მოკლედ, 21ში ჩამოვფრინდი ჰურგადიდან. დავიწყებ იმით, რომ ძალიან მივქარე ეს თემა რომ წავიკითხე თავიდან ბოლომდე სასარგებლო რჩევების მიღების იმედით და ყველა ჩემს ეგვიპტეში ნამყოფ ნაცნობს რომ გამოვკითხე რაღაცეები, იმიტომ რომ უსაფუძვლოდ დავიგრუზე. ისეთი რაღაცეები ეწერა აქაც - არიქა საშინელი ხალხიაო, გაწუხებენო, გქურდავენო, ნომრიდან და შეზლონგიდან რაღაცეებს გპარავენო, ბინძურები არიანო, სასტუმროებში სისუფთავე არააო, პირამიდები დიდი არაფერიო და ა.შ. გული გამისკდა, დაჯავშნილი მქონდა უკვე თორე გადავიფიქრებდი ალბათ წასვლას.
იქ ჩასულს კი სრული შოკი მქონდა დადებითი კუთხით, იმიტომ რომ დაძაბული ჩავედი ყველაფერ ცუდისთვის მზად ვიყავი და თურმე საერთოდაც არ იყო საქმე ისე, როგორც აქ ხალხი აღწერდა. უზომოდ კმაყოფილი ჩამოვედი. თავად ხალხზე გავგიჟდი ისე მომეწონნენ. უზომოდ თბილები და სტუმართმოყვარეები არიან ყველა! სასტუმროც ზალიან მომეწონა. რა სიბინძურე, რის ქურდობა. მიუხედავად იმისა რომ 800 ნომრიანი სასტუმრო სრულიად დატვირთული იყო, პერსონალი თვალებში შემოგვციცინებდა. ოღონდ რამე გეთქვა და ყველაფერს გისრულებდნენ.
არც არავის გავუქურდივარ და არც არავისზე გამიგია რომ რამე დაეკარგოს. თამამად ვტოვებდი შეზლონგზე ნივთებს და ჩავიოდი წყალში საათობით. ქალაქშიც ძალიანბ კარგი სიტუაცია იყო, სულაც არ იყო რამე საშიში. საღამოს წავედით და ღამის 1 საათამდე იქ ვიყავით. ხალხი სითბოსა და ყურადღების მეტს არაფერს გამოხატავდა რავი, სხვებმა სად ნახეს აგრესიული და შემაწუხებელი ხალხი არ ვიცი.
პირამიდებს რაც შეეხება, ყველას გირჩევთ გრძელი გზის მიუხედავად ნახოთ, ჯერ ერთი ჩემთვის გზაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ უცხო რამეებს ვათვალიერებდი და პირამიდების დანახვაზე ხომ საერთოდ სუნთქვა შემეკრა. არც იქ მყოფი ბედუინები იყვნენ ისეთი, როგორადაც აღწერდნენ - არიქა თავს არ დაგანებებენ, ციფრულს გამოგტაცებენ და ა.შ. უბრალოდ რამდენჯერმე შემოგთავაზებდნენ სუვენირსა თუ აქლემზე დაჯდომას და თუ უარს ეტყოდი განებებდნენ თავს. სხვათაშორის, სუვენირები მანდ ბევრად იაფი ღირდა, ვიდრე სხვაგან, თუნდაც ქალაქში, ამიტომ გირჩევთ იყიდოთ.
მოკლედ, უზომოდ კმაყოფილი დავბრუნდი და რავი რა, ალბათ ადამიანს გააჩნია. ვინც საპრეტენზიოსა და საწუწუნოს ეძებს, ყველგან იპოვნის და ვინც სიამოვნებისთვის და რაღაც ახლის შეცნობისთვისაა განწყობილი, წვრილმანები ვერ გაუფუჭემს ამ განწყობას. ასე რომ, თქვენც კარგ დასვენებას გისურვებთ