მოგესალმებით, დიდი სიამოვნეით გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს.
მაშ ასე, ვიწყებ პრაქტიკული რჩევებით
ჰურგადაში რომ ჩავფრინდით აეროპორტში დაგვხდა ერთობ საინტერესო "მანი მეიქერი" დგანან ტიპები აბრებით ხელში სადაც წერია თქვენი ტრანსფერის სახელი (თქვენს ჯავშანშია აღნიშნული) და გიშვებენ პარატა რიგში, მივედით რიგში ასე 8-10 კაცი და გვეუბნებიან შემდეგს: თუ გადაიხდით 27 დოლარს ერთ ვიზაში აქვე ჩაგირტყავთ თუ არა და წადით იიმ უშველებელ რიგში ჩადექით და 25 დოლარად აიღეთ ვიზა. ბევრი ვეძებე უშველებელი რიგირ ვერ ვნახე, ასევე მომცრო რიგირ იგდა "იაფიან" ვიზებთან. კეთილისმსურველებმა მომცეს პატარა ქაღალდები ე.წ ვიზის აპლიკაცია

სადაც გადავწერე პასპორტის მონაცემები და 3 წუთში იაფი ვიზებით აჭრელდა ჩვენი პასპორტები .
გავიარეთ პასპორტკონტროლი და ამის შემდეგ დაიწყო მგზავრების დაჯგუფება ტურისტულების მიხედვით. გარეთ გასულებს დაგვხვდა უამრავი ავტობუსები , მაკადი ბეის მხარეს თითქმის არავინ მოდიოდა ასე რომ მარშუტკით ჩავფრინდით ნახევარ საათში (სხვათაშორის ბევრს წერენ სწრაფად დადიანო, დიდი ვერაფერი სწრაფია, მოლოდინმა არ გამიმართლა )
მიგვიყვანეს დაგვაბინავეს სასტუმროში რომელიც გახლავთ
http://www.tophotels.ru/main/hotel/al69660/media#ph შერჩეული იყო როგორც ბავშვისთვის იდეალური დასასვენებელი ადგილი თავისი ატრაქციონების და აკვაპარკის წყალობით. უშველებელი, უზარმაზარი სასტუმრო, მაგრამ ისეთი სიმშვიდე იყო რომ აქ ჩამოსულს ჩემი მშვიდი ქუჩის ხმაური 2 დღე მეხამუშებოდა. ნომერს აივანი ჰქონდა, ვისხედით საღამოს და გავყურებდით ვარსკვლავებს, სიმშვიდე ,სითბო (ვიღაცისთვის ალბათ სიცხე) სრული იდილია. სასტუმროში იყო ყველაფერი: რესტორნები, სპა, მაღაზიები, მინი დისნეი ლენდი. აკვაპარკი, აუზები
რაც შეეხება ექსკურსიებს, აეროპორტშივე გაგვაფრთხილეს ხვალ თქვენი გიდი მოვა და აუცილებლად შეხვდითო. მართლაც მობრძანდა, შემოგვთავაზა ტურები, ცოტა ვევაჭრეთ და როგორც აღმოჩნდა მაგრად მოგვატყუა მაინც
ლუქსორის ტური ავიღეთ 200 $ გამოგვართვა 2 უფროსზე და ბავშვზე, მერე გავიგეთ სხვებმა 60 $ გადაიხადეს. ანუ ყველაფერი ხდება, ევაჭრეთ ყველას, რაც მეტს ვაჭრობთ მეტად უხარიათ ეს თავიდან ვერ გავათვიცნობიერეთ, მარტო წამოსვლისას , მოკლეთ ავიღეთ ლუქსორი და სუპერ უტოპია
სუპერ უტოპია:
არის სამოთხის კუნძულის ალტერნატივა, 3 ადამიანი 100 $ ში ჩავჯექით.
სამოთხის კუნძულთან ერთი სხვაობაა, აქ ქვიშის გარდა არაფერია!!! წელიწადში 2 ჯერ იძირება და ქვიშა მინერალებითაა გაჯერებული (ადგილ ადგილ ნაგვითაც ) მოკლეთ დილით მოგვაკითხა ისევ შატლმა და წაგვიყვანა ტურისტულ სოფელში, იქ დაგვირიგეს მასკები და ლასტები, ჩემი შვილისთვისაც კი გამოიძებნა აღჭურვილობა, შემდეგ ჩაგვსვეს მომცრო იახტაში და დაიწყო ბედნიერი დღე
გაჩერდა იახტა და გადაგვსვეს პატარა ნავში, ნავის ძირი იყო შუშის (ძალიან რომანტიულად არ აღიქვათ უფრო დიდი ზომის ფორტოჩკა იყო ) დაგვსვეს ამ ფორტოჩკის გარშემო და საოცრება, წყალი ისეთი გამჭვირვალეა ზღვის ფსკერს ხედავ .. თევზები, მარჯნები ულამაზესი სანახაობა. გადავედით კუნძულზე და შევხტით ზღვაში, ძაანაც ვერ შეხტები მაინც და მაინც, ერთი კილომეტრი მუხლამდე წყალია, ასეთი ნაპირი აქვს წითელ ზღვას :დ მშვენივრად გავერთეთ, 40 წუთი იყო დრო და ისე გავიდა ვერც გავიგეთ. ისევ დაგვაბრუნეს იახტაზე. ცოტა ხანში მოიყვანეს ტაბლეტები (ასე ეძახდნენ ქართულად არ ვიცი რა ქვია, ბალიშია დიდი გამობმული კატერზე, ჯდები , მიგაქროლებს და გახტუნავებს წყალზე. პირველები ჩავსხედით ჩვენ და ჩვენი 4 წლის ექსტრემალი :დ ჯერ ჟილეტებით და მეორეთ ჟილეტების გარეშე

