kompioooნუ მოკლედ რა, ყველას თავისებური აღქმის უნარი აქვს, არ ვაპირებ თავის მართლებას.
რაც შეეხება სასტუმროს: Amwaj blue beach: ჩვენი მეგობარი 3 კვირით ადრე ისვენებდა მანდ, ამიტომ საკმაოდ მომზადებულები წავედით.
ვიცოდით რომ ინტერნეტი ძვირი იყო და იქაურ აეროპორტში შევიძინეთ Vodafone-ის ინტერნეტის ბარათი 10$-ად, 1 კვირით თავისუფლად მეყო, ბალანსის ამოწურვაც ვერ მოვასწარი. ვიბერს და ფეისბუქს ვხმარობდი საკონტაქტოდ. ცოტა მეტს თუ გადაიხდით შეიძენთ ბარათს სადაც ინტერნეტის გარდა დარეკვის უფლებაც გექნებათ. მგონი როუმინგს ნამდვილად ჯობია.
სასტუმრო დგას განმარტოვებით Soma bey-ს ყურეში, ირგვლივ არის უდაბნო. განსხვავებით Makadi-ს ყურესგან, სადაც არის სასტუმროების მთელი კომპლექსი და ყველანაირი გემოვნების სასტუმროებია განთავსებული ერთმანეთთან ახლოს.
დილას ადრე მივედით, არადა ჩექინი საკმაოდ გვიან იყო - 2-ზე. ბარგი ჩავაბარეთ და გავედით სასტუმროს ტერიტორიაზე. ინტერნეტის სურათებით ისე კარგად მქონდა შესწავლილი სასტუმრო, მეგონა უკვე ნამყოფი ვიყავი

მისაღებში ვთხოვეთ რომ 2 ნომერი მოეცათ ერთმანეთის გვერდიგვერდ და არავითარ შემთხვევაში პირველ სართულზე, რაც შეასრულეს ყოველგვარი დამატებითი თანხის გარეშე. მოგვცეს მეორე სართული, სასტუმროს შუა ნაწილში იყო განთავსებული და აუზს გადაყურებდა. ძირითადად ვისაც სტანდარტ ნომრები ქონდათ პირველ სართულს აძლევდნენ და უკეთეს ნომერში გადასასვლელად თხოვდნენ თანხას. ჩვენ გვიჯიგრეს მოკლედ . სისუფთავე იყო, ყოველდღე ალაგებდნენ.
ჩვენი დღის განრიგი ესეთი იყო:
დილას გავდიოდით აუზზე, იმიტომ რომ სანაპიროზე ზღვა იყო კოჭებამდე. ბავშვების აუზი განცალკევებით იყო და ჭიჭყინი არ ისმოდა, რაც ძალიან გამიხარდა. პლიაჟზე 11:30-ზე იწყებოდა Belly dance-ის გაკვეთილები, გვირიგებდნენ შარფებს რომელზეც ჟღარუნები იყო ჩამოკიდებული, ხოოდა იწყებოდა თეძოების ქნევა )
12-ზე იწყებოდა აკვააერობიკა აუზზე, საკმაოდ ხალისიანი იყო, რაც ძალიან საყვარელი ანიმატორის დამსახურებაა.
გაქვს პირსახოცის ბარათი, რის საფუძველზეც ყოველდღე იღებ ახალ პირსახოცს შეზლონგისთვის. აუზზე დროზე თუ არ გახვედი შეუძლებელია თავისუფლი ადგილი ნახო, ამიტომ საუზმის წინ ვიღებდით პირსახოცს და ვაფენდით რითაც ვჯავშნიდით შეზლონგს და მერე მივდოდით სასადილოში, თუმცა არსებობს საშიშროება: თუ ეს პირსახოცი არ დაგხვდა ან დაიკარგა იხდი ჯარიმას, თუმცა ჩვენ პატიოსნად გვხვდებოდა ადგილზე.
დღის მეორე ნახევარში სანაპიროზე გავდიოდით, წყალი იყო მუხლებამდე. ფაქტიურად ზღვაში ბანაობით ვერ ისიამოვნებ. უნდა გაიარო გრძელი პირსი რომ ცოტა ღრმა წყალში შეხვიდე. მინდა გითხრათ რომ მზის ჩასვლა ჩვენ გვაქვს ულამაზესი, რაც ფაქტიურად იქ არ არსებობდა
დღის განმავლობაში შეგეძლო გეთამაშა გოლფი, პლიაჟის ხელბურთი, პინგპონგი, წყლის პოლო, დარტსი. სასტუმროს ტერიტორია გამწვანებულია, ძალიან უვლიან გაზონს და ყვავილებს.
რუსი ტურისტები ნაკლებად, უფრო გერმანელები, პოლონელები, ბელორუსები და ხორვატები ისვენებდნენ. მუსულმანი წყვილებიც იყვნენ, მათ განსხვავებული ლურჯი სამაჯურები ეკეთათ (ჩვენ ნარინჯისფერი გვქონდა). ქალები როგორც წესი შავი თავსაფრებით და კოჭებამდე შეფუთულები. ზუსტად ასეთივე ჩაცმულობით იჯდნენ შეზლონგზე შუა პაპანაქებაში ქოლგის ქვეშ და მორჩილად უყურებდნენ როგორ გრილდებოდნენ მათი ქმრები აუზზე. რა აზრი ქონდა მათ ყოფნას ზღვის კურორტზე ვერ ვხვდები.
