ragezoneკი, პეგასტს აქვს ეგვიპტური ავიახაზებით... მე მაინტერესებდა აირზენამ სად დადო, ტური.გეს არ უდევს (ნუ გუშინ არ ედო სისტემაში შარმის ფრენები)
cuoreმადლობა.... სისტემაში ვერ ვნახე ჯერ...
jofrey07არ ვარ ამ კონკრეტულ სასტუმროში ნამყოფი. მაგრამ ალბატროსი არის ქსელი და საკმაოდ ნორმალური 4*იანი, ოჯახებზე და ახალგაზრდებზეც გათვლილი სასტუმროა...
კუსკუსაოუ, იეს

ახლა არ დაიწყოთ ნაგავია არაბები შავები არიან და ფუ......

თუ ტურისტმა იცის სად მიდის - მაშინ პრობლემა არ ექნება. მე ჩავფრინდი: თბილისი-სტამბული-კაირო - 500-700 ღირდა სადღაც ფრენა, თუ შიდა ფრენის ჩათვლით (რაც ცალკე ავიღე) დამიჯდა 700.... მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაინც უნდა დარეკო ტურისტულში და გაიგო ფრენის ფასი.... კარგი სტიკოვკა გაგიკეთონ ოღონდ.... მოემზადე სტამბულის აეროპორტის შესწავლისთვის

მადლობა ღმერს ინტერნეტი არის

ყველა ქალაქს თავისი მუღამი აქვს რა
მე მომწონს ქაირო, არასოდეს წავალ ავტობუსით შარმიდნან და ჰურგადიდან - იმიტომ რომ 1 დღე არაფერია
რამდნეიმე რამე უნდა გაჩერდე, აიღე ქალაქის 4*იანი BB სასტუმრო. და აუცილებლად გიზას მიმდებარე ტერიტორიაზე - რომ პირამიდებთან ახლოს იყო და ფეხით აისეირნო

გარეთ ისადილებ და ივახშმებ (რესტორნები 60-80 დოლარი ღირს პ.პ. და პიცერიებში, თან მაგარი მწვანე წიწაკიანი პიცები აქვთ - 2 ადამიანზე 10 დოლარი გეყოფა) ხალხი ნორმალურია, ჩვენ იმათი სამოსი გვეცვა და რავი, ნუ კეთილგანწყობა იგრძნობოდა აშკარად. თავს გაბეზრებენ მხოლოდ აპირამიდებთან, და ნუ გზაზე ტაქსის მომსახურებას გთავაზობენ, მაგრამ აი ქუჩაში რომ დადიხარ, არავინ გეპოტინება.... ბავშვები ყავთ ძალიან შებოჭილები, მოეფერო სიტყვიერად, ხელი დაუქნიო - გიპასუხებს, მაგრამ თუ შეამჩნია რომ უფროსი უყურებს თავს ხრის და არც შემოგხედავს

დღისით, შუაღამით გვიბოდიალია და რავი დისკომფორტი არ გგვიგრძვნია....
ნილოსზე გაისეირნებ იახტით, ტავისი ვახშამი და რაღაც ანიმაციებია, ლაზერშოუა პირამიდებთან... დიდი ბაზრობაა, ფაბრიკა-ქარხნები - ტყავი, ქვები.... მოკლედ კარგია რა....
აქლემზე რომ დაჯდები მერე ჩამოსმაში ცალკე ფული უნდა გადაუხადო
ნოუ ინგლიშის ძახილს ჯობია თავიდანვე ქართულად დაუწყო ლაპარაკი, ვერაფერს გაიგებს, გაკვირვებული გიყურებს და გაგეცლება

მტავარია ჩამჭრელ კითხვებს არ უპასუხო: მაგალითად: საიდნა ხარ?

მოკლედ გააჩნია ვინები მიდიხართ და რა გინდათ

ლუვრი და ტიფანი იქ არ არის.
* * *
პ.ს. გიდი არ მყოლია, მაგის ნერვები სად გვქონდა....
სასტუმროს სახელს ვერ ვიხსენებ... სადმე სუვენირებში ეწერება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა... მთავარია დაგიგლო და ნახო რომ ახლოსაა გიზასთან.... ბევრი სასტუმროა და არჩევა არ გაგიჭირდება. აუზიანი სასტუმროებია საკმაოდ ბევრი.... მე იანვარ-თებერვალში ვიყავი და კოტონის გრძელმკლავიანი მაისურები და შარვლები გვეცვა..... - ანუ არ მიბანავია - როდესაც შარმში კარგი საჭყუმპალაო ამინდია ამ დროს