მანილამანილა ფილიპინების უდიდესი და მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე დიდი ქალაქია. თვითონ მანილას მოსახლეობა 2 მილიონი კაცია, მაგრამ აგლომერაციაში რომელშიც შედის მანილა, პასაი სითი, მაკატი სითი, სან ხუანი და ქუეზონ სითი შეადგენს 22 მილიონ კაცს!

აეროპორტში დილით ადრე ჩავფრინდი. ყველაზე მაგრად აეროპორტის ტვალეტი მომეწონა. მომეწონა რა... გამაკვირვა. ტვალეტი იყო 5 ვარსკვლავიანი მომსახურებით. კარები გამიღო ბიჭმა, მერე რომ მოვრჩი და ხელის დასაბანად მივედი, ქაღალდი მომიხია ხელის გასამშრალებლად, ჩასაგდებად ურნას თავი თვითონ აუწია, კარი ისევ გამიღო და დამემშვიდობა. მოკლედ, ერთი ეგ იყო პენისი არ დაუჭერია მოფსმის დროს. ალბათ რომ მეთხოვა, მაგასაც გააკეთებდა

აეროპორტი პასაი სითიში მდებარეობს. ჩემი სასტუმრო, რომელიც ინტერნეტით ვნახე, ერმიტას რაიონში იყო. ტაქსით მისვლა 20 დოლარი ჯდებოდა. მე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავირჩიე. ინგლისურად ყველა მაგრად საუბრობს და კარგად ამიხსნეს, როგორ მივსულიყავი. სხვაგვარად ძალიან გამიჭირდებოდა ამ ქაოტურ ადგილას ტაქსის გარეშე გადაადგილება. ჯერ ერთ ჯიპნიში ჩავჯექი, მერე მეორეში და მეტრომდე მივედი. მეტრო მანილაში სამი ხაზისგან შედგება.

ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე გადაჯდომა ფასიანია, რადგან ყველა ხაზს სხვდასხვა კომპანია მართავს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მეტრო უნდა იყოს მონოპოლიზირებული. ასე უფრო კომფორტული და მომგებიანია მომხმარებლისთვის, მაგალიტად როგორც მოსკოვშია, 150 სადგურზე მეტია და შეგიზლია ერთი ბილეთით ყველა სადგური შემოაირო.
მეტროში შესასვლელად დიდი რიგები დგას. ტერორისტების შიშით, ყველა შემსვლელს ჩხრეკენ. თან ეს კეთდება არა მეტალოდეტექტორებით, არამედ ხელით, რასაც დიდი დრო მიაქვს.
როგორც იქნა მეტროში შევაღწიე და მივედი ერმიტას რაიონში. ერმიტა მანილას ტურისტული ცენტრია, ისტორიული ნაწილი, უამრავი სასტუმროებით, რესტორნებით, კლუბებით, ბორდელებით და მათხოვრებით! მათხოვრები და მოძალადე ბოზები ძალიან დიდი პრობლემაა კეთილსინდისიერი ტურისტისთვის. ის სასტუმრო, რომელიც ინტერნეტით მქონდა მონიშნული, დამწვარი აღმოჩნდა. დავიწყე სხვა სასტუმროს ძებნა, რაც რთული იყო, ძირითადად სულ მაღალი კლასის სასტუმროები იყო, ბიუჯეტური არაფერი ჩანდა. როგორც კი ცოტა დაბნეულობა შემატყვეს, ეგრევე წამოიშალა ქუჩის ბანდა: ბოზები, ლოთები, მათხოვრები, ბომჟები, ყველა შეუდგა ჩემთვის საცხოვრებელი ადგილის ძებნას. ხან ბორდელებში მიმიყვანეს, ხან ქრისტიან დებთა თავშესაფარში, მარა ჩემი მოსაწონი არაფერი აღმოჩნდა. თან ეს „დამხმარე“ არმიაც არ მცილდებოდა. როგორც ბოლოს გაირკვა, მათ მხოლოდ მერკანტილური აზრები ამოძრავებდათ, დახმარებისთვის ფული მომთხოვეს, ჯერ ზრდილობიანად, მერე უკვე აგრესიულად. მე პრინციპულად არაფერი მივეცი, თან ერთისთვის რომ მიმეცა, დანარჩენი ორმოცდაათიც მოითხოვდა. როგორც იქნა დავაღწიე თავი ბომჟებს და ინტერნეტ კაფეში შევედი, სხვა სასტუმრო მოვძებნე. სასტუმრო ფრენდლი გესთჰაუსი, ბექფექერებისთვის საუკეთესო ადგილია მანილაში. ძალიან მაგარი ვერანდა, საუკეთესო ხედებით, იაფი და კომფორტული ოთახები, ახალგაზრდა პუბლიკა მთელი მსოფლიოდან.
ხედი ჰოსტელის ვერანდიდან.


