ზუსტად ეს აკლია ხალხს ვინც აქ ვერ რჩება და უნდა დარჩენა. პირველი 3 წელი ყველაზე რთულია. მე ისეთი რამეები გადამხდა თავზე რომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო ეს ჩემთვის
ნარკოტიკებით მომწამლეს ისე რომ რეანიმაციაში მოვხვდი.
მოსაკლავად დამდევდა ვიღაც სირი მუსლიმანი.
სამსახურში ფულს მაკლებდნენ ერთ ადგილას ვითო ვითო არ ვიცოდი მაგრამ ფული მჭირდებოდა და ვერ ვანებებდი თავს. ზატო ბუღალტერია რომ ვისწავლე HMRC-ს მოვთხოვე ეგ უკან გადასახადებში და მომცეს.
ვიღაცეები გამომეკიდნენ ღამის 2 საათზე სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი. ერთ ალკოგოლიკ მათხოვარს გადასაყრელ ნამცხვრებს ვუზიდავდი სამსახურიდან და იმან დამიხსნა.
ერთ ოთახში გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი რომელსაც თავისი BF დარჩენა უნდოდა ღამით და სკანდალი ამიტეხა უარი რომ ვთქვი.
საჭმელს მპარავდნენ მაცივრიდან.
ნამცხვარს ვაკეთებდი და კოკაინი ჩამიყარეს ცომში. მერე რომ ცხვებოდა მითხრეს და თავად შეჭამეს / იკაიფეს

მეორე დღესვე დავტყდი იმ სახლიდან.
რძეს და კვერცხს მპარავდნენ გამუდმებით.
ფული მომიტეხეს საბანკო ანგარიშიდან, ვიღაც გოგოს დაარეკინეს ვითო ვითო მე ვიყავი.
ღამის 3 საათზე სარეცხ მანქანას რთავდნენ რომ ეტყნაურათ ზედ ვიბრაციის გამო.
სააბაზანოს და ტუალეტს საშინელ დღეში ტოვებდნენ.
ოთახში ორგიებს აწყობდნენ.
პირველ 4 წლიწადში საცხოვრებელი 16-ჯერ გამოვიცვალე!!! მისამართები დამავიწყდა უკვე და ბანკის ჩანაწერები მინდა რომ გავიხსენო.
ჩემი ბანკის კარტა დააკლონირეს და იტალიაში ვიღაცამ მოხსნა თანხა.
მაღაზიიდან გამომაგდეს რადგანაც ვიღაც ქურდბაცაცას მიმამსგავსეს ვინც წინა კვირაში რაღაცეები მოიპარა.
ჩემი ოთახის მეზობელმა თავი ჩამოიკიდა.
ფეხსაცმელები მომპარეს.
ველოსიპედი მომპარეს.
სახლი სადაც ვცხოვრობდი ბანკმა დაისაკუთრა და დამქირავებელი დეპოზიტიანა დატყდა.
სხლიდან სახლში ღამის ავტობუსებით გადამქონდა ნივთები რადგანაც დღისით ვმუშაობდი და არ მეცალა.
2 ქართველი გოგო გავიცანი, წიგნები ვათხოვე და წამოსაღებად რომ მივედი უკვე დატყდნენ თურმე საქართველოში და ჩემი წიგნებიც თან გაიყოლეს.
ბოზების სახლში მუშაობა შემომთავაზეს.
სახლში მარიხუანას ეწეოდნენ.
ბარში ფეხბურთის გამო ცხუბი ატეხეს და მე ჩემი ჭიქებით შუაში მოვყევი, პოლიციელმა ძლივს გამომგლიჯა იმ ბრბოდან.
ჩემს სახლს საზიზღარი მისასვლელი ჰქონდა და ღამით სახლში სულ შიშით შევდიოდი. სულ პოლიცია იყო იქ იმიტომ რომ დანაშაული ხდებოდა.
მეორეჯერ მომწამლეს ნარკოტიკებით, ამჯერად ჩემი დაქალიც. საავადმყოფოში გაგვაქანეს ამჯერადაც.
ჩინელი ლენდლორდი მყავდა და რომ გადავდიოდი დეპოზიტი არ მომცეს და კონტრაქტის წართმევა დამიპირეს, კივილი დავიწყე და პოლიცია მოვიდა რაღაც წამებში და დააპატიმრა ორივე.
ბრაიტონში ვიყავი და ვიღაცამ დაყაჩაღება დამიპირა, კლუბი იყო იქვე და ბაუნსერი გამოვიდა და წიხლქვეშ გაიგდო ეს დანიანი ტიპი.
ჩემი ოთახის მეზობელს პოლიცია შეუვარდა თურმე კოკაინით ვაჭრობდა.
ესენი რაც უცბად გამახსენდა. კიდევ რამდენი დავიწყებული მაქვს. ამ ყველაფერს ვერ უძლებს ხალხი ვინც ღარიბულადაა ჩასული და მოდის უკან. რაღაც მომენტში ვერც გაამტყუნებ მაგრამ თუ მიზანდასახული ხარ გამოივლი ამასაც.
სამაგიეროდ ახლა კარგად ვარ. ფაქტიურად აღარაფრის მეშინია. არც სამსახურიდან გაგდების, არც ფულის დაკარგვის, არაც უკანა ქუჩებით სიარულის. საერთოდ არაფრის. თურმე შიში განთავისუფლებს კიდეც ადამიანს რომ გამოცდი. რაღა უნდა ვნახო რომ გამიკვირდეს