევ ელ ნიდოში ვართ. მოკლედ, ამინდი ისევ ა*რაკებს, ნავები ზღვაში არ გადიან, ექსკურსია კი არა, ამ ოკეანისპირა სოფელში თევზის დეფიციტია. ყველა საუბრობს მოსალოდნელ ტაიფუნზე, რომელიც ფილიპინების არქიპელაგის შუა ნაწილში მძვინვარებს. ტაიფუნები ამ კუნძულების ყველაზე დიდი უბედურებაა, ივლისიდან–ოქტომბრამდე რამდენიმე ათეული ტაიფუნი ატყდება თავს ქვეყანას და ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლე მიაქვს. ზუსტად ეხლა ერთი კვირის წინ გავიგე ახალ ამბებში, რომ ერთ ერთ კუნძულზე 1000–ზე მეტი ადამიანი დაღუპულა სტიქიის შედეგად
ასე იყო, თუ ისე, ტაიფუნს ელ ნიდომდე არ მოუღწევია, მხოლოდ მისმა ფრთამ ჩაგვიარა, რისი შედეგიც იყო საშინელი წვიმები და შტორმი.
როგორც კი ამინდი გამოდიოდა, ეგრევე მინი ექსკურსიებს ვაწყობდი. კუნძულებს ვერა, მაგრამ ახლო მახლო უკაცრიელ პლიაჟებს ვათვალიერებდი. რეალური სამოთხეა, მინდა გითხრათ, პატარ პატარა ბუხტები, ყვითელი ქვიშებით (რაც იშვიათობაა, ძირითადად ტროპიკებში ქვიშა თეთრია).
ამ ადგილას ვერ გავიგე, რატომ იყო წყალი ამ ფერის, მდინარეც არ იყო, რომ აემღვრია... ზემოდან კი ძალიან საინტერესო სანახავი იყო.

ქოქოსის შრობა. ქოქოსი და ბრინჯი ერთ ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა ფილიპინურ სოფლებში.

აბორიგენების ხიჟინები პლიაჟზე

პლიაჟი ლას კაბანიას, ულამაზესია!


მარჯვნიდან პირველი მე

* * *
biki124აგვისტო

ფილიპინები რომაა, იმიტომაც ვერ ნახავ კაშკაშა მზეს, ტაილანდს რომ ადარე, ტაილანდი კონტინენტური ქვეყანაა და შადარებით მშრალია, ფილიპინები კი შუა ოკეანეშია და მუდმივად ციკლონების გავლენის ქვეშაა. თუმცა, ამბობენ ზამთარი მშრალი სეზონიაო...
ფრანგმა გოგონებმა დამტოვეს, გამოდარებას არ დაელოდნენ და კორონ–კორონში (ფალავანის ჩრდ. ნაწილში, დაივინგით განთქმული კუნძულები) წავიდნენ, იმათ ნაკლდებად აინტერესებდათ ელ ნიდო, ძირითადი მიზანი დაივინგი იყო.
უკვე წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ როგორც იქნა ზღვა ცოტა დაწყნარდა, სანაპირო დაცვამ ტური A დაუშვა. ეს ყველაზე ადვილი ტურია, ახლო მდებარე კუნძულებზე გადის და შედარებით უსაფრთხოა.
ექსკურსიები ძალიან იაფია, 700–800 პესო, სადღაც 30–35 ლარი. ამაში შედის ნავით გასვლა 4 სხვადასხვა კუნძულზე, გიდი, საჭმელი (თევზი და ხილი თავზე საყრელად) და სასმელიც . ამ ფასად, მგონი თბილისდან მცხეთაში არ გააკეთებენ ექსკურსიებს ჩვენი გიდები

სამწუხაროდ ექსკურსიიდან ფოტოები ვერ წამოვიღე, ფოტოაპარატი რომ წამეღო, წყლისგან დამცავი მჭირდებოდა, რაც რაღათქმაუნდა არ მქონდა, იქაც ვერსად ვიყიდიდი, მეორე ფოტოაპარატის გაფუჭება კი აღარ მინდოდა. სხვების გადაღებულ რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ. მე ამ ხარისხის ფოტოებით ვერ დავიკვიხნი, ჩემი „მილნიცა“ ვერ ქაჩავდა




