მოკლედ ერთ რჩევას მოგცემ თუ გინდა გაითვალისწინე თუ გინდა არა შენი ნებაა

ეგვიპტეში ვიყავი 5 ჯერ უკვე და ეგვიპტელებთან ურთიერთობა ძალიან ადვილად მეხერხება

შესახლებისას ყველა ცდილობს ცუდ ნომერში შეგასახლონ ან გზის მხარეს ექნება ხედი ან სხვა სასტუმროს კედლისკენ
ვიღაცისთვის ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა მაგრამ ჩემთვის მირჩევნია 20 დოლარი მივცე და ნომერი კარგი იყოს კარგი ხედით
თავიდან ყველა მოგთხოვს დღეზე კონკრეტულ გადასახადს სავარაუდოდ ეს იქნება დღეში 20-40 დოლარის დამატება მაგრამ 30 დოლარზე მეტი მე მანდ არ მიმიცია არასოდეს მთლიან პერიოდზე ნომერში.
7 საათზე რო ჩადიხარ დილას და 2 საათამდე check in ელოდები მაგას მირჩევნია ზრდილობიანად გაუღიმო ცოტა ფული მივცე და 1 საათში ნომერში ვიყო
ეხლა რაც შეეხება 1 დოლარიანებს

მე ვხმარობ ამ ერთ დოლარიანებს ძალიან კარგად

სხვისი არ ვიცი
მიმაქვს მიახლოებით 50-60 1დოლარიანი
ეხლა რაში ვხმარობ ამ თანხას. თუ ვინმეს გონია რო ეგვიპტელს 1 დოლარად ფეხებში ჩაგივარდება და მონად იყიდი ძალიან ცდებით

რაც უფრო მაღალია სასტუმროს ვარსკვლავი მით უფრო ფასი ეკარგება 1 დოლარს

ხელბარგს რო მოგიტანს მაგას ვაძლევ 2 დოლარს
სასტუმროში თუ ბევრი ხალხია და აუზის ბართან რიგია მაშინ გამოსავალია ოფიციანტს რომელიც ძირითადად ქართველებს ყურადღებას არ აქცევს მისცე ფული და მოგიტანს ურიგოდ
ან ბარში როცა უკვეთავ რამე კოქტეილს მაგალითად მოხიტოს რომელიც გეკუთვნის ოლლ ინკლუზივით
ბარმენი გაგიკეთებს მოხიტოს რომელშიც იქნება პიტნის ნაგლეჯიმ, ტონიკის მაგივრად სპრაიტი, ლაიმის მაგივრად ლიმონის ნაჭერი, და გაურკვეველი ძალიან ცოტა ჯინი
ამის მაგივრად მე 2 მოხიტოში ბარმენს ვაძლევ 2 დოლარს და მოხიტო ისეთია შეიძლება თბილისის პერო ბარებში ვერ დალიო

შემდეგ უკვე ბარმენს რო პატივს ცემ რამოდენიმეჯერ მერე შეგიძლია თხოვო არა ადგილობრივი ალკოჰოლით გაგიკეთოს კოქტეილი არამედ ულტრა ოლლ ის სასმელებით (არაადგილობრივი )

მოკლედ პატივი ეცით სასტუმროს პერსონალს და პატივისცემით მოგექცევიან