Verpflichtungserklärung ერთ ნათესავ გოგოს გავუკეთე მე თვითონ.
მოგიყვებით ისტორიას )) :
ოპერობა უმთავრდებოდა და სხვა ვიზით უნდა გაეგრძელებინა.
ეს გოგო სხვა ქალაქში იყო ოპერად.
ჯერ მივედი სადაც მე ვიყავი ჩაწერილი მაგ აუსლენდერამტში (პატარა ქალაქში )
იქ მითხრეს სანამ შენთან არ ჩაეწერებაო, განხილვის უფლებაც არ გვაქვსო და რაღაც მიედ-მოედნენ.
თქვენ წარმოიდგინეთ აზრზე არ იყვნენ თვითონაც, ორნი იყვნენ და ორივეს ახალდაწყებული ქონია მუშაობა )))
თავი მოიკლეს საერთოდ შანსი არ არის სანამ შენთან არ ჩაწერო, მერე კიდევ საკითხავი არისო გამოვა თუ არაო.
მერე ვიფიქრე, იქნებ არ დამიჯეროს ამ ბავშვმა რომ მოვინდომეთქო და იმ ქალაქში მივედით აუსლენდერში სადაც თვითონ იყო ოპერად (ისიც პატარა ქალაქი), მინდოდა თავისი ყურით მოესმინა ყველაფერი.
იქ ვაბშე ერთკაციანი )) განყოფილება იყო, ხნიერი კაცი იყო. ამან საერთოდ განსხვავებული რამ მოხია, საერთოდ შანსი არ არისო სანამ უნივერსიტეტიდან მოწვევა არ გექნებათო. ენის კურსებისთვის არ გრძელდებაო, ოპერად რო იყო, ეგ იყოო ენის შესასწავლი პერიოდი. ნუ რაღაც კატასტროფა ტიპი )) არაფრის გაგონება არ უნდოდა ))
უნის მოწვევის შანსი კი არ იყო, რადგან ამ გოგოს იქ არაფერი ქონდა ნასწავლი...
მერე გამახსენდა დაახლოებით ასეთი სიტუაციები (საკუთარიც და სხვების ისტორიებიც), როცა პატარა ქალაქებში ყველანაირი იმედი გადაუწურიათ და დიდ ქალაქში იგივე საქმე უპრობლემოდ მოგვარებულა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ რაღაც ასეთ შემთხვევასთან მქონდა საქმე.
მოკლედ ჩავწერეთ ეს გოგო ერთ საშუალო საუნივერსიტეტო ქალაქში, სადაც ასეთ რამეებს უშუალოდ აუსლენდერამტი კი არ აკეთებს არამედ ე.წ. "ბიურგერამტი" , აი სადაც ჩაწერა-ამოწერა ხდება, ჩვენთან რო რეესტრია თუ იუსტიციის სახლია თუ რაცხა რო ქვია.
ცა და დედამიწა იყო სხვაობა. სადღაც 10-15 წუთი რიგს მოუნდა და თვითონ საქმეს სულ 5 წუთიც არ დასჭირდა. გაოცებული ვიყავი სიმართლე გითხრათ.
გარდა პირადობის მოწმობისა და ბოლო სამი თვის ხელფასის ცნობისა არაფერი მოუთხოვიათ.
რაღაც გადასახდელი იყო კიდევ 28 ევრო თუ აღარ მახსოვს ზუსტად.
პს. "გინდ დაიჯერეთ გინდ არა "
პპს. პატივცემულო ბავარიელებო,
იცით რომ ახალი სამინისტრო გაქვთ ბავარიაში ? ))
პირდაპირ რო ვთარგმნოთ "სამშობლოს სამინისტრო" ))) გამოდის:
http://www.heise.de/tp/blogs/8/155003
"არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ"
"Errare humanum est, in errore perseverare stultum"
"Die Bildung kommt nicht vom Lesen, sondern vom Nachdenken über das Gelesene."