რამდენიმე წლით მინდა უცხოეთში წასვლა (საორიენტაციოდ ევროპის რომელიმე დედაქალაქში ან დიდ ქალაქში). ინგლისური-რუსული კარგად ვიცი და კარგი პროფესია/ბექგრაუნდი მაქვს (სამსახურს ყველგან ვიშოვი). დანაზოგიც მაქვს, სულ რომ ვერაფერი ვიშოვო შიმშილით არ მოვკვდები

მაინც მირჩევნია ვიმუშაო.
მთავარი მიზანია ვიყო ლეგალურად, მქონდეს სხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ცხოვრება ძვირი არ იყოს, რა ენის შესწავლაც მიმიწევს მომავალშიც გამომადგეს (ეგზოტიკური ენა არ მინდა).
ეხლა მაქვს შენგენის ტურისტული 2 წლიანი ვიზა.
რომელ ქვეყანას (ქალაქს) მირჩევთ და რა საბუთები (ვიზა) დამჭირდება რომ მუშაობაც შემეძლოს და რამდენიმე წელი დარჩენაც?
მადლობა წინასწარ