natka80რაც აქ დავიწყე წერა, ბევრმა მომწერა, ვერ აუდიოდი პასუხის გაცემას მაშინ როცა ჩემი პრობლემებიც არანაკლები მქონდა. და რბილად რომ ვთქვათ ნერვები მქონდა ძალიან გაფუჭებული და მაგიტომ დუმილი გადავწყვიტე,
წამოვედით ერთი წელი იქნება უკვე, სამუშაოზე სადაც ვმუშაობდი რბილად რომ ვთქვათ "მომატყუეს" და არ მომცეს ის კონტრაქტი რასაც ველოდი, მეტი დარჩენა კიდე ზედმეტი ფულის ხარჯვა (8000 კრონს მარტო ქირაში ვიხდიდი) იყო და არაფრის მოლოდინი.
ასე რომ ჩამოვედით და ეგეთ სიტუაციაში იმედია აღარასდროს მომიწევს წასვლა. წავლა სულ მინდა ამ ქვეყნიდან მაგრამ ადამიანურად(ცუდია რომ ამამ გვიან მივხვდი)
მოკლე რჩევებს დავწერ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე:
პოზიტივის იმედზე ნურავინ ნუ იქნბებით, ეს თითქმის იმის ტოლფასია რო ჯეკპოტის მოგებას ელოდო ლოტოთი.
თუ რამე შანსი გაქვთ რომ ოფიციალურად დასაქმდეთ, მალევე გააკეთეთ ეს იმიტომ რომ მანდ დრო ძალიან ბევრს ნიშნავს,
თუ საბუთის გაკეთების შანსი არ გაქვთ, სადამდეც გაქაჩავთ და გაგიქაჩავთ ნერვები დარჩით, იმუშავეთ შავად/სოციალი გადაინახეთ და ერთი ორი კაპიკი დააგროვეთ, აქ ფული ნამდვილად გამოგადგებათ რო ჩამოხვალთ.
რუსებს არ ენდოთ!
შვედების მომღიმარე სახეების იმედიც არ გქონდეთ, მაინც ისე იქნება ყველაფერი როგორც კანონში უწერიათ, და ისე რომ ვინმეს შეეცოდებით და თქვენ შემთხვევაში გამონაკლისს დაუშვებს თითქმის გამორიცხულია.
ადვოკატის იმედი ნუ გექნებათ.
გასაუბრებებზე ბევრი არ ინერვიულოთ, მაინც ფორმალობაა ეგ ყველაფერი.
ხო ნუ ესენი მახსენდება ჯერ და დანარჩენიც ნახოთ

სხვა ისე ცოტა მენატრება მანდაურობა, პირველ რიგში შვედების კანონმორჩილობა, ერთმანეთის გამტანიანობა, წესრიგი, რასაც ჩვენ ქვენყანაში სამწუხაროდ ვერ ნახავ.
აი ამინდს რაც შეეხება და უსასრულო თოვლს და ყინვებს მაგ მხრივ ნამდვილად არ მენატრება მანდაურობა
natka80შენ როგორ ხარ? რა ხდება ახალი შენსკენ? )
This post has been edited by Marner on 11 Mar 2015, 15:03