ძალიან მოგვეწონა, მერე ბანანებზეც ვიკატავეთ მოკლეთ გავერთეთ გადასარევად. ცოტა ხანში დაგვაპურეს ზღვის პროდუქტები, ბრინჯი, კართოფილი ქაბაბები, მომეწონა მათი სამზარეულო. სადილის მერე გვათევზავეს სრულიად უშედეგოდ

და ცოტა ხანში მოვიდა დაივინგის დროც, ოღონდ სქნორქლინგი იყო, რასაკვირველია ყველანი ჩავხტით წყალში ჩვენ რადგან ბავშვით ვიყავით მაშველ რგოლს ვეჭიდებოდით. არ მოვყვები ეს რა იყო ეს უნდა ნახოთ !საერთოდ არ გვინდოდა წყლიდან ამოსვლა. საღამოსკენ დასრულდა ეს ზღაპარიც. მეორე დღეს იყო ლუქსორის ტური. დღე რა შუაშია, ღამის 5 საათზე გავედით სასტუმროდან და დილით 9 ზე ადგილზე ვიყავით.
გიდი შეგვხვდა მაგარი შოუ მენი და უფრო მაგარი აფერისტი! მოკლეთ ძალიან საინტერესოდ ყვებოდა, ყველაფერს, მინი სპექტაკლიც დადგა ჩვენი მონაწილეობით ფარაონებზე რომ ყვებოდა (ყველა ასე იქცევა) ლუქსორი შთამბეჭდავია, რამოდენიმეერ ჩერდებით, როცა ჩახვალთ ნახავთ , დაგვდევდნენ სუვენირის გამყიდველები, ჩვენი გიდი გვიკრძალავდა მათთან მიახლოებას და ჩვენც ვემორჩილებოდით (არა და შევცდით) ბოლოს ვნახეთ ის ადგილი სადაც მაგ სუვენირებს ამზზადებენ ქვისგან, ბაზალტისაგან ათასი მასალისგან და იქ ყველაფერი უძვირესია, აქ კი ნება დაგვრთო გიდმა რაც გინდათ იყიდეთო ფასებს მე გეტყვითო :დ ასევე შეგვიყვანა პარფიუმერიის ფაბრიკაში და იგივე განმეორდა, გვაბანავეს ეთერზეთებში წაგვიკითხეს ლექცია რა შველის ართრითს და რა პოტენციას და მერე ძალიან გაწბილებულები დარჩნენ არაფერი რომ არ ვიყიდეთ :დ ბოლოს ბანანის პლანტაცია ვნახეთ, (დამატებითი 10 $ ის დამატებით კაცზე) ნილოსზე ვიკატავეთ გვიან დავბრუნდით სასტუმროში, რჩევა: გიდისგან რაღაცეებს ნუ იყიდით, ჩვენ სასტუმროში თურმე წითელი ჩაი (კარკადე) ორჯერ იაფი ღირდა ვიდრე იმან დიდსულოვნად გადმოგვცა
რაც შეეხება მოტყუებას და ფულის დაცინცვლას , ამას ყველა აკეთებს ყველა ნაბიჯზე. მიეჩვევით.
ადგილობრივები საშინელ პირობებში ცხოვრობენ

არ ვყოფილვარ თვითონ ჰურგადაშიც კი , მაგრამ რაც ლუქსორის გზაზე ვნახე საკმარისია

გასაგებიცაა რატომ ანიჭებთ ერთი დოლარი ასეთ ბედნიერებას, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და უზომო სიღარიბე ძალიან ცუდად გეჩხირება ადამიანს თვალში
მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველა კეთილგანწყობით იყო, სულ გიციანიან და სულ ფლირტაობენ

მე მეცინებოდა, არაა გამაღიზიანებელი, ჩემს ქმარსაც კი არ მოერიდა ერთი, პირდაპირ შესთავაზე აქლემები

ბევრი ვიცინეთ და მხიარულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ვნახე ჩვენი თანამემუმულეები სულ რომ წუწუნებდნენ რა საზიზღარი ქვეყანაა რა საზიზღარი ხალხიაო და მაინც ყოველ წელს რომ დადიან ამ საზიზღარ ქვეყანაში არ მესმის ლოღიკა

მოკლეთ ბევრი საქმე დამრჩა ეგვიპტეში: გიზა, ალექსანდრია, ნამდვილი დაივინგი, მომავალ შეხვედრამდე, ეგვიპტე ^_^