karlo_karlosiეს სიბოროტე და შიში რატომ აიჩემეთ არ მესმის. რატომ უნდა გვეშინოდეს მე ან სოლვეიგს ან სხვა ვინმეს იმისა რომ მარიკო5 პარიზში ჩავა ჩასაბარებლად. დიდი დიდი საფრანგეთიდან თუ ვინმე შემოვა, შეიძლება ეწყინოს, ჩემი გადასახადები მარიკოს სასამართლოებს და თვიურ დახმარებას მოხმარდებაო. მაგრამ აქ "შურითა და სიძულვილით მპოსტავები" როგორც ვიცი საფრანგეთში არ არიან.
პრობლემა იმაშია რომ ადამიანები აქ წერენ რომ ყველაფერი იციან და ყველაფრისთვის მზად არიან, მაგრამ ეს მათივე სხვა წერილებიდან ნამდვილად არ ჩანს.
ა) ადამიანებს აკლიათ ზოგადი ინფორმაცია თუ რა და როგორ ხდება, და ძირითადად ვიღაც, ვინც "ფირმაში მაგრად მოეწყო" (ვიცნობ ეგეთ მოწყობილებს

), მონაყოლით მსჯელობენ რაც სრული სურათის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. თუნდაც შენგან მოწოდებული ინფრომაცია, ობიექტურია, თუმცა მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევას აღწერს შვედეთში.თან როგორც ვხვდები არც შენ მიგიღია ჯერ დევნილის სტატუსი, შესაბამისად, ჯერ გაურკვეველია "სწორად" ილაპარაკე თუ არა.
ბ) ადამიანები მიდიან მომზადების, გრძელვადიანი გეგმის და ხედვის გარეშე. ხშირად ენის ცოდნის გარეშე (რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს ბევრ რაღაცას). ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსები არის სადღაც 5%, შესაბამისად ხალხი მიდის გაწელვაზე და "მერე ვნახოთ რა იქნება"-ზე, ეს კიდე დიდი ვერაფერი გეგმაა. ძირითადი დაშვებაა "საქართველოს პარიზის ბომჟიატნიკიც ჯობია", თუმცა ეს არის ახალგაზრდა ხალხი რომელსაც მანდ აქვთ მინიმუმ სახლ-კარი, კომპიუტერი და ინტერნეტი (პოსტავენ აქ ხომ რაღაცნაირად). ბომჟები ხომ არ არიან და მაცივრის ყუთში ხომ არ ცხოვრობენ ხიდის ქვეშ, მტკვირს პირზე, არა? საქართველო რომ აყვავებული იყოს, მანდ ვიქნებოდი, მაგაზე არაა ლაპარაკი, თუმცა საქართველო სიერა ლეონე არ არის და ევროპაში აშკარად და იოლად შეგიძლია აღმოჩნდე იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე საქართველოს "წუმპეა" (მაგალითებია რამდენი გაგიხარდება).
გ) ადამიანებს ჰგონიათ რომ თუ დილით იოგურტი ექნებათ და იმ ქვეყანაში სადაც საშუალო ხელფასი 2500-3500 ევროა და სიღარიბის ზღვარი 1000-1500 ევროთია განსაზღვრული (შესაბამისი ფასებით), შემოსავალი 500-600 ევრო ექნებათ, ეს მათ უზარმაზარ ბედნიერებას მიანიჭებთ და მათ ყველა მიწიერ პრობლემას გადაწყვეტს.
დ) მაქვს გრძნობა რომ ზოგ შემთხვევაში (ყველაზე არაა საუბარი) ხალხი არ აფასებს და სათანადოდ არ ცდილობს განიხილოს ევროპაში მოხვედრის ლეგალური გზები.
გარდა მაგისა კიდე შეიძლება რაღაცეები ჩამოწერა, მაგრამ ახლა არ მაქვს დრო. ევროპაში მცხოვრების კუთხიდან როცა უყურებ ასეთ მიამიტურ პოსტებს, გიჩნდება სურვილი ცოტა დედამიწისაკენ დაქაჩო სტრატოსფეროში გაჭრილი მომავალი მიგრანტები. ის რომ აქ რაც იწერება არ არის ის რაც მათ უნდა გაიგონონ, არ ნიშნავს იმას რომ სიმართლე არ არის.