pra_reziშარმი არის უდაბნოში გაშენებული სასტუმროები. განსაკუთრებული ისტორიული ღირებულებით არ გამოირჩევა. კურორტია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იმისთვისაა დასახლებული რომ მოემსახუროს ტურისტს. 80იან წლებშია შექმნილი კურორტი, ასე რომ ისტორიას ახლა ქმნის

სულ 4 ყურეა: შარმ ელ შეიხ ბეი, შარმ ელ მაია ბეი, ნაამა ბეი, და შარკს ბეი. ძირითადად სასტუმროები ამ ყურეებშია.
ნუ, დელფინარიუმი და ნიანგების შოუ არის

მგონი თვითონ შარმში მარტო ესაა

არის ძველი ქალაქი.
რას მუჰამედის დაცული ტერიტორია, ნაბკის დაცული ტერიტორია, სადაც უამრავი ფრინველი და მცენარეებია.
150 სახეობის მარჯანია, არის მაგიური ყურე სადაც უამრავი მარილიანი წყალი ერთდება და მკვდარი ზღვის წყალს ძალიან გავს.....
აბუ გალუმის დაცული ტერიტორია - 500კვადრატულია დაახლოებით და უამრავი ლამაზი ლოკოკინა, ნიჟარები, და ა.შ. 200მდე სახეობის მცენარეებია. წვრილკენჭებიანი პლიაჟი....
შარმის 'გულია' ნაამას ყურე იგივე ნაამა ბეი, რომელსაც აღმოსავლურ ლას ვეგასს ეძახიან, აქ ჩამოდიან ბევრი დიჯეები, კლუბური სიტუაციაა და ა.შ.
წმ. ეკატერინეს მონასტერი - 1570მ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან.
მოსეს მთა: 2 გზაა: 3750 საფეხურის დახმარებით, რომელიც კლდეშია ამოკვეთილი და უფრო მოკლეა, ვიდრე მეორე გზა: აქლემების დამხარებით. ექსკურსია იწყება ღამით და მთაზე ადიხართ როდესაც უკვე მზე ამოდის - ლამაზი სანახაობაა. გზად კიდევ ნახულობთ ღირშესანიშნაობებს. (25? აღარ მახსოვს... 30 დოლარია სადღაც მგონი) 2285მ ზღვის დონიდან.
ფერადი კანიონი, შარმიდნა 150 კმ-შია. მაგრამ საოცრებაა. (50-60 დოლარი)
მარჯნებიანი კუნძული - ტირანი. ნუ, ეს ისევ დაივინგია, თუმცა შეუარაღებელი თვალუითაც ჩანს რა ლამაზია წითელი ზღვა (20 დოლარი, შედის აღჭურვილობა)
ნავამისი - ქვების ფილებისგან აშენებული სამარხები.... ნაპოვნია ძვირფასი ნივთებიც - ნიჩივო სიბე ადგილია რა.... ჭკუიდან არ გადახვალ აღფრთოვანებისგან