bodzashviliშარმზე- არ ვიცი.
მე კაიროში ჩავფრინდი და იქიდანვე გამოვფრინდი რამოდენიმე წლის წინ.
მხოლოდ პასპორტი მქონდა.
ვიზა ჩამირტყეს. 15$-20$ ნაღდზე იქონიე ხელზე.
ისეთი მათხოვრები არიან - 15$ თუ ღირს და 20$ მიეცი - შეიძლება ჩაგირტყას და გითხრას - ბოდიში, ხურდა არ მაქვს და კარგად ბრძანდებოდეო
....გამოსასვლელისკენ რომ წამოვედი - 2 ბიჭი ამეყუდა წინ:"რომელ სასტუმროში რჩებიო".
ჩემი მეგობრისგან უკვე ვიცოდი რომ შესაძლო იყო ეს ეკითხათ და რაღაც სახელი ვუთხარი (არც ვიცი ასეთი სასტუმრო თუ არსებობდა ეგვიპტეში ან კაიროში) და "ოკ"-ო და გამომიშვეს.