9-ის მერე იწყებოდა შოუები, ანიმატორები დღის განმავლობაში გახსენებდნენ ამის შესახებ და გეპატიჟებოდნენ სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულ ღია სცენასთან სხვადასხვა შოუებზე: მისტერ ამვაჟი, ფაკირების შოუ, და ა.შ.
ამის შემდეგ ანიმატორებთან ერთად შეგეძლო შესულიყავი კლუბ აკვარიუსში ღამის 2 საათამდე. სასტუმროს რესეპშენის გვერდზე იყო შესასვლელი კარი, საკმაოდ პატარა იყო, თუმცა იმისთვის საკმარისი რომ გეცეკვა და ბართან დაგელია. დჯ ნორმალურ ტრეკებს უშვებდა საკმაოდ.
რესეპშენთან იყო ლაუნჯი, ასევე 24 საათიანი ბისტრო. რესეპშენის წინ ეზოში განთავსებული იყო მაგიდები და სავარძლები სადაც შეგეძლო დაგელია, ჩილიმი მოგეწია, თუმცა საღამოობით იყო გადავსებული და ადგილს ვერ ნახავდი. იქვე შაურმა მზადდებოდა , მგონი 2$ ღირდა
კვება სასადილოში იყო სამჯერადი, ძირითადად ვჭამდი ქათმის ხორცს (თითქმის ყოველდღე იყო მენიუში) +გარნირი. იტალიური კერძების კუთხე იყო, სადაც ლაზანიას რაუშავდა. თუ საუზმეს ვერ მიუსწრებდი სასადილოში, შეგეძლო აუზთან მდებარე ბარში გესაუზმა, რაც საკმაოდ მოსახერხებელია. საჭმელში რაღაც სპეციფიკურ სანელებლებს ხმარობენ, ამიტომ თითქმის ყველაფერს ერთნაირი გემო აქვს. ნამცხვრებს ვიზუალი აქვთ განსხვავებული, გემო ერთნაირი. ერთადერთხელ ქონდათ სტაფილოსფერი ქოქოსის ნამცხვარი რაზეც გადავირიე და დასამატებლად რომ მივედი ბრდღვნა აღარ იყო. ხილი: ეგვიპტური პატარა ზომის ბანანები გემრიელი იყო, აი ფორთოხალს და ნესვს ჩალის გემო ქონდა.
სასტუმროს ტერიტორიაზე იყო 4 რესტორანი. აქედან 3-ში შეგეძლო მთელი დასვენების მანძილზე თითოჯერ დაგეჯავშნა და სავახშმოდ იქ შესულიყავი სასადილოს ნაცვლად.
1. თევზის რესტორანი ზღვის დელიკატესებით ფასიანი იყო.
2. ბედუინების რესტორანი: იყო დაბალი მაგიდები, ხალიჩებით გაწყობილი ჩაბნელებული ეგზოტიკური გარემო. მოიტანეს საქონლის, აქლემის და ქათმის ხორცი + გარნირი და სოუსები თიხის ჭურჭელში. საკვები არ მომეწონა. უბრალოდ ესეთ გარემოში მეგობრებთან საუბარი მესიამოვნა. შეგეძლო ჩილიმი მოგეწია. გვერდითა მაგიდაზე ერთ უცხოელს ქონდა დაბადების დღე. მიმტანებმა სპეციალურად მისთვის ბედუინების ენაზე შეუსრულეს სიმღერა, ყიჟინით და მთელი ამბებით მიართვეს ტორტი, კარგი სანახაობა იყო
3.
იტალიური რესტორანი „პაპარაცი“, არ შევსულვარ თუმცა კერძებს გადავავლე თვალი და არაფერი განსაკუთრებული
4. საღამოს აუზთან იშლებოდა პატარა მაგიდები თეთრი გადასაფარებლებით, გამოწკეპილი მიმტანები გემსახურებდონენ. ბარბექიუ + სასმელები, მოკლედ უფრო წყვილებისთვის იყო განკუთვნილი
სასტუმროს პერსონალი ძალიან კეთილგანწყობილი იყო. ჩვენს დანახვაზე შეძახილები ისმოდა ჯორჯია ! ჯორჯია! ყველა ცდილობს გამოგელაპარაკოს, მიუხედავად იმისა რომ ზოგს რუსული და ინგლისური არც კი ესმის წესიერად. ცოტა არ იყოს დამღლელიც კი იყო , ყველა გიღიმის, უნდა გამოლაპარაკება, გისმევენ გაუთავებელ კითხვებს. ნუ კომპლიმენტები არ ენანებათ, ან რითი არ ეზარებათ )
ეს რაც შეეხება სასტუმროს. იქაურ ტურებს ცალკე პოსტს მივუძღვნი
This post has been edited by COPACABANA on 4 Nov 2014, 10:53