რატომ უნდა გადაერქვათ?
სტალინგრადის ბრძოლის მნიშვნელობას ახლა ამერიკელებიც კი აღიარებენ.
ის კი არა, ახალი დოკუმენტური ფილმი გადაიღო ოლივერ სტოუნმა მეორე მსოფლიო ომზე და იმდენი კარგი ილაპარაკა სტალინზე, გორელებს "მოუჯოკრა".
ტრუმენი მიწასთან გაასწორა და მას დააბრალა ცივი ომი და სტალინის რეპუტაციის შელახვა.
მე მობეზრებული მქონდა საქართველოს რომ გაიგებდნენ, მრავალმნიშვნელად რომ მეტყოდნენ, ო, სტალინის სამშობლო? მომბეზრდა სულ თავის მართლება და შეტევაზე გადავედი, უნდა გითხრათ რომ გაამართლა
და ისე გამიხარდა ამ ფილმის გამოსვლა, ვინც კი წარმატებული ებრაელია ამერიკაში ახლა ყველას ვამადლი სტალინს
ვეუბნები, თქვენ, ებრაელებს სტალინის სურათი უნდა გეკიდოთ კედელზე და დღეში სამჯერ უნდა ლოცულობდეთ მეთქი

გაკვირვებული სახით რომ შემომხედავენ, "ვუხსნი": სტალინი რომ არ ყოფილიყო, თქვენი სახსენებელი არ იქნებოდა მეთქი. აბა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა რუზველტმა ებრაელებით სავსე გემი არ მიიღო და უკან გააბრუნა, ჩერჩილის სასოწარკვეთილ თხოვნას დახმარებაზე უარით უპასუხა, თქვენ თქვენ თავს ვერ იცავდით და რომ არა სტალინი, ვინ იყო თქვენი პატრონი მეთქი. დაფიქრდებიან ხოლმე

ის კი არა, სამშობლო რომ გაქვთ, იმასაც სტალინს უნდა უმადლოდეთ მეთქი. თან დავამატებ,
ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ ოლივერ სტოუნს მოუსმინეთ და "გაგიიასნებთ" მეთქი

ახლა, სტალინისტი არ ვარ, სტალინზე კამათს არ ვაპირებ და ტყუილად ნურავინ გაირჯებით