მოკლედ მოვიარე ეგვიპტე

)) და დავბრუნდი დიდი ემოციებით და შთაბეჭდილებებით,..
ვიდრე მიმოვიხილავდე ,პირველ რიგში ავღნიშნავ რომ ღირს ეგვიპტეში მოგზაურობა.,მით უმეტეს მე საყვარელ ადამიანტან ერთად ვიყავი, თაფლობისთვე მქონდა და გამისწორდა ასმაგად
აეროპორტში ქორწილის დილასვე მივედით, 26 სექტემბერს..7-ის ნახევარზე უკვე აეროპორტში ვიყავი და ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა, აღმოჩნდა რომ თურმე აირზენამ ფრენა გადადო და დილის 9-ის ნახევრის მაგივრად საღამოს 5-ის ნახევარზე გავფრინდებოდით.
მთელი 7 საათი იქ უნდა ვყოფილიყავით, აი ძაან გავმწარდი..დავურეკეთ ოპერატორს და არ ვიცოდი თუ ფრენა გადადებული იყოო,ვეჩხუბე ,მაგრმ აზრი?!
ეს რომ სხვა ტურისტულს გაეკეთებინა კიდე ხო, და ჩვენ გლობალ თრეველის ტურით წავედით, რომელიც აქამდე მეგონა რომ ყველაზე სანდო და გამოცდილი კომპანია იყო...არ მინდოდა თაფლობისთვე ჩხუბით დამეწყო, თორემ ისეთ ხასიათზე ვიყავი მტრისას გლობალ
ში რომ მივსულიყავი :|| მარტო გლობალს არ ჰქონდა დარეკილი ხალხთან, სხვა ქართველები პირდაპირ საღამოს მოვიდნენ და გვითხრეს რომ იცოდნნე რომ ფრენა გადაიდო და ყველას დაურეკა ტურისტულმა .
მოკლედ გავბრუნდით უკან და მერე ჩვეულებრივ გავფინდით უკვე საღამოს და იქ უკვე მთელი დღე გასული იყო რომ ჩავედით :|
საერთო ჯამში , 6 ღამე და 6 დღე გამოგვივიდა ( ერთი დღე-ღამე ასე მოგვიტეხეს :| )
ჩვენი სასტუმრო იყო serenity makadi heights 5*
დაგვიჯდა 1100 დოლარი ორ კაცს
> მომეწონა ის რომ მომსახურე პერსონალი იყო ძალიან თბილი,ღიმილიანი და ძალაინ დადებითად მმუხტავდა ეს გარემო
>სასტუმრო იყო ზღვასთან ძალიან ახლოს , კარგი გამწვანებით + აუზებით
>საჭმელი ნორმალური, თუ კარგად დაძენიდი,აირჩეოდა რა..

) სასმელი მხოლოდ მოჰიტო მომეწონა, ნატურალური წვენები საშუალო,ღვინო და არაყი საზიზღრობა
>ნომერი ნორმალური
>სისუფთავე და წესრიგი იყო როგორც აუზებთან, ასევე სანაპიროზე
მე და ჩემმა ქმარმა რუსული ცუდად ვიცით და ინგლისურის იმედზე წავედით

) სამაგიეროდ ეგვიპტელები აღმოჩნდნენ ცუდად ინგლისურთან, ძალიან დაბალ დონეზე იცოდნენ , ტუროპერატორიც და გიდიც მხოლოდ რუსულად საუბრობდა და კიდე კაი ჩვენთან ერთად კიდევ ერთი ქართველი წყვილი იყო,რომელიც რუსულს კარგად ფლობდა თორემ ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა

)
ოო ეგვიპტელები ძალაინ მუსუსები აღმოჩნდნენ, სულ ყურადღება,სულ კომპლიმენტები..ხვეული თმა მაქვს და შაკირას მეძახდნენ

)
ავიღეთ კაიროს და სამოთხის კუნძულის ტური და დაგვიჯდა ორივე 280 დოლარამდე თუ სწორად მახსოვს
კაიროს ტური
>მიუხედავად გზის უსასრულობისა

) ამ ტურის გარეშე ვერ გაიგებთ ეგვიპტის ეშხს

)
>გზაში 15 წუთი აჩერებს და გაითვალისწინეთ რომ თუ მარკეტში რამის ყიდვას გადაწყვეტთ თითქმის გაოთხმაგებული ფასებია,რამდენიმე შოკოლადში და ორ წვენში 20 დოლარი დავტოვეთ:|
>კაირო აღმოჩნდა ძალაინ ბინძური ქალაქი,როგორც ჩანს ადგილობრივებსაც ეს ფეხებზე ჰკიდიათ
>მუზეუმმა აღმაფრთოვანა!!!
>სუვენირების გამყიდველებმა დაგვტანჯეს ,მაგრამ საბოლოდ მაინც რაღაცები ვიყიდეთ, ვცდილობდით მაქსიმალურად გვევაჭრა
>გიდმა სუვენირების და სუნამოების მაღაზიებშიც შეგვიყვანა ,მაგრამ ფასები არ მოგვეწონა
>მიუხედვაად იმისა რომ ვიცოდით პირამიდებთან იყო ბედუინების საფრთხე, ძალაინ მინდოდა აქლემით გასეირნება, ორივემ ვისეირნეთ ,თუმცა რომ ჩამოგვსვეს მერე ყველაფერი ჩხუბით გაგრძელდა რადგან იმაზე მეტის დატოევბას გვთხოვდენ ვიდრე საჭირო იყო,ფულიც კი გამოგვტაცეს საფულიდან, ჩემი ქმარი ამაზე გაგიჟდა, დიდი ჩხუბის და ღრიალის მერე დავაბრუნებინეთ ფული :|| ბოლოს ბოდიშებით მოგვდევდნენ... საბოლოოდ ორი აქლემი და ორი თავსაფარი 10 დოლარი დაგვიჯდა
>პირამიდები,სფინქსი იყო საოცრება...დიდი ემოციები ჩემთვის ! ამის გარეშე როგორ უნდა მოიარო ეგვიპტე არ მესმის
რაც შეეხება სამოთხის კუნძულის ტურს
ეს იყო ყველაზე მაგარი და ლამაზი დღე !!! ისე ვისიამოვნე ამ ტურით,ამ წუთამდე შთაბეჭდილებებში ვარ...
მარჯნის რიფების ნახვა,თევზაობა,უგემრიელესი ზღვის პროდუქტების სადილი,ცხელი ყავა კაიუტაში,ფოტოსესია

))
და ბოლოს ცხელი ,ოქროსფერი ქვიშა და ულამაზესი სანაპირო...
მოკლედ მიუხედავად რაღაც გაუგებრობებისა საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, ესეც ბონუსად

))