* * *
თავიდან ვაპირებდი, რომ ყველა ტური ამეღო და სრულად მენახა, იქაური სილამაზე, მაგრამ ამინდი ისევ ვერ იყო რიგზე, იმ სოფელში ჯდომა კი უკვე მოსაწყენი იყო. მეორე დღეს, დილით ადრე გამოვწიე პუერტო პრინსესასკენ, ისევ ის დამღლელი 9 საათიანი გზა და საღამოს პუერტო პრინსესაში ვიყავი, დილით ფრენა მქონდა მანილისკენ. 200 პესოდ (10 ლარი) ავიღე ნომერი სასტუმროში, რომ დილით გამოძინებული და მოწესრიგებული გავფრენილიყავი მანილაში.
საღამო ფილიპინური კერძების დაგემოვნებაში გავატარე. თითქმის ყველა პროვინციულ, ასე თუ ისე ქალაქშიც კი, ყველგან არის ფუდ კორტები. საღამოს 8 საათიდან ქუჩებში გამოაქვთ პატარა დახლები, სადაც ამზადებენ უამრავ კერძს, 5 დოლარად შეიძლება მშვენივრად ივახშმო, თავის ლუდიანად. საერთოდ ფილიპინელები სახლში არ ჭამენ, გარეთ ჭამა უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე სახლში გაკეთება, ამიტომაც „ქუჩის სამზარეულო“ ძალიან განვითარებულია როგორც ყველა აზიურ ქვეყანაში.
იმ ღამეს მაინცდამაინც ვერ მოვისვენე, ჯერ ერთი თაგვები დარბოდნენ (პატარა ხვლიკებს, გეკონებს უკვე შევეჩვიე), გარდა ამისა, რომ დავწექი გარედან ხმა მომესმა, გავიხედე დაცვა დარბოდა ფანრებით და იარაღით, ხეს ანათებდნენ, რაღაცას, თუ ვიღაცას ეძებდნენ. თან სასტუმროს ნომრები განლაგებული იყო დიდ ეზოში, ანუ ერთი ნომერი, ცალკე მდგომი შენობა, სხვა ოთახები თავისუფალი იყო და მგონი ერთადერთი სტუმარი მე ვიყავი. ეგრევე ჩავიცვი და ადმინისტრატორთან გავიქეცი, მეთქი რა ხდება, არავინ წესიერი პასუხი არ გამცა. სხვა რაღა გზა მქონდა, წავედი და დავწექი ისევ, შუქი აღარ გამომირთავს, ტელევიზორს ვაყვირებდი ბოლო ხმაზე. მოკლედ, მაინც ვერ გავიგე რა მოხდა იმ ღამეს, ვის ეძებდა დაცვა, სასტუმროს ტერიტორიაზე შემოპარულ ქურდს, თუ რამე სხვას, მაგალითად მახრჩობელა პითონს... ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც.
დილით 5 საათზე გამეღვიძა, ფრენა 7–ზე მქონდა, უცბად მოვემზადე და აეროპორტში წავედი. აეროპორტი იქვე იყო, ახლოს, მაგრამ იქ გაჩერება აღარ მინოდა, ავდექი და ფეხით დავაწექი გზას. აეროპორტში რომ მივედი, ჯერ კიდევ დაკეტილი იყო. ერთი საათი გარეთ ვიჯექი, ადგილობრივი ბიჭი გავიცანი, რომელიც მანილაში მიფრინავდა, ოჯახთან. ბევრი ვისაუბრეთ, მოვუყევი საქართველოზე, იმანაც მომიყვა თავის ცხოვრებაზე, ცოლზე, შვილებზე... გამაფრთხილა, მანილა დიდი ქალაქია, ფრთხილად იყავიო

ყველაზე დიდი სიურპიზი იყო, ტელეფონი რომ დააძრო და ცოლს დაურეკა, ამაყად ამცნო, ქართველი გავიცანიო და უნდა დაგალაპარაკოო, მომაჩეჩა ტელეფონი, ცოლს უნდა შენთან საუბარიო. გაკვირვებულმა გამოვართვი და ვესაუბრე. იმდენად გულღია, მიმაიტი და კეთილები იყვნენ, რომ უცხოელთან ტელეფონით საუბარიც ახარებდათ. მეც არ „გავუტეხე“ ეხლა მესმის, რას გრძნობენ ხოლმე ტურისტები საქართველოში, როცა ქართველები ჭიქა ღვინოზე და ყველ–პურზე ეპატიჟებიან ხოლმე მათ

თუ ბი ქონთინიუდ
This post has been edited by brutal_88 on 8 Dec 2012, 03:48