მანილა, როგორც უკვე ვთქვი გადაჭედილია მოსახლეობით. უკიდურესი სიღარიბე, კაშკაშა სავაჭრო, თუ ბიზნეს ცენტრები, წუმპეების და გაუმართავი კანალიზაციის სუნი, თანამედროვე სამედიცინო ცენტრები, 21 საუკუნის ესტაკადები, ეს ყველაფერი ერთ ქალაქშია თავმოყრილი.

მოტორიკშა

ქუჩის ფუდ კორტი


ყველაზე უფრო სავაჭრო ცენტრებს გამოვარჩევდი, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქალაქი ერთი დიდი სავაჭრო ცენტრია. თან ეს არ არის ტიპიური აზიური ვაჭრობა, არამედ თანამედროვე, ენით გატლიკული შოპინგ ცენტრები, კინო თეატრებით, აუარებელი რესტორნებით, კაფეებით და სხვა გასართობი რამე რუმეებით. წარმოუდგენლად გრანდიოზული შენობებია, ქალაქის ერთი ნაწილიდან შედიხარ და ქალაქის მეორე ნაწილში გამოდიხარ. ისე მოწყობილი ეს სისტემა, რომ მანილას ყველა მცხოვრები მჭიდრო დამოკიდებულებაშია ამ სავაჭრო ცენტრებთან. აქ ჭამენ, ერთობიან, ხვდებიან ერთმანეთს, იცნობენ, კითხულობენ, სწავლობენ...
ერთ ერთი „პატარა“ სავაჭრო ცენტრი.

სასტუმროში ცოტა დავისვენე და შუადღეს წავედი Mall of Asia-ს სანახავად. მოლ ოვ ეიჟა, არის მსოფლიოში სიდიდით მესამე სავაჭრო კომპლექსი.1985 წელს დაარსდა და მსოფლიოში ნომერ პირველად ითვლებოდა, ბოლო რამდენიმე წელია შანხაის სავაჭრო ცენტრებმა აჯობეს.
გზად როხასის ბულვარზე გავისეირნე, რომელიც მთლიანად მიუყვება მანილას ყურეს. აქაც რაღათქმაუნდა კონტრასტებია.
ერთის მხრივ შამპუნით გარეცხილი ბულვარი


მეორეს მხრივ, იქვე ბულვარზე უსახლკარო, ღარიბი ხალხი ზღვიდან გამოტანილ ნაგავს აგროვებენ. არაამქვეყნიური არომატი ტრიალებს.



აზიის მოლში წავედი წიგნების შესაძენად. ინგლისურენოვანი ლიტერატურის შესაძენად, ფილიპინები იდეალური ადგილია, მთელი აზიის ინგლისურენოვანი ლიტერატურა იბეჭდება. აზიის მოლში არის „ნეშენალ ბუქსთორი“, ამ მაღაზიას 3 სართული უკავია, თითო სართული 1000 კვ.მ, აქვთ ლიტერატურა ყველანაირ თემაზე.
მაგალითად აქვთ გეი და ლესბი ლიტერატურის განყოფილებაც, მაგრამ იქ ძირითადად იაფფასიანი ეროტიკული მოთხრობები იყო.
This post has been edited by brutal_88 on 18 Feb 2013, 20:25