juli_26ინფორმაცია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო საბუთს, რომელიც გაიცემა მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან მგზვარობისათვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ საქართველოში დაბრუნების მიზნით. დოკუმენტის მოქმედების ვადაა 30 დღე.
სრულწლოვანმა პირმა დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად უნდა მიმართს საქართელოს საელჩოს საკონსულო სამსახურს და წარმოადგინოს შემდეგი საბუთები
1. შევსებული ანკეტა (იხილეთ დანართი)
2. პასპორტის, პირადობის ან მართის მოწმობის ასლი
3. 2 ფერადი ბიომეტრიული სურათი
4. საფასური 27,39 ევრო
საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში კონვერტი აუცილებლად უნდა გამოაგზავნოთ დაზღვეული ფოსტით, აგრეთვე თქვენს საბუთებს უნდა დაურთოთ საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი, რომელზეც ეწერება თქვენი საფოსტო ზუსტი მისამართი და ეკვრება 3,50 ევროს ოდენობის მარკა. აღნიშნული კონვერტით დოკუმენტი უკან დაგიბრუნდებათ. თუ თანხას ჩეკით აგზავნით გამოწერეთ : Ambassade de Géorgie–ს სახელზე.
http://embassy.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1231მე რამდენადაც ვიცი ,არალეგალები ასეთი საბუთით ბრუნდებიან უკან.
"Вторая половинка есть только у таблетки, мозга и жопы. Я изначально целая." Ф.Раневская.